ჩემი დაქალი მეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იდეალური მამაკაცის რა კრიტერიუმები გაქვს ჩამოწერილი. ურთიერთობებში მთავარია ქიმია.
ბევრ სიმპათიურ ბიჭს ვიცნობ ჩემ გარშემო, რომლებიც, თითქოს, ჩემს ყველა პუნქტს აკმაყოფილებენ და განათლებულებიც არიან, ჭკვიანებიც, პერსპექტიულებიც, პასუხისმგებლობიანებიც და ყურადღებიანებიც. თითქოს ყველაფერი სტანდარტებში ჯდება და ჰარმონიული ურთიერთობის დასაწყისის და განვითარების ყველა მონაცემი სახეზეა. მაგრამ ასეთ დროს მინდება, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ავურიო. იცით როგორ? წყალზე რომ არის ხოლმე ყინული გადაკრული, ბავშვობაში ფეხის ქუსლს ჩავკრავდით და ყინულს ვტეხავდით. აი ეგრე მინდა ხოლმე ფეხის ჩარტყმა და ასეთი ურთიერთობების დამსხვრევა.
ხოდა აი, დღეს ამეხილა თვალი: ადამიანებთან ურთიერთობებში საჭიროა ქიმია! სწორედ ეს ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც ჩვენი თვალი ვერ აღიქვამს და შესაბამისად ვერც იდეალური მამაკაცის შესაფასებელ კრიტერიუმებში ვსვამთ, განაგებენ ურთიერთობის დასაწყისს და მის წარმატებულობას. როცა ყველა ეს ნაწილაკი ერთმანეთისკენ იწყებს მოძრაობას, მაშინ გაუცნობიერებლად ვფიქრობთ ხოლმე ერთმანეთზე, ვათენებთ ღამეებს, ვუყურებთ მობილურ ტელეფონებს და სკაიპის კონტაქტებს, დაყენებული ხმით ვლაპარაკობთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი და იმისი ყველა ელემენტარული ნაწილაკი ერთმანეთისკენ მიილტვის. არა, ეს სექსი არაა. უფრო მეტად გაუცნობიერებელი რამეა, ვიდრე სქესობრივი ლტოლვა. უფრო მეტად დამაკავშირებელი ერთმანეთთან, ვიდრე _ ფიზიკა. როცა შენი ტვინის ყველა ნეირონი უსიტყვოდ თანხმდება, რომ ეს "ისაა", რომ სწორედ ამას ვეძებდით მთელი ჩვენი ცხოვრება და თურმე ტყუილად გვიხაზავს დანარჩენი კრიტერიუმები. როცა ჩვენსა და იმის ელემენტარულ ნაწილაკებს შორის დუღილი იწყება და ახალი ნივთიერება იბადება, ანუ მომავალი ურთიერთობა.
მიმიხვდით, რას ვგულისხმობ? ჰოდა, საქმე ისაა, რომ ყველა კრიტერიუმი, რომელიც წლობით ვაგროვეთ და ათასი ექსპერიმენტით და გამოცდილებით გამოვცადეთ, აღმოჩნდება, რომ უკანა პლანზე იწევს. მეტიც, შეიძლება საერთოდ არ იცნობდე ტიპს, არც გჭირდებოდეს მისი გაცნობა და ის, როგორც პერსონაჟი, შენ თვითონვე გამოიგონო, მაგრამ შენი ელემენტარული ნაწილაკები გეუბნებოდნენ, რომ სწორად მიდიხარ.
that's what I'm talkin' 'bout ;)
ირი, ქიმიაა ყველაფერი. მე კაი ხანი დამჭირდა, რომ ამას მივხვედრილიყავი. არა მარტო, რა თქმა უნდა, ქიმიაც, ფიზიკაც, ბიოლოგიაც. მაგრამ თუ რაღაც "ნაპერწკალი" და ელემენტი არ გიზიდავს ადამიანისკენ/კაცისკენ, დამთავრებულია ყველაფერი, თუნდაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი იყოს :/ აფსუს! =))
ReplyDeleteჰო, ფიზიკას და ბიოლოგიას არ უარვყოფ, მაგრამ ქიმია მთავარია :|
ReplyDeleteმართლა აფსუს :( :)))