Wednesday, October 7, 2009

no wedding? no sex :P

ვითომ უკვე საბოლოოდ გადავჭერით საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტის პრობლემა?
მართლა გულით გამეხარდება, თუ ეს თემა აღარ იქნება აქტუალური თუნდაც ჩვენს 20 კაციან ჯგუფში (თუმცა სამწუხაროდ ეჭვი მეპარება ამაში). მაგრამ ჩვენი 20 კაციანი ჯგუფი მთელი საზოგადოება მაინც არაა.
რატომ არ ვლაპარაკობთ ხმამაღლა ამ ანომალიაზე? რატომ არის ჩვენს "ევროპულ" საზოგადოებაში მიუღებელი, საჩოთირო, ზოგჯერ ირონიული ღიმილის მომგვრელი ეს თემა?
მეორე კურსზე, როცა მარინა ვაშაყმაძე ახალი ამბების ჟურნალისტიკას გვიკითხავდა, ერთ-ერთი ნიუსრუმის დროს, გვკითხა, რომ რა გაწუხებთ დღეს ახალგაზრდებს, რა გაინტერესებს ყველაზე მეტადო. ჯერ სიცილით ვთქვით, ქალიშვილობის ინსტიტუტზე გვინდა დავწეროთო, ხუმრობით, ნუ მერე ეს თემა ერთხმად გავიდა. ერთი რესპონდენტი გვყავდა, ფსიქოლოგი ზურა მხეიძე, რომელიც მართლა გაოცდა, ნუთუ ეს თემა ისევ აქტუალურიაო.
კი, აქტუალურია. მით უმეტეს, როცა ქართველი გოგონების უმეტესობა მომხრეა ამ ტრადიციის შენარჩუნების, "აყვავების და გაფურჩქვნის".
რატომ უნდა იყოს ეს თემა მუდმივად ტაბუირებული?
არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, მაგრამ "ანანოს თაროს" ჩხრეკისას წავაწყდი ერთ ფრაზას, საქართველოში რა დროს ჰომოსექსუალების პრობლემებზე საუბარია, ჯერ ქალიშვილობის ინსტიტუტი ვერ მოგვიშორებიაო (დაახლოებით ასეთი შინაარსის...)
ამ თემაზე დიიიდი პოსტი "პრე-ჯიპას" ხანაშიც მქონდა მიძღვნილი, აქვე დავლინკავ ამასაც მაშინ.

2 comments:

  1. რაღადროს ქალიშვილობაა? მთავარია არ ”გაბოზდეს” ადამიანი თორემ, აბა 15 წლის ასაკში გაუცნობიერებლად ოჯახებს რომ ქმნიან, გგონიათ ეს სიყვარულია? რათმაუნდა სიყვარულიც არსებოს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში SEX -ის გამო ქორწინდებიან,მერე მოსწყინდებათ ერთმანეთ და რჩება უდანაშაულო ბავშვი გაუგებარ სიტუაციასი!!! ასე რომ ”ქალიშვილობის ინსტიტუტი”, მაგარი უაზრობაა!

    ReplyDelete
  2. ზურა მხეიძე ძალიან მიყვარს. მაგ თემაზე მეც ზუსტად ეგ მყავდა რესპონდენტად. ეს ძალიან ინტიმური თემაა, საზოგადოება ამაში არ უნდა ერეოდეს. ადამიანის პირადი გადასაწყვეტია როდის დაიწყოს სექსულაური ცხოვრება: ქორწინებამდე თუ ქორწინების შემდეგ ))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ