Thursday, June 9, 2011

GIPA Feedback :P

ზუსტად ორი წლის წინ საგამოცდო ციებ-ცხელება მქონდა. თსუ-ს ვამთავრებდი, დიპლომს ვამზადებდი, + ვმუშაობდი და ჯიპაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი.

გასაუბრებაზე რამდენიმე რაღაც დამამახსოვრდა:

1. ნინო დანელიამ რომ მკითხა სულ ბოლოს, წიგნებს თუ კითხულობო და ვეღარ გამაჩერეს იმდენი ვილაპარაკე, არადა უკვე წასასვლელად ვემზადებოდი. :))))

2. ქეშელას ყვითელი თავი. მკითხა, ჯიპას რომ დაამთავრებ, შენი იდეალური სამსახური რა გინდა რომ იყოსო და იქაც ფრთები გავშალე.

3. კითხვა, რომელიც აღარ მახსოვს ვინ დამისვა: რატომ აბარებ ქართულენოვან სექტორზეო და გამეცინა, აბა საქართველოში ინგლისურად სწავლა მეზარება-მეთქი. :)))))))) (არადა, კიდევ კარგი ქართულენოვანზე ჩავაბარე, ბევრი საინტერესო საგანი გავიარე).

მერე ორშაბათს მივედით ჯიპაში მე, ანი და ზურა. მე ანის გვარი მეცა ეგრევე თვალში, ანის კიდევ _ ჩემი. მაგრად ავირიეთ. ზურა უცებ ვერ დავინახეთ სიაში, მერე დავმშვიდდით, ინგლისურენოვანი ჯგუფის სია მაშინ ჯერ არ იყო გამოკრული.

აჟიტირებულები წამოვედით თსუ-ში. გამოცდა უნდა გვეწერა და ისეთი გახარებულები ვიყავით, ჯერ ნახევარი საათი დავაგვიანეთ და მერე რა დავწერეთ, კაცმა არ იცის.

ჰოდა, ჩემი აზრით, სანამ მიგიღებენ, რომ გეკითხებიან რატომ აბარებო, როცა ამთავრებ, მაშინაც უნდა მოგიწყონ გასაუბრების მსგავსი რაღაც, Feedback-ივით, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა, რას შეცვლიდი და ა.შ.

ხოდა აი ჩემი Feedback-იც, სანამ ვინმე მომიწყობდეს:

1. ორი საგანი არ მომეწონა ჯიპაში სწავლისას. ეს იყო ჯანდაცვის გაშუქება და პიარის საფუძვლები. ვთვლი, რომ ამას გავივლიდი თუ არ გავივლიდი, ნამდვილად არაფერი არც დამაკლდებოდა და არც შემომემატა.

2. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ტელერეპორტინგის კლასი. ეს სამი კვირა ყველაზე დაძაბული, ყველაზე ნერვიული, სტრესული, ჯანდაბა კვირები იყო მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, რომელიც ყველაზე მაგრად მახსენდება. რა დამავიწყებს იმ საღამოს, როცა მე, ბერომ, ელბაქამ, მგონი ლევანმა და რომამაც ფული რომ შევაგროვეთ, სულ 5 ლარი გამოგვივიდა. იმითი კილკა და შავი პური ვიყიდეთ და ჯიპას აუდიტორიაში ვივახშმეთ. :)))))))

3. კიდევ  გუგას კლასი მახსენდება ძალიან სახალისოდ. მაშინ ქეთინო დეიდას რეიტინგი ჰქონდაააა, აფსუს რა ქალი იყო! :))

4. რადიოს პერიოდი მახსენდება ძალიან კარგად. სტრესიც, ჩხუბიც, საინტერესო რესპონდენტები, პირდაპირი ეთერები, ჟორას მაიმუნობები, ჩვენი წესები, რომელიც ნიუს-რუმში დიდის ამბით გვეკიდა, თათბირები, ნატალიას სუნამოს სურნელი, ხელფასის აღების დღე!:))) და პირველი ხელფასი 1-ელ აპრილს :))) ძალიან მაგარი გამოცდილება იყო.

5. კიდევ ჩვენი პრეზენტაციები. როცა ჩვენი ჯგუფი ელბაქას, ცინცაძეს, გვანცას და ყანჩელს ვეჯიბრებოდით. მაგარი იყო. ხომ იცით, კონკურენციის შედეგი რომ კარგი პროდუქტია ხოლმე, ისე გვემართებოდა ჩვენც. ერთმანეთის შეჯიბრში ორივე ჯგუფს სახალისო პრეზენტაციები გამოგვდიოდა.

6. ჩვენი კუნძი Group-ის ბანერი, რომელიც რატომღაც სადღაც გააქრეს, არადა მთელი ერთი წლის ისტორია ზედაა! :O

7. ჯიპას კაფე, სადაც ვალი მთელ ჯგუფს გვქონდა თუ არ გვქონდა, გვანცა დეიდა მაინც ზედმეტს გვაწერდა :D

8. ყველაზე ხმაურიანი ჯგუფის სტატუსი _ აუდიტორიაში დაწყებული კამათი კაფეში ხშირად გრძელდებოდა და ის მაგიდა, რომელთანაც ჩვენ ვისხედით, ყველაზე ხმაურიანი იყო.

9. მანავიიი!! :))))))))))) აუ რა მაგარი იყოოო!! :)))))))))

10. ჩემი დაბადების დღე _ როცა ბავშვებმა სიურპრიზი მომიწყვეს და კაფეში ტორტი დამახვედრეს! აუ როგორ მიყვარხართ ბავშვებოოო!!! :*:*:*

ჰოდა აი ასე რა. ერთი საგანიღა დაგვრჩა, გოგიჩაიშვილის. სანამ არ დამთავრდება, იქამდე რა ვთქვა,კარგი იყო თუ ცუდი. ნორმალური იყო, თუმცა ისეთი დასამახსოვრებელიც ვერა, როგორც სხვა კლასები. თუმცა ბევრი რამე ვისწავლე მე პირადად.

25-ში დიპლომების ჩაბარება გვიწევს. აი ასეა, ცოტა ხანში მაგისტრები გავხდებით. :))

2 comments:

  1. ra kargia :) gilocav damtavrebas dido magistro :)) :*

    ReplyDelete
  2. madloba mar :* didi magistri shevifere :D

    ReplyDelete

დააკომენტარეთ