Monday, May 25, 2009

აქამდე იმდენი პოსტი მქონდა თავში სანამ ბლოგს შევქმნიდი, რომ ვფიქრობდი, ამდენს ერთ ბლოგზე რა დაატევს მეთქი. ახლა აღარაფერი მახსენდება. ზუსტად ეგრე ვარ, როცა ფოტოაპარატი მიმაქვს ხოლმე უნიში, მანამდე კადრები პირდაპირ თვალებში მეჩხირება ხოლმე, აპარატი რომ ხელში მიჭირავს, ვერაფერს ვხედავ ჩემი აპარატის გარდა.

რა დროს ჩემი აპარატია. დღეს ლექტორმა გონებაშეზღუდულობა და საკუთარი აზრის უქონლობა დამაბრალა. რა ჩემი ბრალია, თუკი კერპი არ მყავს. (ღმერთო, გამაჟრიალა სიტყვა "კერპის" ხსენებისას). თანაც ხუთი კერპი/კუმირი (ეს სიტყვა ხომ უფრო მაგრად მოგვწონს "ახალგაზრდებს" :))) ) ჩამომითვალეთო. ზოგმა მედეა ჯაფარიძეო, ზოგმა ილია ჭავჭავაძეო, ზოგმა პატრიარქიო... ვუთხარი, კერპების მოთხოვნილება მხოლოდ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე-თქო. იმანაც "დაზადნა", (არ უნდოდა სტუდენტის თვალში უინტელექტოდ გამოჩენილიყო ეტყობა) ხოდა, აბა მაშინ ისეთ ადამიანი გეყოლება, ვისაც გინდა თავი მოაწონოო. (არა რა, წერა უკეთესად გამომდის, ვიდრე ლაპარაკი), თორემ ამაზე მეტი წარმოუდგენელი სისულელე რა გინდა, რატომ უნდა მოვაწონო თავი ვიღაცას, როცა პირველ რიგში, მე უნდა ვიყო კმაყოფილი საკუთარი თავით. მე კიდევ, ჩემი თავით კმაყოფილი ჯერ არ ვყოფილვარ.

საბოლოოდ ის დაასკვნა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის მეშინია.

მე კიდევ საქვეყნოდ ვაცხადებ: არა ბატონო, არ მყავს მე კერპი და საერთოდაც, კერპთაყვანისმცემელი არასოდეს ვიქნები!
რაც შეეხება ჩვენს პატრიარქს, (როდესაც ჩემს აბსოლუტურად თავისუფალ და მიუკერძოებელ აზრს გამოვხატავ ხოლმე ამ თემაზე, ზოგი აუდიტორიიდან გარბის (მაგალითად ადრე ზურა ბალანჩივაძე პირჯვრისწერით გაიქცა ლექციიდან, ამ სატანურ აზრებს მე ვერ მოვისმენო), ზოგი დამცინის, ზოგი სიცილს იკავებს...) აუცილებლად უნდა მივუძღვნა ერთი პოსტი ჩემს ძვირფას აზრებს მის შესახებ, მაგრამ ეს მერე.
მანამდე კი, აი სიმღერაც:
http://www.youtube.com/watch?v=d9zFt6M_GLo

1 comment:

  1. ცუდია, როცა ადამიანებს მაგდენი არ ესმით.
    ან რატომ უნდა მოაწონო ვიღაცას თავი? მთავარია, შენ გრძნობდე self confidence-ს და დაბოღმილი როჟა არ იყო :ლოლ:
    კერპთაყვანისმცემლობა მძულს. პატრიარქიც ადამიანია და რატომ უნდა ეთაყვანებოდეს ვინმე, ვერ ვხვდები :(

    ReplyDelete

დააკომენტარეთ