Sunday, July 5, 2009

ტკბილი სიზმრები

ეს პოსტი მინდა, რომ მარტო ჩემს თავს მივუძღვნა. მინდა დავიკიდო და არ დავწერო ახლა მაინც პოლიტიკურ კრიზისზე, (ახალს მაინც ვერაფერს ვიტყვი), ვიღაცების ტყუილებზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე, ნუ მოკლედ, ათას პრობლემაზე.
ჩემს თავზე მინდა ვილაპარაკო.
დღეს კუს ტბაზე ვიყავი და დავიწვი. ნუ, რას ვწუწუნებ, ჩემი მიზანიც ეგ იყო რომ დავმწვარიყავი. მერე "ვიკი კრისტინა ბარსელონას" ვუყურე. სოფის პოსტი გამახსენდა. ჯერ ის პოსტი, ამერიკულ კინოზე რომ წერდა, მერე მეორე, ფეისბუქზე ქუიზი გავაკეთეო.
მე რომ ის ქუიზი გამეკეთებინა, ზუსტად ვიცი, პენელოპა კრუსის გმირს ამომიგდებდა.
იმდღეს ჩემმა უფროსმა გამიჭედა, ჯაზს რატომ უსმენ, პოზიორობაა ჯაზის მოსმენა, არადა დარწმუნებული ვარ არაფერი გესმისო. როგორ შეიძლება რაღაც უმტკიცო ადამიანს, როცა ის შენს არგუმენტებს უბრალოდ არ ისმენს? რა არის ამაში დაუჯერებელი, რომ შეიძლება ჯაზს ვუსმენდე, უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ჯაზს უსმენს.
არ მიყვარს, როცა ისეთ სასტავში ვხვდები, სადაც ძალაუნებურად ტიპობას ვიწყებ. ნუ აი, მყავს რა ეგეთი წრე, შარდენი, მინერალური წყალი, რამე. :)))) არ შემიძლია ასე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წინ და უკან ქნევა (თან ყველამ რომ დაინახოს რა ფირმაა და სადაა ნაყიდი), ლარიან მინერალურ წყალზე 4 საათი ჯდომა, ამდენივე ხანი ერთმანეთის ბიძებზე, დეიდებზე, დაქალებზე, იმათ მეზობლებზე, სიდედრებზე და დედამთილებზე ლაპარაკი, ვიღაცების ქორწილებზე და დაბადების დღეებზე, რესტორნებზე და ღამის კლუბებზე (მით უმეტეს რომ მე არც ერთგან დავდივარ და არც მეორეგან), მერე თავის მართლება იმაზე, რომ რა მოხდა, ლუდი გასართობი სასმელია, ცოტას მოწრუპვა ლოთობას არ ნიშნავს და ვაიმეეე გოგო მარტო ბეილისს უნდა სვამდეს და ერთ ჭიქაში თვრებოდეს, ააააახხხხ!! ღრრრრრ!! მართლა! ხო, მაკიაჟის გაკეთება დამავიწყდა და შიგადაშიგ ძირს დაგდებული უუშველებელი ჩანთიდან სუნამოს ამოღება და თმაზე გადაშხუილება_ ნუ აი ასეთი რაღაცები მკლავს რა, არ შემიძლია! ტუალეტში ერთი საათი გაპრანჭვა კიდე, 4 ერთად რომ დადიან ხოლმე, გოგოები, ხანდახან მგონია რომ ვაფშე არ ვარ გოგო და ცუდი ისაა, რომ აი ეს დებილი ბარბები ძალიან მაღიზიანებენ, მაგრამ ისიც ცუდია, რომ ინწილექტუალი ქალებიც არანაკლებ მაღიზიანებენ, დაუკმაყოფილებელი სახეები რომ აქვთ და ყველა სურვილი სახეზე რომ აწერიათ, კაცები ხო გაჩენის დღიდან მაღიზიანებენ, წარმოდგენა არა მაქვს პაატა როგორ შემიყვარდა, აი მოხდა სასწაული და შემიყვარდა _ ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ესეც ხანდახან თავისი ინწილექტუალური გამოსვლებით, მაგრამ ასეთი მიყვარს.
ადრე ვფიქრობდი და პრინციპში ახლაც ვფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები_ აი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელობა არ აქვს კაცები არიან თუ ქალები, ადამიანები არიან და კარგები არიან, რომ დანარჩენებს, ვინც ადამიანები არ არიან, რამდენჯერაც არ უნდა შეცდნენ, ყოველთვის უნდა ვაპატიო და საშუალება მივცე თავიანთი საუკეთესო დაფარული თვისებები გამოავლინონ, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ უნდა დავიწყო მათთან ახალი ურთერთობა, რომ იქნებ, ვერ შეძლეს კარგი კუთხით ეჩვენებინათ თავიანთი თავი, თუმცა ბევრზე ვფიქრობ, რომ მათ ასეთი თვისებები არ აქვთ.
ბევრს ვლაპარაკობ და მივედ-მოვედები რაღაცებს. ძილის წინ ვიცი ხოლმე ასე, სანამ დამეძინება იმაზე ვფიქრობ, მეორე დღეს რომ საქმეები მაქვს გასაკეთებელი, ვიღაცები მყავს შესაბმელი (ნუ ზოგი რაზე, ზოგი რაზე :)) ), ვის რა უნდა ვუთხრა და მერე გადავდივარ, გადმოვდივარ, ათას რამეს ვედები და ბოლოს ისე მეძინება, ვერაფერ ხეირიანის მოფიქრებას ვერ ვასწრებ. და რავი, ჯექსონზე არაფერი დამიწერია და (ნუ რაღა არაფერი ნატა იმხელა სტატია დაგიწერე, იმედია მოეწონა დალიის :))) :წით:) აი ლინკი რა, ისე, ჩემს ბავშვობას მახსენებს, ჩემს სახლს პეკინის #3-ში, ჩვენს დიდ ეზოს, ბავშვებს, მარიკას "ჯექსონებს", ლადოს, სანდროს, ნინიკოს და რავი რა, უბნის ბავშვებს, აჭარის ნაყინს, აჭარაშივე აკეთბდნენ ძალიან მაგარ ნამცხვრებს მაშინ, 90-იანებში:))) და იმას, ჟანგოს, (ძაღლი იყო ჟანგო, დოგი, მოკვდა საწყალი), ჭრიალას (ეგეც ძაღლი იყო, ოღონდ ეზოს დვარნიაშკა..)
ჰოდა, რესტ ინ ფის ემჯეი თუ როგორცაა, კლავიატურის ინგლისურზე გადმორთვა მეზარება, როგორც შეატყვეთ :))))
http://www.youtube.com/watch?v=1YXvNuzqkfw

4 comments:

  1. კარგი პოსტი იყო ძაან. უჰ, ისეთი, მეც რომ დავწერდი 3 წლის წინ :ლოლ: =)) ახლა აშკარად გავიზარდე იმდენად, რომ ვიკიდებ "შარდენისტებს", ქუსლიანებს, ბრენდების ხამებს და კიდევ ჯაზს-ტიპურად-უსმენ-ტიპებს =)) ცხოვრებას მე ვქმნი, ყოველ შემთხვევაში, ჩემს განწყობას მაინც, მოვუსმენ, რასაც მინდა, თუნდაც უსპენსკაიას, სიტყვაზე =)) მთავარია, მე ვიგრძნო თავი კარგად და კომფორტულად, როგორც იტყვიან.
    LOVE YA!!!

    ReplyDelete
  2. principshi gavlit mec gamiara, xandaxan shemomitevs xolme, roca mpatijeben, gansakutrebit mashin :)))) :P

    ReplyDelete
  3. იმდენს წერ შენს სამსახურზე, რომ უკვე სერიოზულად დავინტერესდი შენი უფროსითა და თანამშრომლებით:))
    რა სჯობია სადმე სახურავზე მეგობრებთან ბომჟურად ლუდის სმასა და საუბარს საინტერესო თემებზე:))მიმიქარავს შარდენი და "ძნ ტაკოი" სიტუაციები :P

    ReplyDelete
  4. saocari xalxia da imitom, shtagonebas madzleven, mere martla davwer rames :)))))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ