Monday, September 28, 2009

გაიტანეთ სტალინი!



ალბათ ეს სიუჟეტი ბევრმა ნახეთ. ჩემი რამდენიმე ნაცნობი ჟურნალისტი აღშფოთებული დარჩა ამ იდეით _ გაიტანონ სტალინი გორიდან. რამდენიმემ ამის არგუმენტად ტურიზმიც კი დაასახელა, ანუო ტურისტებიო გორში სტალინის ძეგლის სანახავად მოდიანო.
რა კარგია ბლოგზე წერა, რასაც გინდა იმას წერ! ეს ჩემი აზრია, რომ გაიტანეთ სტალინი ტვინებიდან!
ნუთუ არის კიდევ ერთი-ორი ადამიანი, ჩემი თაობის მით უმეტეს, ვინც კიდევ წინააღმდეგია სტალინის ძეგლის გატანის, ან ”მისტირის” და ნოსტალგიები აწუხებს საბჭოთა კავშირის მოგონებებზე, როცა მოსკოვში 37 მანეთად დაფრინავდნენ...
კი ბატონო, ძალიან კარგია, როცა ადამიანურად გექცევიან და 37 მანეთად მოსკოვში მიდიხარ, მაგრამ კარგით რა, როცა ვერც მილიონად მიდიხარ სხვაგან? როცა ერთით მეტით ჟიგულს თუ იყიდიდი, მაშინვე კაგებე გისახლდებოდა? როცა ოლიმპიურ ჩემპიონებს ჩვეულებრივი შემოსავალი ჰქონდათ და არაფრით განსხვავდებოდნენ ტიპური თბილისელი უსაქმურებისგან? როცა ეს ”საოცარი” ქვეყანა მილიონების სისხლზეა აშენებული და ძალიან დიდი ცოდვა აქვს ნებისმიერ ლიდერს და ნებისმიერი იმ ადამიანის მშობელია ამ მასობრივ ჟლეტაში მოყოლილი, ვინც დღეს საბჭოთა კავშირის ”ფანია?”
კერქით რა...
ძალიან გაბნეულად ვწერ ამ პოსტს, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს, მართლა გინდათ რომ სტალინი დაგვრჩეს გორში? ყველანაირ კომენტარს მივიღებ სიამოვნებით :)

2 comments:

  1. სიმართლე თუ გაინტერესებს, მე მომხრე ვარ, რომ დატოვონ.. :)
    და აქ არაფერ შუაშია პოპულისტობა.. ამაზე სულ სულ პირველ კურსზეც გვიდებატია უნიში..

    უნდა იყოს და ვსო.. მაგის მაგ მდგომარეობაში დატოვებით გაცილებით უფრე მეტ ვარიანტში გამოყენება შეგვიძლია, ვიდრე - მუზეუმში.

    მე გირჩევ წაიკითხო სტატია ვაშლების ატრაქციონებზე და გორი - ვაშლების ქალაქი.. თუ რაღაც მსგავსია რა.. პრაიმ ტაიმის დასაწყის ნომრებშია.. ძალიან მაგარი იდეები იყო გამოთქმული იქ გორის საინტერესო ქალაქად გადაქცევასთან აკავშირებით.. და ის ადამიანი სწორედ მაგ ძეგლის გარშემო ქმნიდა გორის მთელ ახალ ისტორიას..

    იცი, ეგ ერთადერთი ძეგლია კიდევ სტალინის შემორჩენილი უვნებლად.. ტურისტები იმას კი არ ჩამოჰყავს, რომ აქ უბრალოდ ეგ ძეგლია და იქ რაღაც ვაგონი დგას ახლომახლოს, არა.. იმას, ჩამოჰყავს რომ ეგ ხელუხლებელი და დაუმხობელი ძეგლია..

    სულ არ მხბიბლავს ის პერსპექტივა, რომ ისევ ძეგლების მტვრევის პერიოდში დავბრუნდეთ და განვითარებულ სამყაროს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ბარბაროსები ვართ და დონ კიხოტები.. რომ ჩვენ ვერ მოვერიეთ რუსეთს და ძეგლზე ვიყრით ჯავრს, გეგოგენა მაგ ძეგლი ისროდა კასეტურ ბომბებს..

    მოდი ძეგლების ჩამოოგდებას, სხვა ”ვინმეების” და სხვა დასანგრევი დოგმებისა და კლიშეების მსხვრევას შევუდგეთ და საზოგადოებაში დამკვირდებულ კვერცხურ მენტალიტეტს მოვურყით ძირი და არა ძეგლებს..

    ReplyDelete
  2. საერთოდაც, ძეგლების ჩამოგდებას და სხვა ვინმეების ძეგლების შემოდგმას, სჯობს ძეგლების დასადგმელი მოვაშთოთ საერთოდ და ტვინებიდან ამოვირეცხოთ ვიღაცების სახელები, ვიღაც ტიპები! ეგ ერთი
    მეორეც, მართლა და მართლა, მგონი ბუღაძემ თქვა, რო ჰიტლერის ძეგლი კი არა, სახელი რომ ახსენო გერმანიაში, თავს მოიჭრიან :)) ჩემთვის კი, ჰიტლერი აბსოლუტურად იგივდება სტალინთან. :|
    P.S. სულ კამათი როგორ უნდა გვიწევდეს ისე, არ შეიძლება თუნდაც ერთ თემაზე მაინც გვქონდეს დააახლოებით ერთნაირი შეხედულება? :)))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ