1. მშობიარობიდან ორი კვირა იყო გასული, რომ ერთ-ერთმა ისერა ნაცნობმა ჩემ დანახვაზე მხიარულად წამოიძახა: "ლაზარეს დაიკო როდის უნდა გაუჩინოთ?"
არადა მეგონა, ასეთი კითხვებისგან ცოტა ხნით მაინც დავისვენეთ. თურმე სადა ბანაობ, ააარა, როგორ გეკადრებათ, ამოსუნთქვის საშუალებას ვინ მოგცემს, ჯერ როდის უნდა გაგვახარო (ანუ გათხოვდე), მერე - ერთი შვილი, მერე იმ ერთს დაიკო/ძამიკო არ უნდა, ან - არა უშავს, შემდეგი ბიჭი იქნება; მერე თქვენ ისეთი კარგი შვილები გყავთ, ბევრი უნდა გყავდეთ და ა.შ. მოკლედ, ეს ამბავი სანტა ბარბარასავით არასოდეს მთავრდება.
2. მშობიარობიდან ერთ თვეში კიდევ ერთმა ასევე ისე რა ნაცნობმა ნიშნისმოგებით მითხრა: "უი, მუცელი დაგრჩენია!"
კი, მუცელი დამრჩა, შვილი მეჯდა შიგნით, ადამიანი, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი და იმიტომ. ზოგადად, ჩემმა ორგანიზმმა ენითაუწერელი ცვლილებები განიცადა და დიდი სტრესი გადაიტანა. ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ჰორმონების ფეიერვერკი ბოლომდე, თმაც ისევ მცვივა და, საერთოდ, მეტყობა სხეულზე გადატანილი ორსულობა/მშობიარობა/ლაქტაციის კვალი. თქვენ წარმოიდგინეთ და, ვამაყობ ამით.
3. "ქალმა თავს აუცილებლად უნდა მოუარო, თუ არ გინდა, რომ ქმარს არ მობეზრდე" - ისე მრცხვენია ჩემივე თავის, ეს სისულელე მეც არაერთხელ მითქვამს. ნეტა, რატომ არ ჩამქოლეს. ნეტა, რატომ არ მირტყეს და ენა ამომაგლიჯეს. მაგრად დამინდეს. სასწაული მეგობრები მყვანან. ყველაზე გამგები და ადამიანურები. მსგავსი სისასტიკე არც ერთს უთქვამს. მადლობა ღმერთს. კი არა და, მათ.
4. შენც დაიწყე სისულელეების პოსტვა? - "ჩვენ ჩავიფსიიით!" - კაი, ხო. ვუტრირებ. მსგავსი რაღაცები ჯერ არ დამიპოსტავს, მაგრამ სული რომ წამძლევია, ფაქტია.
მაგალითად მაშინ, როცა ლაზარემ პირველად დაამუღამა კუჭში გასვლა ერთსა და იმავე დროს გადაყენებით. (უკაცრავად ასეთი პირდაპირობისთვის). ჩემზე ამაყი ამქვეყნად არავინ იყო. მე ეს შევძელი! მე შევძელი 6 თვის ჩვილი ბავშვისთვის გამომემუშავებინა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა, ერთსა და იმავე დროს მოსდომებოდა კუჭში გასვლა და შეეკავებინა თავი, სანამ გაიღვიძებდა და გადავაყენებდი. ეს კი, თავის მხრივ, არამხოლოდ ბავშვისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ჩვევის შეძენას ნიშნავს, არამედ საკმაოდ დიდ დანაზოგს ოჯახის ბიუჯეტში.
თქვენ გგონიათ, თუნდაც, პოსტის - "პირველი კიჭის" უკან მხოლოდ გულუბრყვილო აღფრთოვანება იმალება? არა ბატონო. ამის უკან პატარას უამრავი გათენებული ღამე, უმიზეზო და გაბმული ტირილი, უმადობა, უხასიათობა და ამ ყველაფრის შედეგი დედის გადმობრუნებული თვალებია. ამის ფონზე კბილის ამოჭრა მზის გამონათებასავითაა! ბავშვის მადა ბრუნდება, ძილი წესრიგდება, ის ისევ საყვარელი და მხიარულია, დედაც დამატებით 1-2 საათი იძინებს.
5. რა თხლად აცვია, არ გაგიცივდეს/მაწონს რატომ არ აჭმევ?/ბავშვს კბილი რომ ამოუვა, იმას ძუძუ რაღად უნდა - და ა.შ. უსარგებლო რჩევების მთელი პაკეტი. გამარჯობა, ისა, ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ დედა მე ვარ აქ და მოდი, მე თვითონ გადავწყვეტ, შვილი როგორ გავზარდო. არა, ბატონო, არ სცივა, 25 გრადუს სიცხეში ცოდოა ბავშვი ქუდით. არც წლამდე მაწონი არ შეიძლება. ვიცი, რომ ჩვენ მაწვნით ვართ დაზრდილები. მაინც არ შეიძლება. რამდენი ხანიც მომინდება, იმდენ ხანს ვაჭმევ ძუძუს ჩემს შვილს, გვსიამოვნებს ეს პროცესი ორივეს, და, საერთოდაც, ჩემი ძუძუა, შენი ხომ არა, ვახ! და ა.შ.
6. აბა რა გეგონა გენაცვალე! (ნიშნისმოგებით ღიმილით გაზრდილ შვილებზე გადახედვა) - ამას, როგორც წესი, უკვე გაზრდილშვილებიანი დედები ეუბნებიან ხოლმე ახალბედა დედებს. ეს არის ყველაზე სასტიკი და უგულო პასუხი წუწუნზე, რომ დავიღალე. ეგრე მეგონა, კი, ნამდვილად არ წარმომედგინა ვარდისფერ ფერებში შვილის ყოლა (არა, მართლა ფანტასტიკურია და არაფერი შეედრება გრძნობას, როცა ის თავისი პაწია ხელებით თავზე მეფერება და აღტაცებისგან ჭყლოპინებს, მართლა, მართლა!), მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? ხომ შეიძლება, ვინმემ თავზე ხელი გადამისვას? ან რავი, თავი დამიქნიოს და ნწუნწუნწუ იძახოს დანანებით, ან რავი, ეგეთი რამე. მეტი კი არ მჭირდება. ამოვთქვამ, დავიცლები, მერე ისევ დავიქოქები.
7. შენი მოვალეობაა! - წინა პუნქტის განვითარებაა ეს. ვიცი, რომ მოვალეობაა. მაგრამ ხანდახან ისეთი ტკბილია შექება! როცა საღამოთი კარგად ნაკვებ-გართობილ-დაბანილ-გამოცვლილ-დაძინებული ბავშვი მშვიდად წევს საწოლში, მე კი პუფში ვგდივარ მისავათებული, მინდა, რომ ვინმემ (მაგალითად, ქმარმა) შემაქოს და მითხრას, რომ ფანტასტიკური დედა ვარ და ჯერ არასოდეს, არც ერთ დედას ასე კარგად შვილისთვის არ მოუვლია. ვიცი, რომ ტყუილია. ვიცი. მაგრამ წახალისება რომ საჭიროა, ვა?!
8. უი, სამ თვეში გახვედი სამსახურში? (თვალები აქაჩული, "უიმე, ეს უგულო"-ს გამომეტყველებით) - კი. მივაგდე. შვილი დედას დავუტოვე. Problem?
9. გეყოფა გართობა და აქეთ-იქით ხტუნაობა, აღარ შეგფერის, უნდა დაღვინდე - ფიჰ, როგორ გეკადრებათ. ღვინო ძალიან მიყვარს, კი. განსაკუთრებით, ქინძმარაული ან ოჩხანური საფერე. ქისსაც არა უშავს. აჰამ.
10. მეათე მიზეზი, კარგა ხანია ვფიქრობ და, ვერ მოვიფიქრე და თქვენ განავრცეთ კომენტარებში, იქნება, გული მიგრძნობს :D
Friday, July 1, 2016
Thursday, April 14, 2016
ათი რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ აღმოვაჩინე
1. ბავშვებიც ტირიან - ჯერ ისევ ორსულად ვიყავი, როცა მე და ჩემს ქმარს მეზობლის ბავშვის ტირილი არ გვაძინებდა. მაშინ ვუთხარი: "ჩვენი ასე არ იტირებს" xD
ასე თავს ის ადამიანები იტყუებენ, ვისაც ბავშვები არ ჰყავთ. ბავშვები უმიზეზოდაც ტირიან: გამოუცვლი, ჩაბან, აჭმევ, ასმევ, დააძინებ, გაართობ, ყირაზე გაივლი - ის კი მაინც ტირის. არ შია, არ ეძინება, გამოსაცვლელი არ აქვს და არც ავადაა. კაცმა არ იცის, რა უნდა. მუნჯის ენა კი, სამწუხაროდ, არ სცოდნია დედას. ყოველ შემთხვევაში, მეცადინეობის გარეშე.
Thursday, January 28, 2016
ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს!
სამსახურიდან მოვდივარ. ტრანსპორტში ვზივარ. პოსტს ტელეფონში ვწერ.
ამ ბოლო დროს ტელეფონით პოსტვა განსაკუთრებით დავამუღამე. სულ მიჩვევის ამბავი ყოფილა, აბზაცების ბეჭდვა შემიძლია ტელეფონით, მთავარია არ გაჭედოს!
ამ ბოლო დროს ტელეფონით პოსტვა განსაკუთრებით დავამუღამე. სულ მიჩვევის ამბავი ყოფილა, აბზაცების ბეჭდვა შემიძლია ტელეფონით, მთავარია არ გაჭედოს!
Sunday, December 6, 2015
დეკემბერი, დეკემბერი
კიდევ ერთი მომქანცველი დღე ისე მიილია, რომ ვერ გავიგე. ლაზარე ვაბანავეთ, ვაჭამეთ და დავაძინეთ. ჩვეულებისამებრ, ტაკო უკან გამობზიკა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები ლოყის ქვეშ ამოიდო და დაიძინა. სულ ერთია, რამდენჯერ დააწვენ ზურგზე, 5 წუთში ეგეთ პოზაში გხვდება.
Monday, October 26, 2015
როგორ გავხდით მშობლები
![]() |
| ასე ვიყავით ლაზარემდე |
Tuesday, July 28, 2015
რატომაა ჟურნალისტიკა მსოფლიოში საუკეთესო პროფესია
ამ გაგანია ეროვნული გამოცდების პერიოდში განსაკუთრებით ხშირად მახსენდება ჩემი თავი 10 წლის წინ, 2005 წელს, ეროვნული გამოცდების სულ პირველი ნაკადი ვიყავით, უნარ-ჩვევების ლამის საკრალიზებული და მითიური გამოცდაც ჩავაბარეთ და 5 შესაძლო ფაკულტეტი ავირჩიეთ.
Wednesday, June 10, 2015
მალე ვიქნებით სამნი
როცა ორსულობის ტესტზე ორი ხაზი ჩნდება, მთელი განვლილი ცხოვრება ერთ წამში ჩაგირბენს თვალწინ ერთ კადრად, გახსენდება ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ სიკვდილის წინა იმ ლეგენდარული წამისგან ერთადერთი რამე განასხვავებს: წარსულის შეცდომების მაგივრად, გახსენდება ყველა საუკეთესო მოგონება, რაც კი გქონია; ყველა დიდი წვეულება, სადაც ყოფილხარ და მაგარი დრო გიტარებია; ყველა გიჟური ზაფხული და ყველა არანორმალური თავგადასავალი, რაც თავს გადაგხდენია და თან ფიქრობ, ამის მერე როგორღა იქნება?
Subscribe to:
Posts (Atom)





