Friday, April 23, 2010

ქალი, რომელსაც ორი საშო ჰქონდა

ხანდახან არის ხოლმე ისეთი დღეები, როცა ვფიქრობ ხოლმე, ამის მეტმა რაღამ შეიძლება გამაკვირვოს, ან რაღაზე შეიძლება რომ ვინერვიულო ხოლმე... ხო არაფერი, მაგრამ ნებისმიერი ხმის აწევაც კი საშინლად მოქმედებს ჩემზე. განა ხასიათს მიფუჭებს, არა, მაგრამ თითქოს ჯინაზე ყველაფერი მიეწყობა ერთმანეთს, ხან კარტრიჯი გაფუჭდება, ხან კომპიუტერი გამოირთვება, ამასობაში ეს დაწყევლილი 7 საათიც მოდის და საბოლოოდ ყველაფერი ეთერზე აისახება. 

შარშანაც ასე იყო. დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ეთერი, მერე ნელ–ნელა გაგვინელდა აღტაცება. ჯერ უფროსმა დაიკიდა რადიო, მერე დანარჩენებმაც. ბოლო დღეებში გამოქცევაზე ვიყავი. 

საშინლად არ მინდა აქაც იგივე დამემართოს. საერთოდ სხვა გარემო იყო, ახლა პირიქითაა ყველაფერი. სუყველა დაძაბული ვართ. სიცილითაც კი ისტერიულად ვიცინით. ძალიან შევეჩვიე აქაურობას და მართლა ყველა კარგად გავიცანი და ძალიანაც მიყვარს სუყველა, მაგრამ რა ვქნა, როცა შენს უფროსს ხედავ რომ აღარ აინტერესებს ის საქმე, რასაც ერთად აკეთებთ და ხვდები, რომ ისიც გაქცევაზეა სამსახურიდან, ადრე თუ გვიან ყველა დაიკიდებს. მე მგონი ეს არაორგანიზებულობა ქართველობის ტოტალური სენია. 

კიდევ გვიან დაიწყო ეს კრიზისი. უფრო ადრე ვვარაუდობდი. და ასეთ კრიზისულ მომენტებში ვფიქრობ, რომ მორჩა, რაც არ უნდა მოხდეს, რეაქცია აღარ მექნება. განა თავს ვარწმუნებ, უბრალოდ თითქოს რაღაც ივსება და მეტი უბრალოდ აღარ ჩადის. ეგრეა.

ნეტავ ეს ეტაპი როდემდე გაგრძელდება. შარშან ამაზე ბევრად უარეს სიტუაციაში ვიყავი, დროშიც უფრო საშინლად ვიწვებოდი და აბა იმ სამსახურში იყო სტრესი თუ იყო. ამიტომაც 4 თვეზე მეტი ვერ გავქაჩე. უბრალოდ აი ბოლო დღეს მივხვდი, რომ მეორე დღეს იქ მისვლა ჩემს ყველა ძალ–ღონეს აღემატებოდა. და აღარც მივსულვარ მეტჯერ. იმ სამსახურიდან ენდი უორჰოლის რეპროდუქცია შემომრჩა ზედ გამოსახული მერლინ მონროთი და კარლო კაჭარავას ერთ–ერთი ნახატი, (მისივე ლექსების წიგნის ყდაზე გადაიტანეს მერე).  ჰოდა, კაჭარავაზე გამახსენდა, ნახეთ რა მაგარი ლექსია, ნეტა ჩემი იყოს: 

დენის დიუჰამელი
თარგმანი ინგლისურიდან - ნანა დიხამინჯია

(ესკიმოსთა მითოლოგიაზე დაფუძნებული პოეზია )


ქალი, ორი საშო რომ ჰქონდა, მუდამ ცდილობდა,
ისინი ქმრისგან დაემალა. ეს რთული იყო,
რადგან ჩვეულებრივი ადგილის ნაცვლად

ხელისგულებში ჰქონდა ორივე. საცდუნებლად,
ქმარს ასოზე ძუძუსთავით ეფერებოდა
ან უკნიდან აყვარებდა თავს.

შორიდან იყო ჩამოსული, იმ ადგილებზე
საუბარი არასდროს სურდა. ქმარი ფიქრობდა,
იქ შეიძინა ასეთი ცოდნა. ბედნიერად ცხოვრობდა ,

სანამ შემთხვევით დაინახა, რომ ქალი
თითებიდან ისე ფსამდა, თითქოს უნდოდა
წყალი პეშვებით დაეჭირა. მაშინ ინატრა -

არ გაეგო, რომ მისი ცოლი, ახალგაზრდა
და ვნებიანი, მოჩვენება ყოფილა თურმე.
მგრძნობიარე სურვილისთვის დრო აღარ იყო -

მოჩვენება თოვლის ქოხში მარტოობას შემოიტანდა.
ამიტომაც კაიაკში დააბა ცოლი და
სახლიდან შორს მოდრეიფე ყინულზე დასვა.

უბრძანა, უკან დაბრუნდიო, მკვდრების სამეფოში,
ქალი - მოძრავ ჩრდილად გაბმული ვერც აქ რჩებოდა,
ვერც ბრუნდებოდა. ზოგი ამბობს,

რომ დღემდე ისმის მისი ტირილი: “ჩემს ქმარს
მე აღარ ვენდომები!” “ჩემს ქმარს მე აღარ ვენდომები!”
მაგრამ არ იცის, ქმარს ისევ როგორ ენატრება

მისი ტყუპი საშოები, როგორ ცდილობს
ეს დაუმალოს თავის ახალ ცოლს. თუმცა
სოფელი პატარაა და ქარივით ვრცელდება ჭორი -

თურმე ახალ ცოლს აიძულებს, სილა გააწნას,
რომ თითების თბილი ჟრჟოლა ისევ შეიგრძნოს და
მერე დიდხანს ქვითინებს მის უნაყოფო ხელისგულებში.

მაგრამ დიუჰამელმა დამასწრო. კიდევ უკეთესები აქვს. მიყვარს ეს პოეტესა. :) 

2 comments:

  1. აუ ზუსტად რა. ყოველთვის ეგრე ვარ, თავიდან ვიცი უაზროდ აღფრთოვანება ადამიანებითაც და ყველაფრით რასაც ვაკეთებ და იმდენად უზომოდ მომდის რო მერე პატარა იმედგაცრუებაც კი უზარმაზარია ჩემთვის.
    უბრალოდ არ შემიძლია იმის კეთება რაც არ მსიამოვნებს და ვერასოდეს ვერ გავაკეთებ და ჯერ-ჯერობით ისევ მომწონს ის რასაც ვაკეთებ. იმედია არ გამივლის, არადა ძალიან აქტიურად გვიწყობენ ამაში ხელს :პ
    კიდე კაი ბიძინა გვამშვიდებს ხოლმე, თორე აქამდე არ ვიცი რა მოგვივიდოდა :)))
    ძალიან არ მინდა სხვისი ხასიათი აისახოს ჩემზე ან რამეზე ვინერვიულო მარა შინაგანად იმდენად განვიცდი რო როცა რამე ვერ არის ისე ყველაფერი მერევა, ტვინშიც და საერთოდ... გამოქცევა მინდა ხოლმე და მეტი არაფერი.
    უზომოდ მიხაროდა ხოლმე ყოველ საღამოს სახლში მეგობრები რო მხვდებოდნენ და ეხა იმათი ყოფნაც კი მაღიზიანებს ისეთი განერვიულებული მოვდივარ ხანდახან :(
    ერთი პოსტის ხელა კომენტარი კი გამომივიდა მარა იმედია შეიცვლება და ასე აღარ ვიქნებით.

    პ.ს. მიყვარს ეგ ლექსი ძალიან და კაბირიამ ძაან მაგრად წაიკითხა იმ დღეს :)

    ReplyDelete
  2. zalian saintereso leqsi iyo :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ