Thursday, October 8, 2009

შარვალი მაგრად შეიკარი, კინჩ! არადა ვინ იცის, რომელ სიფილისიანს ეცვა... :))))))))

კარგა ხანია ასეთი მაგარი შთაბეჭდილება წიგნს ჩემზე აღარ მოუხდენია. "ულისე" ამ ზაფხულს წავიკითხე. წაკითხვამდე კი ავიტანე როგორც ცინიკური კომენტარები (სისულელეა, მოსაწყენია და რა მოსწონს ამ ხალხს, ტიპობენ, არ თქვა მომეწონაო და ა.შ.) ასევე დამამშვიდებელი კომენტარები (კი ვერ გაიგებ, მაგრამ თუ არ გეზარება წაიკითხე :P). 
არადა, ყველას გირჩევთ, ვისაც კარგი იუმორი გიყვართ. წაიკითხეთ :P
ჯერ ერთი სტილი _ დინამიკური, ექსპრესიული, ემოციებით დატვირთული _ არ მოგცემს საშუალებას თვალი წამით მაინც მოაცილო ფურცლებს _ იბნევი იმდენი ვიღაცის ფიქრი გადადის და გადმოდის ერთმანეთში, ვერ გაარკვევ რა შეფასებაა, რა _ რეალობა. ულისე ჰომეროსის "ოდისეას" თანამედროვე პაროდიაა, ოდისეას სხვადასხვა ეპიზოდები აქ სულ სხვა სიტუაციებში, სხვა მოქმედი პერსონაჟებით, აბსოლუტურად სხვა სიუჟეტითაა წარმოდგენილი. ერთადერთი რაც გამაერთიანებელია _ ეს განწყობაა. განწყობაა დუბლინის სასაუზმეში, ძველ კოშკში, სადაც სტივენ დედალოსი და ბაკ მალიგანი ცხოვრობენ.. განწყობა და პაროდია _ ეს ყველაფერი ადამიანების შინაგან კონფლიქტთან, სევდასთან, ამბიციებთან ერთად...
ეს "ულისეა".

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ