Friday, November 8, 2013

married life

თვეზე მეტი გავიდა რაც ჩემი marital სტატუსი შეიცვალა. ახლა single გოგოდან married-ზე გადავედი და აპლიკაციებში ჯერ ms-ს ვუთითებ, მერე მახსენდება, რომ თითზე ბეჭედი მიკეთია და Mrs- ვაკეთებ.



მომწონს თუ არა? არ ვიცი. მაინცდამაინც ვერც კი ვგრძნობ. ცხოვრების სტილი, ჩემდა გასაკვირად, არ შემცვლია. ჩემს დაქალებს რომ ვუყურებდი, ცოტა მეშინოდა, ისინი, როცა თხოვდებოდნენ, მერე დაქალებისთვის ვეღარასოდეს იცლიდნენ. მერე იწყებოდა ხოლმე გაუთავებელი "ჩემთან გამოდით", "მე გარეთ ვერ გამოვალ, მეზარება" და ა.შ. მერე ამ ყველაფერს ბავშვი მოსდევდა და მოკლედ, რა გასაკვირია, რომ გათხოვების და ამ ყველაფრის ეშინოდეს ადამიანს.

დედაჩემიც სტანდარტული ფრაზებით მამარაგებდა: "ნუ ხარ ფეთხუმი, დედამთილი გამოგაგდებს", "დასაუთოვებელი ტანსაცმლით გარეთ არ გახვიდე", "არ დაგეწვას", "ხელი არ გაიჭრა, დანა დადე" და ა.შ. ყველა შენიშვნა "დედამთილი გამოგაგდებს" ფრაზით მთავრდებოდა. ბიცოლაჩემი კი მკაცრად მოჭრიდა ხოლმე, რომ მინიმუმ ხუთი წელი მაინც არ ღირს ოჯახზე ფიქრი და, საერთოდაც, ჩემთვის ნაადრევია დაოჯახება.

ხოდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გიო არ შეუშინდა განგებას და გარემოებებს და უკვე ერთი თვეა ერთად ვცხოვრობთ. ჩემების და ჩემდა გასაკვირად, არც ხელებს ვიჭრი, სახლიც სულ სუფთაა და მეც და გიოსაც გარეცხილ-დაუთოებული ტანსაცმელი გვაცვია. ქორწილში ნათამაშებ shoes game-საც პატიოსნად ვასრულებთ: როცა ერთი საჭმელს აკეთებს, მეორე რეცხავს და ალაგებს და პირიქით. ერთი ეგაა, დაუთოვება სულ ჩემი შარია, ცოტათი მოსაწყენი და მონოტონური საქმეა, მაგრამ არც ერთს რომ არ გვეხალისება, ისევ მე ვასრულებ, ბოლოსდაბოლოს, ეს ხომ არც ისე რთულია.

აი, საჭმლის კეთება კი მართლა შემოქმედებითი პროცესია, რაც ორივეს მაგრად მოგვწონს. იმდღეს, გიოს დაბადების დღეზე, ორი კერძი მოვამზადეთ, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვისი უფრო გემრიელი გამოვიდოდა. მე ბიფსტროგანოვი გავაკეთე, გიომ - ფრანგული კონსომე ესპანურად. ამბიციურად კი ჟღერს, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელი იყო. მეორე დღეს ერთი ნამცეციც კი აღარსად დარჩა. ამ საკითხში მართლა ნიჭიერები აღმოვჩნდით - თანაც, დიანა ანფიმიადის "პირადი კულინარია" ხომ გაგიგიათ? იდეებს მისი წიგნიდან ვსესხულობთ, მერე ჩვენს ფანტაზიებს ვამატებთ და შედევრები გამოგვდის. ერთი ეგაა, ამ კულინარიისადმი განსაკუთრებული ვნებების გამო ცოტათი მოვიმატეთ წონაში, რასაც არც ერთი არ ვიმჩნევთ. :(

საბოლოოდ კი ერთ ბანალურ დასკვნამდე მივედი: ცხოვრების სტილს გარემოებები კი არა, ჩვენ თვითონვე განვსაზღვრავთ. ის, რომ "სახლიდან ვერ გამოვდივარ და საქმეები მაქვს" საბაბია და არა რეალური მიზეზი. თუმცა, რა ვიცი, იქნებ სხვა გათხოვილ გოგოებს სულ სახლში ყოფნა ურჩევნიათ და მე ვინ ვარ, რომ დავუწესო რა ჯობია და როგორ. ჩვენ კი, როგორი გიჟური ქორწილიც გვქონდა, ისეთივე ტემპებით ვაგრძელებთ. საბოლოოდ კი დაოჯახების შიშებიც დღითიდღე ნელ-ნელა უკან იხევს. :)


2 comments:

  1. რა მაგარია, ირი!!! გილოცავთ.
    ჰოდა, 10 შვილიც რომ გეყოლოთ, მაინც ასეთები იქნებით, როგორებიც ახლა ხართ, მხიარულები და ორიგინალურები.
    ადამიანი თვითონ ირჩევს თავის ცხოვრებას და ყველამ თვითონ იცის თავის საქმისა, როგორც შენ გიწერია ბოლოს.

    გაუთოვება მე მიყვარს, ამ დროს მუსიკას ვუსმენ და თან ვფიქრობ და აი, საჭმელების კეთებას ვერ მივეჩვიე, ყველაფერს ერთად ჩავყრი და ვხარშავ, არ არის ეს ჩემი სფერო აშკარად :ლოლ: :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. ეგ ეტყობა გააჩნია რა გიყვარს: მე გემრიელად და ლამაზად გაფორმებული კერძების ჭამა მიყვარს, აი ჩაცმა მაინცდამაინც არა:))) ეტყობა, მაგიტომ :))

      Delete

დააკომენტარეთ