არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალია, რომ კონფლიქტების გაშუქებას გავდივართ და ზოგადად ჩემთვის კონტექსტს და რა ჭრილში ითქმება ხოლმე რაღაცები, დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით არც "მტრის ხატს" ვუყურეთ დღეს, რომელიც ამერიკელის გადაღებულია ამერიკის პროპაგანდისტულ მანქანაზე და არც შემთხვევით დაულინკავს ზოის პრესა.ჯის სტატია.
გუშინ ბათუმის პრეს–კაფეში ვახტანგ კომახიძის ფილმის, "ესაც ჩვენი მოგებული ომის" ჩვენება გაიმართა. პრესა.ჯის ჟურნალისტს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც კი უნახავს არც ერთი კადრი ამ ფილმიდან, არ მოუსმენია არც ერთი სინქრონი, ისე უწოდებს ამ ფილმს ანტიქართულს, პრორუსულს, აგენტს, მოსყიდულს და ა.შ. მოკლედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
დღეს რომ ჟიჟის არ აეხსნა ჩვენთვის, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა და რა მესიჯებს გზავნის ხელისუფლება ხალხში, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, ალბათ ასეთი პროტესტის გრძნობა არ გამიჩნდებოდა. შეიძლება არც მენახა ეს ფილმი და 48 წუთის მოცდენა დამზარებოდა.
ფილმის ნახვის მერე ვიფიქრე, რომ 22 წლის განმავლობაში მე კარგად მქონდა ჩანერგილი თავში, რომ საქართველო მხოლოდდამხოლოდ მსხვერპლია დიდ რუსეთთან და ამ მსხვერპლს არასოდეს დაუჩაგრავს სხვა და ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ ზუსტად იმავე როლში გამოვდივართ, როგორ როლსაც მივაწერთ ჩვენს "აგრესორ, ოკუპანტ და ა.შ." მეზობელს. ვართ თუ არა ისეთივე აგრესორები და ოკუპანტები აფხაზებისთვის და ოსებისთვის როგორიც რუსეთია ჩვენთვის?
აი ეს ფილმიც. ჩემი რჩევაა, რომ ყველამ ნახოთ.
სად გადიხარ ჟიჟის ამ საგანს? მე უნი–ში გავიარე და დღემდე ამ ქალზე მეტად არცერთი ლექტორი და ჟურნალისტი არ მიყვარს. რეალურად დავინახე, სად ვართ თურმე და პროპაგანდის როგორი მსხვერპლები ვართ.
ReplyDeleteჯიპაში, სოფი :) ძალიან მაგარი ქალია, გადარეულები ვართ ჩვენც, თსუ–ში ვერაფრით მოვხვდი მაგის კურსზე, მოგეხსენებათ ჩვენი ვირთხების რბოლის ამბავი:))
ReplyDelete