Monday, October 19, 2009

ჩემი 5 ოცნება

რაც ზურიუსმა დამთაგა, იმის მერე ამაზე ვფიქრობ. როგორ ჩავატიო ჩემი 7005 ოცნება მხოლოდ 5-ში? anyway, რამეს ვიზამთ.:)))
მოკლედ,
ოცნება #1. ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნებაა ვყოფილიყავი ჟურნალისტი, მჭეროდა მიკროფონი, კამერის წინ მელაპარაკა, სარკის წინ ვჯდებოდი ხოლმე, ვიღებდი სავარცხელს, იქვე ფურცლებიც მელაგა (ჩემივე ჩამოწერილი გეგმა მქონდა რა რის მერე მოდიოდა) და მთელ ჩემს ”არხს” მე განვაგებდი. რატომღაც მეგონა, რომ სარკის სულები (თუ ასეთი რამე არსებობს რომელიმე ზღაპარში :)) ) მისმენდნენ. ნუ, ეს ოცნება ნაწილობრივ უკვე ამიხდა.

ოცნება #2. მთელ მსოფლიოში მოგზაურობა. არ ვითხოვ მაინცდამაინც ”ჰილტონის” სასტუმროებში დაბინავებას, ჰოსტელვორლდიდანაც მშვენივრად ვახერხებ ჰოსტელის დაბრონვას (მართალია მთლად იმავე ქალაქში ვერა, სადაც მივდივართ, მაგრამ მაინც:))) ). ახალგაზრდული ჰოსტელები უფრო მოსახერხებელი, საინტერესო, მხიარული და რაც მთავარია იაფია. ასე რომ, მოგზაურობა მინდა.

ოცნება #3. ნამდვილი სიყვარულის პოვნა. იმედია არ დამცინებთ, შეიძლება უკვე მოძველდა ამაზე ფიქრი, მაგრამ მაინც, თუ ოცნებაა ოცნება იყოს. :|

ოცნება #4. წითელი ”ჟუკი” მინდა. ზედ რამეები რომ ეხატოს, ისეთი. მაგალითად, ენაგამოყოფილი მზე, დიდცხვირიანი მთვარე, ყვავილები, სმაილები, ძაღლები და კატები. ვარდისფერი დათუნიები. მოკლედ, თუნდაც გაუბედურებული, ოღონდ წითელი ”ჟუკი”.

ოცნება #5. ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ გადმომცემდნენ ოსკარს ნებისმიერ ნომინაციაში. ტექსტიც კი მქონდა მომზადებული და ინგლისურად, სხვათა შორის. ცოტა შემეცვალა ოცნება, ახლა პულიცერის პრემია მინდა:))))

რავი, ჩემი ოცნებები ესაა.... :)))

ვთაგავ ეკააააას

1 comment:

  1. შენი ოცნებიდან ერთი აშკარად მოთხოვნა უფროა... :))) მარა მაგას მე არ ვწყვეტ :))
    იმედი მაქვს, მანქანის ოცნება მაინც აგიხდება :)))))))))))))))))))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ