გუშინ პირველად დავიჭირე ჩემი თავი იმაში, რომ უბრალო რაღაცების მრცხვენია უკვე.
ინტერვიუზე მივდიოდი ერთ კაცთან, თსუ-ში, იურისტებთან და უცებ გავიფიქრე, რომ გრძელი ფარფარა ბოლოკაბით, თიხის მძივებით და საყურეებით ალბათ სერიოზულად ის კაცი არ აღმიქვამს თქო. რა თქმა უნდა, სახლში მიბრუნება და გამოცვლა დამეზარა. თანაც + წვიმდა, ფეხსაცმელებიც დამესვარა. ჰოდა აი აქ უკვე მეორედ შემრცხვა, ვაიმე, ასეთი დასვრილი ფეხსაცმლით როგორ მივიდე მეთქი. (გეგონება ტანსაცმლის გასამარიაჟებლად მივედი, მეც კაი ვინმე ვარ რა :)) ). ნუ, ეგეც დავიკიდე.
მერე სამსახურში რომ მივედი, უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემხელა გოგოებს ყველას ქუსლიანი ლამაზი ფეხსაცმელები აცვიათ (რა თქმა უნდა ყველას სუფთა, ისე მაგრა მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანმა ამ წვიმიან ამინდში ისე იარო, ერთი წვეთი არ შეგესხას... ალბათ დაფრინავენ), ყველა ნუუ "სამსახურეობრივად" გამოიყურება, გაუთოვებული პერანგები, რამე, (არადა, სტუდიაა რა, ყველა ან ჟურნალისტია, ან ოპერატორი, ან რეჟისორი, ბანკი კი არაა :)))) ), კარგი მაკიაჟით.. ვა, მეთქი, ეტყობა სადღაც ჩამოვრჩი.
ჩვენთან მოაქვთ ხოლმე კვება. სამზარეულოში შემოვლენ ქალი და კაცი, პარკებიდან ამოალაგებენ საჭმელებს და არის ერთი გნიასი სანამ ამ საჭმელებს ვიყიდით. ჰოდა, ისიც შევამჩნიე, რომ როცა უკვე ვჭამდით, ყველაზე სწრაფად (და გაუზრდელივით შესაბამისად) მე შევჭამე. აი აქ უკვე დავიწვი სირცხვილით.
მერე გაჩერებაზე რომ ვიდექი, დავიღალე, რა მექნა, და სკამები სულ დაკავებული იყო, ავდექი და ტროტუარზე ჩამოვჯექი. არავის არაფერი არ უთქვამს, არც შემოუხედავს, მაგრამ აუუუ, ისე შემრცხვა, ისე შემრცხვა, მეთქი ადე გოგო, 20 წლის ხარ, რაღა დროს შენი ეგეთებია..
ვა... რაღაც ვერ მჭირს არა კარგი ამბავი? დედას ვფიცავარ, გუშინ პირველად შემრცხვა ჩემი თავის და ჩემი ჩვევების... :(
http://www.youtube.com/watch?v=LrfNa40sZhU აი სონგიც ;)
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteფრიალა კაბით...ნაწვიმარ ტროტუარზე...რააააამ ჩამოგაჯინა ეს ესთეტი ქალი ... :)) :P
ReplyDeleteshen tu patiosani qali xar im wina postshi ra dawere iseti rom mere washale? :D:D:D :P
ReplyDeleteravi gogo chamovjeqi da wamovxti uceb :P :blush:
free your mind ) რა რაღა დროს ) 20–ს ხარ, 40–ის ხომ არა :)
ReplyDeleteოჰ...ჩამწვა ამ blogspot-მა...მეთქი გაქრებოდა...
ReplyDeleteტროტუარის ნაცვლად ასფალტი მეწერა :D
hehe!
ReplyDeletemagas daamate "laki tuflebi, laki chanta da butilka sharvali" ;)
amitom jobia saazgvargaret, rom iq shens chacmulobas aravin uyurebs da arc fexsacmlis gawmendas gavaldebuleben :lol: me aqac mkidia eg ise ;)
DON'T LET THE SYSTEM GET YOU DOWN ;)
უფ, რა პრობლემები გქონია შენ :)
ReplyDeleteუფ, არაფერი ეგ რა პრობლემაა, მეორე დღეს გამიარა, სეზონურია :)))
ReplyDelete