სანამ ლექცია დაიწყებოდა, ახალი ამბები განვიხილეთ. რა თქმა უნდა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ტალიავინის დასკვნაა, რომელსაც დიდი ხანია მოუთმენლად ველოდებით.
მერე ამ თემიდან ომს გადავწვდით, ომიდან რეზერვისტებს, რეზერვისტობიდან გოგო რეზერვისტებზე (რაზეც 20 კაციანი ჯგუფის 16-მა წარმომადგენელმა აღშფოთება გამოვთქვით :)) ), და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვჭირდება საერთოდ ჯარი?
და დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი სიტუაცია: არის ერთი კვაზი-სახელმწიფო (აბსოლუტურად ყველა სფეროში), რომლის ერთი მეზობელი თურქეთია (თავისი ”უუუშველებელი” ჯარით), მეორე კი _ რუსეთი, რომლის წინაშე, ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელის თქმის არ იყოს, მთელი 66 მილიონიანი გერმანია თრთის. (ეს თრთოლა სულ თრითინას მახსენებს, თეთრ თრთვილზე რომ თრთის:)) ). ჰოდა, მოკლედ ამისთანა კვაზი-სახელმწიფოს მოქალაქეები ყოველწლიურად ჯარის შენახვისთვის თავისი ჯიბიდან ხარჯავენ იმდენ ფულს, ეს ამდენი ფული განათლების სისტემაში (ასეთივე წარმატებით ნებისმიერ სხვა სფეროში ბირთვული შეიარაღების გარდა, რა თქმა უნდა) რომ დაგვეხარჯა, დღეს ამდენი სულელი აღარ ისწავლიდა უმაღლეს სასწავლებლებში. :)) (მაპატიეთ უხეშობისთვის).
ის კიდევ ცალკე საკითხია, ყოველწლიურად დამოუკიდებლობას რომ აღვნიშნავთ და ჯარს და შეიარაღებას რომ ვამარიაჟებთ, რატომ ვამარიაჟებთ :))
მეც მომხრე ვარ, საქართველოს არ ჰყავდეს ჯარი ან სიმბოლური ჯარი ჰყავდეს, როგორც რომი პაპს – შვეიცარები.
ReplyDeleteმაგრამ ეს ასე ადვილი გადასაწყვეტი არ არის. ეს საერთოდ არ არის ადვილი გადასაწყვეტი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყანა არასტაბილურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საზღვრებშია და ახლა ჯარის არქონა სახელმწიფოს არქონას უდრის. ასე არ არის?
მერე კიდევ, თუ ქვეყანა ნეიტრალიტეტს არ აწვება, ისე ჯარის არქონა სუვერენიტეტზე უარის თქმის ტოლფასია. ჩვენ არ ვართ ევროპაში, სადაც უფრო ლოიალური და შემნარჩუნებელი დამოკიდებულებაა. კავკასიაში ასეთ სახელმწიფოს ნებისმიერი სხვა გადაყლაპავს.
და კიდევ, ჯერ უნდა გავერთიანდეთ, რომ მერე აღარ დაგვჭირდეს ჯარი. თორემ ახლა...?
ნუ, მოკლედ, ხომ გამიგე, რა. კარგი აზრია, მაგრამ ნაადრევია ჯერ. გავჩერდები მე ახლა აქ, თორემ უზრდელობაა პოსტზე დიდი კომენტარის დატოვება :))
ძალიან კარგი იქნებოდა ჯარი არ გვყავდეს, შესაბამისად ნაკლები საფრთხე შეექმნებოდა ქვეყნის გენოფონდს, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უბრალოდ უტოპიაა ამაზე ფიქრი.ჩვენ ვართ რუსეთის მეზობელი ქვეყანა, კავკასიაში. ეს უკვე ტენდენციაა იმისა, რომ ჯარი გვჭირდება.
ReplyDelete