მგონი გაუმჯობესების გზას როგორც იქნა დავადექით. დედაჩემმა ამასწინათ ძველი გაზეთების მთელი დასტა გააძრო საიდანღაციდან. შიგთავსი ზუსტად ისეთია, როგორიც წარმოგიდგენიათ _ ყველანაირი ფობიით აღჭურვილი. ერთ–ერთი ნომრის პირველი გვერდი მომხვდა თვალში: ზედ დიდი კარიკატურა ახატია. მგონი თავადაც ხედავთ. გვერდით მიწერილი სათაური, "ჰომოსექსუალისტებიღა აკლდა საქართველოს" ამ კარიკატურას ეკუთვნის.
დაგაბნიათ არა? მე ბევრი ვიცინე. გაზეთი 1998 წელსაა გამოცემული, ანუ 12 წლის წინ. სტატიის შიგთავსიც როგორიც წარმოგიდგენიათ იმაზე ცოტათი უფრო მძაფრი. ჟურნალისტი თავგამოდებით უმტკიცებს ჰომოსექსუალ რესპონდენტს, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადებაა. "არასოდეს გაგჩენია სურვილი სექსოპათოლოგთან გემკურნალა და სამუდამოდ უარი გეთქვა ჰომოსექსუალისტობაზე?" უთანაგრძნობს აქ ჯერ ჟურნალისტი. ნუ, რესპონდენტი რაღაცას პასუხობს, არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, და მერე ჟურნალისტის კიდევ ერთი ჩამჭრელი კითხვა მოდის: "ღმერთის გწამს?" :)))) კიო, ეუბნება ეს. "რწმენის გამოხატვის უჩვეულო ფორმა აგირჩევია, ათ მცნებაში ისიც წერია, არ იმრუშო!" აპაპაპ, მორალის კითხვაზე გადავიდა უკვე. და ბოლოს: "იცი, ასჯერ უფრო მეტად შევიდოდი შენს მდგომარეობაში და გაგიგებდი, ძალადობის მსხვერპლი რომ გამხდარიყავი ან ასეთი გაეჩინე ბუნებას. მაგრამ ის, რასაც შენ მიყვები, მზარავს"! :)))))) აი მალადეეც! :D ინტელექტის გამოვლინების უიშვიათეს ფორმასთან გვაქვს მგონი საქმე. ნუ ბოლოს მიდის ლაპარაკი, იმაზე, რომ ხომ არ გეშინია შენმა შვილმაც შენი გზა რომ გააგრძელოს და ა.შ. როგორ შეგიძლია გაუგო და მოკლედ.
ხოდა, მე რა გამიხარდა: დღეს მარტო აქა–იქ რელიგიური დაჯგუფებები და ორთოდოქსი ფანატიკოსები ლოცულობენ მარტო მეგაფონში. საზოგადოება და მედია კი 12 წლის მერე აშკარად წინსვლას განიცდის!
ის, რომ ამ კდემამოსილ და უმწიკვლო ქალბატონ ჟურნალისტს ჩემი და ჩემი მეგობრების სახით შემკამათებელი მაინც ჰყავს, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე დიდი პროგრესია. :)))
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ