დღეს ჩემს თანამშრომლებთან ჩემს ბლოგზე ვლაპარაკობდი. აქამდე მითქვამს, როგორი არაჩვეულებრივი ეზო გვაქვს სამსახურში? ამას ვერ ვიტყვი, ფოტოებს დავდებ ოდესმე.
ჰოდა ზოგადად, ჟურნალისტებზე, წერაზე, მედიაზე, ნიუსზე, ანალიტიკაზე და ბლოგებზე ვლაპარაკობდით. მერე კიდევ ვახსენე ჩემი ბლოგი ერთი-ორგან. მკითხეს, რაზე წერო. მე რა ვიცი რაზე ვწერ, რაზეც მომინდება ხოლმე იმაზე, ძირითადად.
ბიძინაზე და გუშინდელ აქციაზე დავწერო? მეტი რაღა დავწერო, სადაც ნიუ იორკ ტაიმსი წერს, იქ მე რაღას გავეჩხირო. აბა, "ნიჭიერზე" ეხლა რომ გადის ტვ-ში და ვიღაც ბავშვები ღლაბუცობენ სცენაზე? ნწ, არც ეგ მაინტერესებს. არც ის მაინტერესებს, ვინ მიწისძვრას პროგნოზირებს 2 დღით ადრე და ვინ - წყალდიდობას. ის დავწერო დღეს მაია მიმინოშვილი რომ გამოუშვეს ცამოწმენდილზე ნაეკიდან? აი მაგაზე სახტად დავრჩით, შუა გამოცდების პერიოდში - რა ვიცი, რა ვიცი. დავურეკეთ, ნიუსის გავრცელებიდან მგონი 10 წუთში კლიპიც გვქონდა. მაგარი გრძნობაა - რომ იცი, ერთ-ერთი პირველი ავრცელებ რაღაცას. ეს ვიღაცისთვის "დასწრების" მომენტი მაქვს, რა ვქნა. განა ცუდად, ან მშურს ან ბოღმით ან რაღაც - აი ჟურნალისტური ჭია რომ შემოგიჩნდება და რომ გიხარია, შენ რომ გაუშვი პირველმა, ეგ ამბავია. ყველას აქვს. გამორიცხულია ეგ ამბავი არ ემართებოდეს რომელიმე ჟურნალისტს, თუ არ ემართება და ვერ ყოფილა კარგი ჯადოსანი კი არა და ჟურნალისტი.
მოდი, წიგნებზე დავწერ. უფრო, სწორედ, წიგნზე, უფრო კონკრეტულად იმ აღმოჩენებზე, რაც ერთი წიგნის წაკითხვის მერე გავაკეთე.
წიგნის ფესტივალზე 6 წიგნი, მათ შორის, ვასილე ერნუს "დაბადებული საბჭოთა კავშირში", (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) ვიყიდე. პირველიც ამ წიგნის კითხვა დავიწყე. იცით როგორია? ეს ტიპი მოლდოველია, მაგრამ როგორც მამაჩემი ყვება ხოლმე საბჭოთა კავშირზე, ზუსტად ისე ყვება ისიც. :)))))) იგივე ჟარგონი, იგივე ადამიანები, იგივე საგნები - ასე მგონია ფანტასტიკურ ქვეყანაზე ლაპარაკობს, ჩუნგა-ჩანგაზე, სადაც ყველა ბედნიერია და იცინის. ნუპაგაძი, ოსტაპ ბენდერი, ვანკა-სტანკა, ჰემატოგენი და ფეხზე დასადგომი ლუდის ბარები - თურმე ყველგან ყოფილა და ყველას სცოდნია ამდენი ხნის მანძილზე. წარმოიდგინეთ დიდი ქვეყანა, სადაც ერთსა და იმავე დროს ერთ ადგილას რომ შორტებით დადიან, მეორეგან - ქურქებში იყინებიან, ერთგან რომ იძინებენ, მეორეგან იღვიძებენ! თუმცა რაღა წარმოდგენა უნდა, ასეთი ქვეყანა არსებობდა და ამ მიმართულებით რეისებიც სრულდებოდა.
ერთია როცა რაღაცები იცი და ისტორიის, გეოგრაფიის, წიგნებიდან გისწავლია, სხვა რაღაცებიც წაგიკითხავს და გინახავს, მაგრამ მეორეა, როცა ამ ყველაფრის მასშტაბებს აცნობიერებ - მანძილს, ფართობს, დროს, კულტურას, ისტორიას. ეს ყველაფერი ამდენი ხალხისთვის ამდენი ხნის მანძილზე ერთი იყო!
წარმოდგენის და გააზრების ამბავია. თუმცა ეს არა მარტო ჩემთვის და ჩემი თაობისთვისაა ძნელი, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
თანამშრომლები კითხულობენ ახლა შენს ბლოგს??? :დ
ReplyDeleteკარგი რა არის ამაში, იცი? სადაც არ უნდა წახვიდე, იმ პერიოდის ადამიანს თუ ხვდები, თან რუსულიც იცი, არ გაგიჭირდება ურთიერთობა და თავს მარტო არ იგრძნობ ამ ჯაბახანა დედამიწაზე :))) იგივე ოსტაპ ბენდერი, ნუ პაგადი და "დუხი" კრასნაია მასკვა ორივეს გეცოდინებათ და ერთმანეთის ხუმრობებსაც გაიგებთ.
ReplyDeleteდღეს უკვე ყველაფერი ძალიან შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემს თაობას აქვს შემორჩენილი საბჭოთა კავშირში დაბადებულობა.