Thursday, October 8, 2009
I'm lovin it!
რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარს. ან ვის არ უყვარს ჩიზი, ფრი, კოკა-კოლა და მაკ-ფლარი _ მაკ-დონალდსის მენიუ. თბილისში მაკ-დონალდსის სამივე რესტორანში უამრავ ბავშვს ნახავთ. აქ მათთვის გემრიელი საჭმელიცაა, გასართობიც და სათამაშოც. და ერთი დეტალიც _ ყველა ლანგარს თან ახლავს სარეკლამო ფურცელი, სადაც დეტალურადაა ჩამოწერილი ყველა სენდვიჩის და დესერტის კვებითი ღირებულება. აქვე თანდართულია დიეტაც, თუ როგორ შეგიძლია იკვებო ფასტ-ფუდით ისე, რომ წონაც შეინარჩუნო და ჯანმრთელობაც არ დაიზიანო.
მიუხედავად ამისა, ექიმები მაინც წინააღმდეგები არიან ასეთი ტიპის კვების სხვადასხვა მიზეზების გამო. მაშინ რატომ უწევს მაკ-დონალდსი ასე აქტიურად თავის პროდუქციას პროპაგანდას, რომ ის არათუ უსაფრთხო, სასარგებლოც კია ჯანმრთელობისთვის?
ისე, როგორც ჩემი ერთი მეგობარი ხუმრობით აღნიშნავს, მაკ-დონალდსის ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ყველგანაა და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლია მათი ტუალეტებით ისარგებლო.
მოკლედ, არის თუ არა მაკ-დონალდსის მენიუ სასარგებლო როგორც მოზრდილებისთვის, ისე და მით უმეტეს პატარებისთვის?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ტუალეტზე ვეთანხმები მეგობარს, თუმცა რამდენიმე შემთხვევა ვიცი, სადაც ფასიანია:) სასარგებლო როგორ იქნება ისე, ამ კითხვაზე პასუხი ხომ უკვე იცი ისედაც, მაგრამ მაინც გვიყვარს და რა ვქნათ.
ReplyDeleteან საერთოდ, სადაც არაა :))
ReplyDelete