მას მერე გამოხდა ხანი. მე უკვე დიდი გოგო ვარ, ვისწავლე დროის განაწილება შვილს, ქმარს, სამსახურს, მეგობრებსა და საკუთარ თავს შორის; ლაზარე კი უკვე იმდენად დიდი ბიჭია, რომ ხორცსაც გადასარევად ღეჭავს და დამოუკიდებლადაც მშვენივრად დადის (დარბის) ფეხზე; ლაპარაკობს გაუთავებლად და ემოციებსა და შთაბეჭდილებებს დაუფარავად გადმოსცემს ყველასთან, ვინც კი მისით ინტერესება. ჩემი დახმარება კი ყოველდღე უფროდაუფრო ნაკლებად სჭირდება.
თუმცა ამის პარალელურად აღმოჩენები საერთოდ არ შემცირებულა. შარშანდლიდან მოყოლებული, რაც შემდეგი ერთი წლის მანძილზე აღმოვაჩინე, მაგალითად ისაა, რომ
1. როცა ბავშვი გაჩუმდა - ეს ნიშნავს, რომ სულ მალე სახლში "კატრინა" დატრიალდება. არადა უკვე დიდი ბიჭი გგონია, თავისთვის თამაშობს მეორე ოთახში, სადაც წვეტიანი და სიცოცხლისთვის საშიში არაფერი დევს, შეგიძლია ისე შეუშვა, რომ არ შეყვე, შენ კი შენი ყავა მშვიდად დალიო. მაქსიმუმ, ფეხი დაუცდეს და დავარდეს, მაგრამ ეგეც არაფერი, ვინ არ დავარდნილა. წამოდგება, გააგრძელებს თამაშს. და ამ დროს, რაღაც მაინც არ გასვენებს, ეჭვის ჭია გღრღნის, "კი მაგრამ, ასე რატომ გაჩუმდა?" ფეხაკრეფით შედიხარ საძინებელში და შენს წლინახევრის მონსტრიკს შენივე ბურთულებიანი "რუმიანით" ხელში პოულობ - ბედნიერი სახით ამოგხედავს და "აიიი ბუთი-ბუთი!" იტყვის.
2. სასეირნოდ ბავშვს დაყავხარ და არა პირიქით - და ამიტომაც ვერაფრით ვერ ვხვდები, ჰოლივუდის ფილმებში როგორ დასეირნობენ დედები პარკებში მშვიდად და ეს ბავშვები თავიანთი ნებით გვერდზე როგორ მოჰყვებიან ისე, რომ აქეთ-იქით არ აცეცებენ თვალებს. რამდენჯერაც გოგოებმა შვილებთან ერთად გადავწყვიტეთ გასეირნება, იმდენჯერ სიტყვაც კი ვერ ვუთხარით ერთმანეთს დღის განმავლობაში. ყველა ჩვენ-ჩვენს მხეცებს დავდევდით კუდში.
3. ნივთები ქრებიან უკვალოდ და ერთ დღესაც, როცა საბოლოოდ გადაიწურავ იმედს, რომ სულ ახალი ხელის კრემი დაიკარგა და მორჩა, ღამე, სათამაშოების მილაგებისას, უცებ აღმოაჩენ მთელ ბუდეს, სამალავს, სადაც სხვა კარგა ხნის დაკარგული ნივთებია თავმოყრილი. ასეთი სამალავი შეიძლება იყოს დივანის უკან დარჩენილი ღრიჭო, კომპიუტერის მაგიდის ქვედა უჯრა, ან სულაც სავარძლის ერთ-ერთი სახელურის ქვეშ ჩუმად გამორღვეული ნაჭერი, რომელიც დიდ ჯიბედ ქცეულა და რამდენიმე კუბიკი, ერთი მანქანა, პატარა მანათობელი ბურთი, ერთი ცალი გამხმარი ლიმონი (ეს რაღატომ?!) და შენი ხელის კრემი ერთად განისვენებენ!
4. სიურპრიზები ჩანთაში - სამსახურში მისულს ხშირად აღმომიჩენია, რომ, ჩანთაში საფულესთან, ბლოკნოტთან და სხვა ნივთებთან ერთად, ლაზარეს პატარა სალათისფერი მანქანაც მიდევს რატომღაც!
5. ნივთები მიიწევენ ზევით, ზევით - მე არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება ამ ნივთების ზევით აწყობა, ან რით ვეღარ გამოილია ადგილი კარადების და თაროების თავებზე. მაგრამ, როცა იატაკზე ერთმეტრიანი პატარა ურჩხული დარბის და შიშის ზარს სცემს პატარა მაკრატლებს, წიგნებს, პულტებს, კოვზებს, ჭიქებს და სხვა ბასრ და ადვილად გასატეხ/დასაფხრეწ ნივთებს, აბა სხვა რა უნდა ქნა?!
6. ძირსნაყარი არაფერი ჭამო - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ დავარდნილი მატყუარა ან სხვა ნივთი გავრეცხე პატიოსნად, დავმდუღრე და ისე მივეცი, მაგრამ მეასეჯერ რომ შვრება იმავეს, ბოლოსდაბოლოს იწყებ ფილოსოფიურად აზროვნებას: "ნუთუ, ნამდვილად ავნებს პატარა, სათნო ბაქტერია ამხელა ბავშვს? საერთოდაც, რას ვერჩი ამ ბაქტერიებს, იქნებ მათაც უნდათ სიცოცხლე? ვინ ვარ მე, რომ გადავწყვიტო, იცხოვრონ თუ არა ბაქტერიებმა, ისინიც ხომ ღმერთის შექმნილები არიან!"
საბოლოოდ კი ერთ მარტივ კითხვას ვუსვამ ხოლმე ჩემს თავს, სანამ ლაზარეს რამეს ავუკრძალავ: "რატომ ვეუბნები არა-ს, იმიტომ რომ მართლა საშიშია მისთვის, თუ იმიტომ რომ მე მეზარება მერე დალაგება ან ხელების დაბანა?" ჯერჯერობით მეორე პასუხი ლიდერობს ხოლმე და ამიტომაც ჩემს შვილს სრულად დაბანილ-დასუფთავებულს მხოლოდ საღამოს, ძილისწინ თუ ნახავს ვინმე. :)
7. ის ხალხი კიდევ არსებობს, რომლებსაც ჯერაც არ მობეზრებიათ იმის გამეორება, თუ რატომ წავლეკე ნიუსფიდი ჩემი და ჩემი შვილის ამბებით და ფოტოებით - და რომელზეც პასუხი ისევ იგივე მაქვს:
"და, საერთოდაც, ამ ყველაფერს უფრო პრაგმატული ახსნაც აქვს: დღეს, მაგალითად, მიხაი ზიჩის აქამდე უცნობი ალბომი დავაშეარე, რომელიც ეროტიკული ხასიათის გრაფიკული ნამუშევრების სერიაა. სასწაული ნახატებია, ამაღელვებელი, ემოციური, თან მე-19 საუკუნის. უკვე ერთი საათია, რაც მიდევს და ჯერ მხოლოდ 12 "ლაიქი" აქვს. როცა ჩემი შვილის ერთი ფოტოს დაშეარების შემთხვევაში 9 ლაიქი მარტო 1 წამში გროვდება. ხოდა, გამარჯობა, ცდუნება დიდია-თქო, რომ ვამბობ, არა გჯერათ. ("იიი, რა კაი გოგო იყო, საინტერესო, ინტელექტუალურ რამეებს აშეარებდა, ახლა მარტო ბავშვის ფოტოებს აშეარებს..." - ტაში, დამილაიქეთ და ისევ იმას დავაშეარებ :D )"8. სახლი აღარასდროსაა ისე იდეალურად დალაგებული როგორც ადრე იყო. და საერთოდაც, როგორია დალაგებული სახლი? რა ქმნის მყუდროებას? სწორია, ბედნიერება და მხიარულება. ხოდა უწესრიგოდ დაყრილ კუბიკებზე ვერ მოვიშლი ნერვებს ნამდვილად.
გჭირდებათ სესხი?
ReplyDeleteჩვენ ვთავაზობთ ამჟამად დაფარვის სესხის სქემის 2% საპროცენტო განაკვეთის დადასტურებას შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი სესხის მოთხოვნით ნებისმიერი თანხის ოდენობა.
ჩვენ გთავაზობთ სესხებს $ 5,000.00 აშშ დოლარიდან მინ. $ 50,000,000.00 USD Max.
ჩვენ გრძელვადიანი კრედიტი ხუთიდან (5) ორმოცდაათ (50) წლამდე მაქსიმუმს.
ჩვენ გთავაზობთ სესხის შემდეგი ტიპის სესხს: სესხის რეფინანსირების სესხი, რეაბილიტაციის სესხი, ბიზნეს საინვესტიციო სესხები, ავტომობილი ან მანქანა სესხები, სტუდენტური სესხი, ვალის კონსოლიდაცია, საბინაო სესხები, პირადი სესხები, მოგზაურობა და შვებულება სესხი, შობა და ახალი წელი სესხი.
ჩვენს კომპანიასაც სჭირდება ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში.
დაგვიკავშირდით ჩვენი სტეფენ უილიამსი ფინანსური სესხი საოფისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: stephenswillsloan@gmail.com
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენს ფინანსურ შეთავაზებაზე და სურს შეიძინოს სესხი ჩვენგან, დაგვიკავშირდით და მოგვაწვდით ქვემოთ მოცემულ დეტალებს და ეს საჭირო იქნება სესხის თანხის გადახდის პირობების შესასრულებლად.
სახელი: ____________________________
სქესი: _______________________________
ოჯახური მდგომარეობა: _______________________
საკონტაქტო მისამართი: ______________________
ქალაქი / Zip: ________________________
ქვეყანა: ______________________________
დაბადების თარიღი: ________________________
სესხის სახით საჭირო თანხა: ________________
სესხის ხანგრძლივობა: ________________________
ყოველთვიური შემოსავალი / წლიური შემოსავალი: _________
სახეობა: ___________________________
მიზანი სესხისთვის: _____________________
ტელეფონი: ________________________________
ფაქსი: __________________________________
ამ დეტალების აღიარების შემთხვევაში გამოითვლება კარგად გათვლილი პირობები და პირობები, მათ შორის შეთანხმება.
გმადლობთ თქვენი პატრონაჟით!
საუკეთესო სურვილებით,
STEPHEN WILLIAMS ფინანსური სესხი FIR
ელფოსტა: stephenswillsloan@gmail.com
Twiiter: @ stephenswillsl1
Instagram: stephenswillsloan
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.