Monday, November 1, 2010

სოციალური ქსელები

ავტობუსი კარგი ადგილია საფიქრელად. მით უმეტეს მაშინ, როცა ცალ ფეხზე გიწევს დგომა, ვიღაც მოხუცი დეიდას უკმაყოფილო მზერას თვალს არიდებ და ნაუშნიკებს უფრო კარგად იმაგრებ ყურში, რომ არაფერი გაიგო.

როგორ შეიცვალა ადამიანების ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე?

იყო დრო, როცა მამები მხოლოდ თავის უფროს ბიჭებს ცნობდნენ ხოლმე შვილად _ მემკვიდრეობას უტოვებდნენ და ა.შ. დედები კიდევ აღმზრდელის დახმარებით ეკონტაქტბოდნენ შვილებს. უფრო სწორედ, რამდენიმე საათი ჰქონდათ გამოყოფილი ბავშვებისთვის. უფრო მკაცრადაც იზრდებოდნენ თაობები. მშობლებს შვილები თქვენობით მიმართავდნენ და ა.შ.

ის დროც იყო, რომ მშობლებს შვილებისთვის არ ეცალათ იმდენს მუშაობდნენ. პრინციპში ახლაც ასეა. ახლაც კი არა, ახლაა ასე.

არადა, წესით დღეს ლაივში ურთიერთობები უფრო გაადვილებული და ახლო უნდა იყოს: ონლაინით შეგვიძლია მუშაობა, გადასახადების გადახდა, რაღაცების შეკვეთა და ყიდვა _ მოკლედ ყოველდღიური რუტინისგან თავის არიდება, ყველაფრის უფრო სწრაფად გაკეთება. წესით აქედან გამოთავისუფლებული დრო რეალურ ურთიერთობებს უნდა დაეთმოს ხო? დროის მენეჯმენტი ხომ უფრო დახვეწილია, ყველას შეუძლია საკუთარი ონლაინ–კალენდარი აწარმოოს და ჩაინიშნოს რა რა დროს აქვს დაგეგმილი და დროც გაანაწილოს.

მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. სახლში ორი კომპიუტერი გვაქვს. წესით საქმეს უფრო ადვილად და მალე უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ ამ ყველაფრის რეალური სახე ისაა, რომ ერთ კომპიუტერს ჩემი ძმა უზის, მეორე ლეპტოპს _ მე, დედაჩემი ტელევიზორთან ზის და ლაივში ურთიერთობები მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. ჩემი ძმა სამზარეულოში ზის და როცა რამე მინდა იქ, კი არ გავდივარ, დიტოს ვთხოვ სკაიპით რომ გამომიტანოს.

ცუდია ეს ყველაფერი, არა? :(

3 comments:

  1. არც ისე ცუდია, თუ ძმა სურვილებს გისრულებს:)))

    ReplyDelete
  2. გოგო არა, არ მისრულებს ჩემი ძმა სურვილებს:))) ან თუ მისრულებს, რაღაც გამორჩენები აქვს :D

    ReplyDelete
  3. ეგ ცუდია :(.
    ისე, რაღაცაში მართლა ცუდია ეს ვირტულური ურთიერთობები. ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობ, რომ მეგობრები დიდი ხანია არ მინახავს, რომ ვიღაც მენატრებაააა... არანორმალურია ეგ ყველაფერი აბა რაა:(

    ReplyDelete

დააკომენტარეთ