ასეთ საუკუნის ფრაზას ვერც ერთ განგსტერულ ფილმში ვეღარ მოისმენ და განიცდი ისე, როგორც მაშინ; ეს მაშინ უნდა განგეცადა, 90-იანი წლების თბილისის რომელიმე “ძველბიჭურ” უბანში თუ იქნებოდი გაზრდილი, მაშინდელი ტერმინოლოგიაც უნდა აგეთვისებინა, დედებს ბნელი სადარბაზოების შიში უნდა ჰქონოდათ, სადაც ნარკომანები იდგნენ (არადა მანდ არასოდეს მდგარან და რისი ეშინოდათ არ მესმის), შუქი გრაფიკით უნდა მოგსვლოდა ყოველ 7 საათზე და მე-9 ბლოკის არსებობაც უნდა გცოდნოდა, რაც მთავარია “ერთხელ ამერიკაში” ერთხელ მაინც უნდა გქონოდა ნანახი უბნელებთან ერთად. სხვანაირად ამ ფილმს ვერ გაუგებ გემოს, მთელი 4 თუ 5 საათი აბა ისე რა გაგაჩერებს.
“ფეხი დამიცდა ნუდლზ!”_ ეს ისეთი ფრაზა იყო, ერთ ბავშვს რომ ჰქონდა მხოლოდ მისი თქმის უფლება, აცუილებლად ბიჭს და მთელ უბანში ყველაზე პატარას. ჩვენთან ასეთი სანდრო იყო, კომბლეს ვეძახდით დიდი თავი ჰქონდა და იმიტომ, თანაც 3-ჯერ გატეხილი და მთელი სერიოზულობით ჰქონდა შეფერებული ეს როლი. დღეს სანდრო უკრაინაშია და ფეხბურთს თამაშობს. ალბათ 7-8 წლის წინანდელი როლი აღარც კი ახსოვს, მით უმეტეს მაშინ, როცა მორიგი გოლი გააქვს მოწინააღმდეგის კარში.
არადა როგორ ვთქვა მაშინ სხვა დრო იყო, ქუჩის რომანტიკა-მეთქი, მაშინაც საშინელი დრო იყო და არც ახლაა რამით უკეთესი. ის კი არა, კარგად მახსოვს, კულინარიელების ეზოსკენ გახედვასაც რომ გვიკრძალავდნენ მშობლები, არადა 100 მეტრში ვცხოვრობდით იმ ლეგენდარული კულინარიელებისგან და საქანელაც რატომღაც იმ ეზოში იდგა, მოდი და ნუ გადახვიდოდი...
დღეს გავიზარდეთ და და ძველისძველი რვაკაციანი “ბანდაც” გავზარდეთ, დღეს “დივიდი”-ზე ვუყურებთ ციფრულ ტექნოლოგიაზე გადატანილ ფილმებს, როცა გვინდა და სადაც გვინდა, მაშინ კი ერთადერთ მეზობელს ჰქონდა “ლევი” დენი გადმოყვანილი, ისიც ნათურას არ ანთებდა და კარგად მახსოვს, ის იმდენი ხანი გასუსულები ვისხედით და “ერთხელ ამერიკაში”-ს მშობლების უჩუმრად ვუყურებდით, გვიკრძალავდნენ ყურებას, უხერხული კადრები ჩანდა ბლომად...
ფილმის დასასრულს გოგოები ჩუმად გავიპარეთ, ბიჭები კი ისხდნენ კაი ხანს ოცნებაში წასულები.
“გაიქეცი, დედიკო გეძახის!”
არადა იმდღესაც ვუყურეთ ამ ფილმს, ისევ უბნელებმა, ოღონდ ჩემს სახლში და “პრავ” დენზე. შუქიც გვენთო. ჩვენს ეზოში იკა იყო ხოლმე ნუდლზი როგორც წესი. ყველაზე ტრაგიკული და “დასტოინნი” როლი მაშინვე მოირგო. ისე რაღაცით კი ჰგავდა იმ ბავშვს_ შავგვრემანი, გრძელი წარბებით და მართლა ჭკვიანური თვალები, ცოტათი ბავშვურია დღემდე, აი, სერიოზული ბავშვები რომ არიან, რასაც ეტყვი, ყველაფერს რომ იგებენ, ისეთი ტიპია, მაშინაც ეგეთი იყო. “ისე მიყვარდა ნუდლზი, შეყვარებულიც კი გამოვიგონეო,” იხსენებდა მერე სიცილით.
არადა მაშინ მართლა სხვა რომანტიკა იყო. ეტყობა გარემო ჭირდება ყველაფერს. იკაც იმას მეუბნებოდა, რომ პატარაობაში უფრო მეტს ვოცნებობდით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაგიჟრები ვიყავითო. არადა, რაც ამათ საქმეები აქვთ ნარჩევი და “მაზიანები” წაგებული და მერე ჩაბარებული, ან ნაჩხუბარი, მაგრამ მაშინ ჩხუბიც კი რომანტიკა იყო. ეზოში ერთი გაუქმებული ყვითელი ჯიხური გვედგა, ან იმ ჯიხურის უკან, ან თუ სერიოზულად იძაბებოდა სიტუაცია, ქუჩის მეორე მხარეს მშენებარე უპატრონო სახლი რომ იდგა, იქ ჩხუბობდნენ ხოლმე. არა, რა იყო აქ რომანტიკა?
ალბათ გოგოების ბრალიცაა, ისეთი ბიჭები მოგვწონდა მაშინ, მაქსის და ნუდლზის “სასტავში” რომ იყვნენ, რომ “ძველბიჭობდნენ”.
ან “ერთხელ ამერიკაში” რაღა შუაშია, კაცმა რომ თქვას, სადაა რომანტიკა იქ, სადაც ძმაკაცები ერთმანეთს ღალატობენ და ბოლოს ყველა ერთმანეთს ხოცავს, მოკლედ საშინლად არაადეკვატური დასასრულით... მაშინ ნუდლზის როლზე იყო ერთი ამბავი ჩვენს ეზოში, უფრო კაცური ტიპი გვეგონა, არადა ერთი ჩვეულებრივი “ლუზერი” იყო ეგეც...
თუმცა “ერთხელ ამერიკაში” ჩვენს ეზოში დიდხანს არ გაგრძელებულა_ მშობლებმა იყოჩაღეს ისევ, არ ვიცი, როგორ და რანაირად, შეიძლება იმიტომ რომ აქ ეგეთი სტერეოტიპია_სკოლას რომ დაამთავრებ უნდა მოემზადო და ჩააბარო_ ჰოდა დადიან ახლა ესენიც ჯგუფ-ჯგუფად ერთი მასწავლებლისგან მეორესთან. იკას რომ გავახსენე მაშინდელი ამბები, მომენატრა ის დროო, მეუბნება.
ვინც ჩვენთან ერთად არ გაზრდილა, ვერ მიხვდება რა არის მოსანატრებელი ჩვენს ბავშვობაში, “ძველბიჭურ” უბანში, რაა მოსანატრებელი გრაფიკიან დენში, გაზის ბალონებში, ნავთის კერასინკებში, კულინარიელების ეზოში, სადარბაზოებში “ჩასაფრებულ ნარკომანებში”, ზვიადისტობანას და ჯაბაიოსელიანობანას თამაშში, ატენელებთან გაუთავებელ ჩხუბში და აყალმაყალში, გაურკვეველი წარმოშობის ჰუმანიტარულ დახმარებაში და მეორეად ტანსაცმელში, ლამპის შუქზე წაკითხულ ტომ სოიერში და მთელი უბნის ერთხმად დაძახილ “იეეეს”_ში, როცა შუქი მოვიდოდა ხოლმე.
Saturday, November 27, 2010
Monday, November 1, 2010
სოციალური ქსელები
ავტობუსი კარგი ადგილია საფიქრელად. მით უმეტეს მაშინ, როცა ცალ ფეხზე გიწევს დგომა, ვიღაც მოხუცი დეიდას უკმაყოფილო მზერას თვალს არიდებ და ნაუშნიკებს უფრო კარგად იმაგრებ ყურში, რომ არაფერი გაიგო.
როგორ შეიცვალა ადამიანების ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე?
იყო დრო, როცა მამები მხოლოდ თავის უფროს ბიჭებს ცნობდნენ ხოლმე შვილად _ მემკვიდრეობას უტოვებდნენ და ა.შ. დედები კიდევ აღმზრდელის დახმარებით ეკონტაქტბოდნენ შვილებს. უფრო სწორედ, რამდენიმე საათი ჰქონდათ გამოყოფილი ბავშვებისთვის. უფრო მკაცრადაც იზრდებოდნენ თაობები. მშობლებს შვილები თქვენობით მიმართავდნენ და ა.შ.
ის დროც იყო, რომ მშობლებს შვილებისთვის არ ეცალათ იმდენს მუშაობდნენ. პრინციპში ახლაც ასეა. ახლაც კი არა, ახლაა ასე.
არადა, წესით დღეს ლაივში ურთიერთობები უფრო გაადვილებული და ახლო უნდა იყოს: ონლაინით შეგვიძლია მუშაობა, გადასახადების გადახდა, რაღაცების შეკვეთა და ყიდვა _ მოკლედ ყოველდღიური რუტინისგან თავის არიდება, ყველაფრის უფრო სწრაფად გაკეთება. წესით აქედან გამოთავისუფლებული დრო რეალურ ურთიერთობებს უნდა დაეთმოს ხო? დროის მენეჯმენტი ხომ უფრო დახვეწილია, ყველას შეუძლია საკუთარი ონლაინ–კალენდარი აწარმოოს და ჩაინიშნოს რა რა დროს აქვს დაგეგმილი და დროც გაანაწილოს.
მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. სახლში ორი კომპიუტერი გვაქვს. წესით საქმეს უფრო ადვილად და მალე უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ ამ ყველაფრის რეალური სახე ისაა, რომ ერთ კომპიუტერს ჩემი ძმა უზის, მეორე ლეპტოპს _ მე, დედაჩემი ტელევიზორთან ზის და ლაივში ურთიერთობები მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. ჩემი ძმა სამზარეულოში ზის და როცა რამე მინდა იქ, კი არ გავდივარ, დიტოს ვთხოვ სკაიპით რომ გამომიტანოს.
ცუდია ეს ყველაფერი, არა? :(

Subscribe to:
Posts (Atom)