Monday, May 25, 2009

პირველი

რახან პირველია ალბათ შესავალიც შესაბამისი უნდა გავუკეთო არა?
ჰო, პირველი ის, რომ ყველაზე მეტად ჩემს თავზე ლაპარაკი მიყვარს, შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს რამდენად საინტერესო ვარ სხვებისთვის, წაიკითხავენ თუ არა ჩემს "ბლოგს". მეორეც, ჩემი მეგობრების თხოვნით, ვდგამ პირველ ნაბიჯს ბლოგერობაში :დ
მესამეც, წარმოდგენა რა მაქვს რა სტილის/მიმდინარეობის/რელიგიური აღმსარებლობის/და ა.შ. შეიძლება იყოს ჩემი ბლოგი, პირველი რაც გავაკეთე, ძლივს ავარჩიე დიზაინი, დანარჩენი ვნახოთ.
ჰო, რატომ "dreamers". როგორც ყველამ იფიქრეთ ალბათ, ბერტოლუჩის "მეოცნებენის" გამო. (ფილმის იდეის, გმირების, ევა გრინის, ფინალური კადრის, ედიტ პიაფის, რევოლუციის, და ა.შ. ყველაფრის გამო, მეზარება დეტალურად ახსნა, ისედაც ხომ ხვდებით).
სავარაუდოდ, ჩემს ყველა პოსტს ბოლოში შესაბამისი მუსიკაც მოყვება განწყობის შესაქმნელად. პირველი პოსტის სიმღერა აი ეს ლინკია.
http://www.youtube.com/watch?v=Y5T_8x1d7N8
P.S. სანამ აზრზე მოვიდოდე და მე თვითონ გავარკვევდე ამ ბლოგისგან (და თქვენგან) რა მინდა, მანამდე მოუსმინეთ ტომს.

6 comments:

  1. დამწყებ ბლოგერს რა ახარებს ყველაზე მეტად? -კომენტარები. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. აწი არ მოგაგკლებ ამ სიამოვნებას. სემიძლია ნებისმიერ საკითხში დაგეხმარო რაც ბლოგს ეხება, მთავარია კითხვა არ მოგერიდოს. მომწერე ყველგან, ფეისბუქშიც და ოდნოებშიც. მოკლედ, შენს გვერდით მიგულე. წარმატებები

    ReplyDelete
  2. მადლობთ თაზო!
    შენ და კიდევ ჩემი რამდენიმე მეგობრის წაქეზებით, მეც დავიწყე! :))

    ReplyDelete
  3. დიზაინის შერჩევა ჩემთვისაც მეტად პრობლემური საკითხი იყო :D წარმატებებს გისურვებ :)

    ReplyDelete
  4. ჰეი ) წარმატებები ბლოგინგში )
    ისე, ბლოგსპოტის დიზაინები აქ შეგიძლია ნახო: http://btemplates.com

    და შეგიძლია იუთუბის ვიდეოები პირდაპირ პოსტში დადო ) ვიდეოს ქვევით დადებული html კოდის საშუალებით :) ნუ, თუ სწორად მახსოვს, უნდა გქონდეს ამის შესაძლებლობა )

    ReplyDelete
  5. Hooray!
    მიხარია, შენი გაბლოგერება!!!
    ყველაზე კარგი თვისება ეგაა, როცა შენს თავზე საუბრობ და არა - სხვებზე ;) თუ შენს თავს არ გაიცნობ, სხვებს საერთოდ ვერაფერს გაუგებ, ეს ჩემი სლოგანია :D
    ნელ-ნელა იპოვი შენს სტილს, მიმართულებას, რელიგიურ ორიენტაციას :P და მოკლედ, მთავარია წერო და მერე მიხვდები, როგორ გაიზარდე და წერა ისწავლე. ნუ, შენი წერის შესაძლებლობები კარგად ვიცი, მაგრამ ბლოგზე წერა სულ სხვაა, თაზო და ნატოშაც დამეთანხმებიან.

    GO, GIRL, BLOG ON! :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ