უცნაური დედაჩემი
ათას რამეზე მიწევს ხოლმე წერა. მიწევს თუ არა, მეწერინება მაინც. როგორც წესი, დედაჩემს კი, ყოველთვის ჰგონია, რომ ის რაღაცები, რაც მე მაწუხებს და რაზეც ვწერ, უმეტეს შემთხვევაში, მე გადამხდება ხოლმე თავს.
არა დე, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, ეს პრობლემები მე მექმნება თუ ვინმე სხვას_ ოდესმე ხომ მეც შემეხება, რადგან ვწერ, ესე იგი, ძალიან პრობლემურია და უნდა დაიწეროს და უნდა ითქვას. :)
უცნაური მამაჩემი
მამაჩემს ძალიან უყვარს, როცა ჩემს ამბებს ვუყვები. არ აქვს მნიშვნელობა რაზე, თსუ-ზე, მეგობრებზე თუ პაატაზე. ყველაზე მეტად პაატას ამბები აინტერესებს, მაგრამ ვერ ამხელს. მიბრაზდება ხოლმე, როგორ არ გერიდება მაინცო, არადა კვდება ისე აინტერესებს. მერე დედაჩემთან ბუზღუნებს, ირინა რატომ არ მიყვება არაფერსო. :)))
უცნაური ჩემი ძმა
დიტოს ყოველთვის ან კომპიუტერის წინ ვხედავ, ან ლოგინში, როცა ძინავს. ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს. მაგრამ რაც მუშაობა დავიწყე, სკაიპშიც დავიმატე და ახლა ძმასთან სკაიპით ვლაპარაკობ.
თუმცა საკმარისია დიტო ორი დღით მაინც წავიდეს სადმე, ყველაზე მეტად მენატრება. კომპიუტერის სკამი რომ ცარიელია, ვერ ვეგუები.
დიტოს ყველაზე მეტად ის უყვარს, როცა თვითონ მიყვება რაღაცებს.
სრული სურათისთვის ერთი წევრი აკლია...
ReplyDeleteჩემი უცნაური დეიდაშვილი ირინა: ვერ ვხედავ ხშირად...დიტოსი არ იყოს და რაც სკაიპში და facebook-ზე დავიმატე უფრო ხშირად ვეკონტაკტები ვირდე მანამდე, მაგრამ ვიცი, რომ არ მისაყვედურებს სად დაიკარგეო....არც მე ვსაყვედურობ და ვერ ვიტან როცა მაგას მეუბნებიან! არც ირინას უყვარს (გაითვალისწინეთ).
ნამცხვარი რომ ყოფილიყო - საზაფხულო ტორტი იქნებოდა(ჩაფუმფულებული პეჩენიით, ქათქათა მსუბუქი კრემით, წვნიანი ატმით, ღაჟღაჟა ჟოლოთი და შავი პუტკუნა მაყვლილთ)!
სამკაული რომ ყოფილიყო - საყურე იქნებოდა. იცით როგორი?!.. შუა საუკუნეებში რომ ეკეთათ მეფის კარზე გამართულ წვეულებებზე, თმა აწეულ ვარცხნილობაზე ქალებს. რაღაც მოჩუქურთმებული, მაგრამ ამავდროულად მსუბუქი...თითქოს უბრალო, მაგრამ ისეთი მიზიდველი, თვალს ვერ წყვეტ!
ირინა ვერ იტანს სიზარმაცეს!
ირინას უყვარს კითხვა და ლამაზი მუსიკა! საინტერესო ფილმების ყურება და საინტერესო თემებზე საუბარი!
ირინამ თავისი პირველი(თუ არა ერთ-ერთი პირველი ხომ იყო :D) სტატია ჩემ კაცს მიუძღვნა :D
:ორთოგრაფიულშეცდომებსძაანნუშეიმჩნევთ:
ReplyDelete