Wednesday, March 14, 2012

ქალთმოძულე კაცები გარშემო

მგონი ჩემი ბლოგის თითქმის 4-წლიანი არსებობის მანძილზე არასოდეს დამიწერია არც ქალთა უფლებებზე, არც 8 მარტზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მაღელვებდა.

დღეს კი ამ თემაზე პოსტი რომ დამეწერა, ბევრმა რამემ მიბიძგა: "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" ახალმა "ვირუსულმა" მარკეტინგმა, გადაცემა "ქალურმა ლოგიკამ", სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებებმა და, ზოგადად, 8 მარტს ქალთა დღესთან დაკავშირებით გამოსულმა ქართველმა ქალმა (და არამარტო) პოლიტიკოსებმა. კიდევ, "ქალთმოძულე კაცებმა", ანუ შვედურმა წიგნმა, რომელსაც გადათარგმნისას "გოგონა დრაკონის ტატუთი" დაარქვეს. იმიტომ რომ ჩემ გვერდით უამრავი ქალთმოძულე კაცია და ამის შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ.

Friday, March 9, 2012

მილენიუმის საგა - მეორე ნაწილი "სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობა"

ამწამს დავამთავრე სტიგ ლარსონის ტრილოგიის მეორე ნაწილის კითხვა. დღევანდელი დღე ისე დამთავრდა ვერც კი გავიგე. ამას ისიც დაემატა, რომ დღეს დასვენება გვქონდა და ფაქტობრივად თავი წიგნიდან არ ამიწევია.

არც ჭამის დროს, არც მტვერსასრუტით სახლის დალაგების დროს, არც მაშინ, როცა ჩემი პატარა ბიძაშვილი მოვიდა სტუმრად და ტვინი წამიღო, სამას სპარტელს ვუყუროთო.

Wednesday, March 7, 2012

ვსწავლობთ ჟურნალისტიკას!

ორი კვირაც არაა რაც შეთავსებით მუშაობა დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაცია ADC-ში ჟურნალისტიკის მასწავლებლად.

ჩემს ჯგუფში 13-14 წლის მოზარდები სწავლობენ. სულ დაახლოებით ოცამდე იქნებიან, თუმცა გაკვეთილზე უფრო ცოტანი დადიან. ჟურნალისტიკაზე ზოგადი წარმოდგენა აქვთ - როგორსაც ველოდი.

Sunday, March 4, 2012

I love my job

არ არსებობს იდეალური შეყვარებული, იდეალური ბიჭი, იდეალური გოგო, არც იდეალური საკუთარი თავი, იდეალური სხეული, არც იდეალური სამსახური.

მოკლედ, საკუთარ თავთან შევთანხმდი - იდეალური სამსახური არ არსებობს. თუმცა სამსახურს, სადაც ამჟამად ვმუშაობ, ძალიან ცოტა რამ აშორებს იდეალურისგან:

Sunday, December 25, 2011

საოცდახუთდეკემბრო

მე არ ვარ ისეთი ჟურნალისტი, რომელსაც nose for news აქვს. არ მაინტერესებს, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა. იმდენად არ მაინტერესებს, რომ არც კი ვიცი, რა დააინტერესებს მაყურებელს ან მკითხველს. საერთოდ არ მაინტერესებს, რა მნიშვნელობა აქვს რომელიმე რიგითი ტელევიზიის გაყიდვას რიგითი პარტიისთვის, თუმცა სიამოვნებით გეკამათებით და დავწერ ევროპაში ენერგოუსართხოების საკითხზე, ევროზონის "ჩამოშლილ" ეკონომიკაზე ან ვუდი ალენის ახალ ფილმზე, რომელიც, ჩემი მეგობრის თქმისა არ იყოს, მხოლოდ "პეროგარჭობილ" ხალხს მოსწონს.

Saturday, December 17, 2011

სიყვარულით, შვედეთიდან 2011 წლის პრომეთეზე

შვედეთის შესახებ მაშინ გავიგე, როცა პირველად, მეორე თუ მესამე კლასში დედამ ნილსის თავგადასავალი მომიტანა. ეს იყო თხელი, სქელყდიანი წიგნი, ზედ პატარა ქერა ბიჭუნა ეხატა, უკანა მხარეს კი ჭაღარათმიანი ქალის ფოტო. ეს ქალი იყო ასტრიდ ლინდგრენი. მას მერე გადავწყვიტე, რომ ამ მწერლის ყველა წიგნი წამეკითხა და, ფაქტობრივად, ავასრულე კიდეც.

Saturday, November 5, 2011

"მილენიუმის" ამბავი ანუ "გოგონა დრაკონის ტატუთი"

როგორც წესი, საქართველომდე ახალი წიგნები დაგვიანებით აღწევს.

სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველმა ნაწილმაც სულ ახლახანს აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი. "გუგლში" "გოგონა დრაკონის ტატუთი" ძებნისას, პირველივე გვერდზე 20-მდე ბლოგის მისამართს ყრის, სადაც ბლოგერები აღფრთოვანებულები აქებენ საერთაშორისო ბესტსელერს.