Monday, October 12, 2009

ანგარიში ანას :)))

დღეს ერთი საინტერესო სემინარი დაიწყო. სემინარს "DW academy" ატარებს და საგამოძიებო ჟურნალისტიკას შეეხება. სხვა არაფრისმომცემი სემინარებისგან განსხვავებით, სადაც მონაწილეები ვხმაურობთ, ერთმანეთს თავ–პირს ვალეწავთ და ყველას 1–2 საათისთვის გვეჩქარება (ამ დროს ნებისმიერ აჯენდაში, როგორც წესი, სადილი უწევს ხოლმე), აქ მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოს ვასრულებთ.

დღეს ჩამოვყალიბდით როგორც რედაქცია, გავინაწილეთ ფუნქციები და ავირჩიეთ საკვლევი თემა. თემა შეეხება ტალიავინის დასკვნას და ამაზე ქართული მხარის რეაქციას, უფრო კონკრეტულად კი, ოტო ლუხტერჰანდტის მიმართ მედიის ბრალდებას, რომ მას "გაზპრომი" აფინანსებს, (ბატონი ლუხტერჰანდტი ტალიავინის კომისიის ერთ–ერთი ექსპერტია). ეს ამბავი ქართულმა საინფორმაციო სააგენტო "ექსპრეს–ნიუსმა" გაავრცელა, ოღონდ რა წყაროზე დაყრდნობით კაცმა არ იცის; თემა ასევე მოიცავს ქართველი პოლიტიკოსების შეფასებებს და საქართველოს კომისიისა და ტალიავინის კომისიის დასკვნების შედარებას. ასევე გამოსაკვლევ თემაში მოხვდა გერმანიის საელჩოს მათივე ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც ქართულ მასმედიას ადანაშაულებს ტალიავინის კომისიის დასკვნის არასწორად გაგებაში და ფაქტების დამახინჯებაში და მოუწოდებს, დაიცვან სიზუსტე და მიუკერძოებლობა, არ იქცნენ რომელიმე მხარედ. 

მოკლედ, ვაკეთებთ 15 წუთიან გადაცემას, სადაც 2 სიუჟეტი და ერთი ინტერვიუ სტუმართან შევა. ჩემი აზრით, საინტერესო გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეს საშინლად დავიღალე (მთელი ერთი საათი პარლამენტში გვჩხრეკდნენ, სანამ შოთა მალაშხიამდე მიგვიშვეს), სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება ჩემთვის ამ სემინარის გაგრძელება. 

იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის ფორუმის გამოტოვება ჩემი სასიკვდილოდ მნიშვნელოვანი "გამაზვა" არაა და ზარატუსტრა მაპატიებს :)) (ზურა, არ დააკომენტარო:))) ). 

see you guys on Thursday and have a nice Forum-days. ;) :P 

P.S. და რაც შეეხება ჩემს  B-day ტორტს... მმმ, ან ხუთშაბათს მოვიტან, ან პარასკევსვე საღამოს :P 

1 comment:

  1. ჩემი აზრით, სასარგებლო საქმეს აკეთებ და ანაც კმაყოფილი დარჩება. დღეს, ვიყავი ფორუმზე ძირითადად, ბლოგებისისა და ინტერნეტ სივრცის პოპულარიზაციას ეთმობოდა სემინარები, რაც ჩვენმა საყვარელმა გიგამ უკვე კარგად გვასწავლაა :)))))) წარმატებებიი ირიი, და ტორტსაც ველოდებით:))))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ