Thursday, December 24, 2009

ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ზეწოლა მედიაზე _ გაზეთ „ბათუმელების“ ისტორია



როცა ხედავ, რომ ქართულ სპეცსამსახური შეუფარავად, დემონსტრაციულად არღვევს კანონს, ცინიკურად თელავს ადამიანის, ჟურნალისტის ღირსებას, გეჩვენება, რომ შენ უბრუნდები ძლევამოსილი საბჭოთა კგბ-ს ეპოქას.“ _ ნათქვამია გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

25 ნოემბერს, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი, საგამოძიებო რეპორტაჟების ჯგუფის ხელმძღვანელი, თედო ჯორბენაძე სოდ–ის და კუდ–ის თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც რედაქცია ვარაუდობს, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით, ისინი ჟურნალისტის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. თედო ჯორბენაძეს შიშველი მამაკაცების ფოტოები უჩვენეს, უთხრეს, რომ ერთ–ერთი თავად იყო და ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. თედო ჯორბენაძეს ასევე განუცხადეს, რომ ,,გაზეთ ბათუმელების’’ რედაქციით დაინტერესებულნი არიან უცხო ქვეყნების, კერძოდ თურქეთისა და რუსეთის სპეცსამსახურები და რადგანაც ის არის გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი რედაქციაში, მათთან უნდა ითანამშრომლოს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ხელშეუხებელია "ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი". ხოლო "საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან."

ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს მაშინვე გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიუფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელიდათბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, სამოქალაქო სექტორი, ჟურნალისტები, ბლოგერები. ყველაზე ბოლოს განცხადება სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა, რომელმაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურორს რეკომენდაციებით მიმართა.

რაც შეეხება თავად ჟურნალისტების მხრიდან გამოხმაურებას, გაზეთის მხარდამჭერი აქცია 1 დეკემბერს კინოთეატრამირანთანგაიმართა. აქციაზე, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების და ასევე ბლოგერების ინიციატივით მოეწყო, დაახლოებით 100-მდე მონაწილე შეიკრიბა. ჟურნალისტებთან ერთად აქციაზე მივიდნენ უფლებადამცველები და ოპოზიციის წარმომადგენლები. გამოტანილი იყო პლაკატები: „საქმე აღიძრასბათუმელების ზეწოლის ფაქტზე"; თავისუფლება მედიას"; „იდევნება თავისუფალი სიტყვა".

მხარს ვუჭერთ ბათუმელ კოლეგებს, რადგან ხვალ, შესაძლებელია, შანტაჟის მსხვერპლნი ჩვენც გავხდეთ", თქვა აქციის მონაწილე თაზო კუპრეიშვილმა, ბლოგერმა და გაზეთრეზონანსის" ჟურნალისტმა. „ის ფაქტი, რომ აქციაზე ამდენი ადამიანი მოვიდა, იმედს მიტოვებს, რომ ჩვენს სოლიდარობას შედეგი მოჰყვება", დასძინა მან.

მედია–მკვლევარი, ნინო დანელია ამბობს, რომ „ბათუმელების“ მხარდამჭერი აქცია კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ საერთაშორისო კინო–ფესტივალ „პრომეთეს“ სპეციალურად დაამთხვიეს, სადაც მედია ისედაც იქნებოდა. ტელევიზიებისთვის კი აქციის შესახებ არ შეუტყობინებიათ, ესეც შეგნებულად გააკეთეს. მოსული ტელევიზიებიდან აქცია მხოლოდ „პირველმა არხმა“ და „კავკასიამ“ გააშუქა. „იმედის“ ეთერში აქციის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს და მხოლოდ დღის გამოშვებებში თქვეს, ხოლო „რუსთავი 2“–მა მხოლოდ ფესტივალზე გააკეთა სიუჟეტი და არაფერი უთქვამს აქციის შესახებ. როგორც „კურიერის“ პროდუსერი, გიორგი ლაფერაშვილი აცხადებს, მათთვის არავის შეუტყობინებია არც აქციის და არც თვითონ თავდასხმის შესახებ და როდესაც მათ ეს გაიგეს, თემა აქტუალური უკვე აღარ იყო. თუმცა ბათუმელების ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ „ბათუმელებმა“ პრესრელიზი ყველა მედიასაშუალებას გადაუგზავნა, მათ შორის რუსთავი 2–საც. ამ არხის რეგიონული ჟურნალისტი, თეა ვარშალომიძე იმ ბრიფინგზე იმყოფებოდა და შეკითხვაც დასვა, არსებობს პრესკონფერენციაზე გადაღებული ფოტოებიც, რომელზედაც გარკვევით ჩანს მიკროფონი რუსთავი 2 –ის ლოგოთი.

როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დავით პაიჭაძის გადაცემაში განაცხადა, საქმეში "აშკარა შანტაჟის ნიშნებია". "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ იმავე გადაცემაში თქვა, რომ გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ამოსაცნობად წარუდგინეს ფოტოსურათები, თუმცა, მისი განცხადებით, ამ ფოტოებს შორის არ ყოფილა არც ერთი იმ სამ პიროვნებას შორის, რომლებიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის განყოფილების შენობაში გაზეთის ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

თუმცა ეს არ არის გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებზე და ზოგადად, რედაქციაზე ზეწოლის ერთადერთი ფაქტი. როგორც გაზეთის ჟურნალისტი, ნანა კვაჭაძე ამბობს, 2008 წლის ზაფხულში გაზეთ „ბათუმელების“ ელ. ფოსტაზე შემოვიდა წერილი, რომლითაც რედაქციას ატყობინებდნენ, რომ დაზიანებული იყო გაზეთის ვებ–გვერდი და მალე იგივე მოელოდა რედაქციასაც. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ მალე გაზეთის ერთ–ერთ ჟურნალისტს მკვდარს იპოვნიდნენ, „პირში გაზეთგაჩხერილს“. რედაქციამ ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ მიმართა პროკურატურას და ინფორმაცია გაავრცელა მუქარის წერილის შესახებ. ახალი ნომრის გამოსვლის შემდეგ „ბათუმელების“ ელ–ფოსტაზე ახალი წერილი მოვიდა დაახლოებით ასეთი ტექსტით: „თქვენ გგონიათ ამ საქმეს პროკურატურა გამოიძებს?“ მუქარის წერილების ავტორი დღემდე დადგენილი არ არის. ზეწოლა ხორციელდებოდა ასევე ნათია როყვაზეც, ამავე გაზეთის სხვა ჟურნალისტზეც. რედაქციამ მომხდარი ფაქტები პროკურატურას გადასცა, თუმცა პროკურატურამ „რაიმე დანაშაულებრივი“ ვერაფერი დაადგინა, ამიტომაც გამოძიება არც ერთ ფაქტზე არ დაწყებულა.

ნინო დანელიას აზრით, მხარდამჭერმა აქციამ მოიტანა ის შედეგი, რომ „ყველა რეგიონულმა მედიამ დაინახა, თბილისში მათი პრობლემები ძალიან აწუხებთ და სოლიდარობა, მხარდაჭერა აქვთ და მარტონი არ არიან. „ეთერ თურაძემ, გაზეთის რედაქტორმა მითხრა, „ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოთ, ჩვენს გვერდით დადექითო; რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ „შევაწუხეთ“ ხელისუფლება ამ პრობლემის შეხსენებით“, აღნიშნა მან. თუმცა გამოძიება ნელა მიმდინარეობს და როგორც მედია–მკვლევარი ამბობს, ერთი კვირის შემდეგ ისინი აპირებენ წერილობით მიმართონ პროკურატურას, რათა გამოძიება დაჩქარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მათი მხრიდან ამ ეტაპზე რაიმეს თქმა გამოძიებას ხელს შეუშლის.

ეს საკითხი დიპლომატიური კორპუსის დღის წესრიგში უკვე დგას. მათ ოფიციალური წერილები საერთაშორისო ორგანიზაციებში გაავრცელეს. ნინო დანელიას თქმით, „კარგი იყო ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხარით მათაც, რომ ეს არაა მხოლოდ ბათუმელების პრობლემა და ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაცაა“.

Sunday, December 20, 2009

უსტარი ჩემს მეგობარს:))))

მინდა, რომ ჩემს მეგობარს მივწერო წერილი. ნუ რა მოხდა ეხლა თუ ბლოგზე დავდებ, მაინც ორი კაცის მეტი არავინ კითხულობს ამ ბლოგს, მე კიდე მეწერინება, თან ისიც ვიცი, რომ ჩემი მეგობარი წაიკითხავს, მიხვდება რომ მას ვწერ და გაუხარდება. 

მოკლედ, ძვირფასო, რა მინდოდა მეთქვა.. :)))) არა, ასე არ გამოვა. დამავიწყდა რისი თქმა მინდოდა. 

ჰო, ნუ ძირითად სათქმელს გეტყვი კაი? შენც ხომ არ გიყვარს მიკიბვ–მოკიბვები და შესავლიანი სიტყვები. ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ რაც არ უნდა შპაკატში ჩაჯდე, მასოვკა ვარ და შეუმჩნეველიო, ჩემი აზრები პაპსააო და ზარატუსტრას არასოდეს წავიკითხავო, არაა ეგრე! შენც ხომ კარგად იცი, რომ ეგეთი არ ხარ კი არა, ვინ ვინ და ჩვენს შორის შენ უფრო აწვები "სტრანნობას" ვიდრე მე ან სხვა ვინმე :)) ძაან კაია, გეთანხმები, ვერც კი წარმომიდგენიხარ სხვანაირი და ალბათ ამიტომაც ხარ ასეთი ბუნებრივი, სხვა შემთხვევაში სასაცილო იქნებოდი და არც ჩემი მეგობარი, არც მე მეყვარებოდი. (ხედავ რამხელა პრივილეგიაა? :O) 

ჰოდა, ძალიან მინდა ასეთი დარჩე. ო ღმერთო, რომ იცოდე რამდენჯერ მითხოვია ღმერთისთვის, ნეტა სუუულ ცოტა კომპრომისის უნარი და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარი ოდნავ მაინც მიეცი ამ ბიჭს თქო (უი, უკვე გავთქვი ანუ ვისაც ვწერ:))) ), მაგრამ არა! ოღონდ ისეთი კომპრომისი არ მინდა, მერე რო თვითგვემაში გადადის და აღარც შენიშვნის მიცემა მოგინდება კაცს, აღარც კრიტიკა, არც რჩევის მიცემა, ვაფშე არაფერი! არა, ეგეთი არა. აი რამეს რო გეტყვის ვინმე, ჩვეულებრივს და არაფრით გამორჩეულს და ოდნავ მაინც რო არ ეთახმები ისეთს, მაგრამ შენს უსისხლოდ რომ გაატარებ... რა კარგი იქნებოდა! :)))) 

ჰო, ძვირფასო, აი ესაა რაც მინდოდა რომ მეთქვა შენთვის და რასაც ამდენი ხანი გულში ჩუმად ვმალავდი,. (არა ნუ პრინციპში კი არ ვმალავდი, პროსტა ვერ ვაყალიბებდი სათქმელს, ზუსტად არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ეხლა ვიცი და გწერ), ჰოდა ახალ წელს გილოცავ, გენაცვალე კაცი ვარ და შლაპა მხურავსო შენ უნდა თქვა, ჩვენ მარტოები ვხვდებით ახალ წელს, შენ კიდევ გაბედნიერებული და სიყვარულით სავსე! შენი გვრიტობა არ გაიშვა არსად... :)))))) მაგრამ შენი გვრიტობა რო მიხარია, იმიტომ გიწერ ამხელა პოსტს :P

მოკლედ, 4 აბზაცი შემოგწირე, 4 აბზაცი! გეყოფა, თორემ აგივარდება თავში :P არა, ესეც ხუმრობით :)) აი ასე მიყვარხარ :) :* 

Friday, December 18, 2009

რას ვაკეთებთ ჯიპაში და კიდევ რაღაცეები:)) :P

ასეთ უცნაურ ჯგუფში არასოდეს მოვხვედრილვარ _ ყველას სხვადასხვა აზრი აქვს და საკმარისია ერთი სიტყვა ჩააგდო მეტნაკლებად საკამათო, აუდიტორიიდან უნდა გაიპარო, რომ არაფერი მოგხვდეს:)))) 

თუმცა კამათი მართლა საინტერესოა. მით უმეტეს, რომ საგნებიც ხელს გვიწყობს _ ყველგან მოიძებნება ერთი–ორი ჩემნაირი, რომასნაირი ან ზურასნაირი ინტრიგანი, რამე სიტყვა (მაგალითად, პატრიარქი) თქვას, აი მერე იქ იწყება რაც იწყება!:)))

თუმცა ეს ხუმრობით. ისე, ამ ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან, რომ რაც არ უნდა სულელური აზრი იყოს, თუკი ის უმცირესობაშია, მე ყოველთვის მის დასაცავად გამოვდივარ. იმდენად ხშირად მეუბნებიან, რომ ლამისაა დავიჯერო :))) არადა ალბათ მეხუმრებიან, თორემ ეს მართლა არაა ასე, თანაც ასეთ ბავშვურ შეფასებებს 21 წლის ასაკში აღარავინ აკეთებს. 

გუშინ ანიმ დადო ვიდეო facebook-ზე, პატარა და საყვარელი ვიდეოუკაა, დიდი არაფერი, მაგრამ აი ზუსტად ეს ვიდეოა პასუხი ჩემს "ახირებაზე", როცა გამოვდივარ და ყველა უმცირესობის უფლებას ვიცავ _ ეს სამყარო ხომ იმიტომაცაა ასეთი ლამაზი, საინტერესო, მიმზიდველი და ათასი თავგადასავლით სავსე, რომ მრავალფეროვანია _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, მზის ამოსვლასაც ერთნაირად ვხვდებით, ახალი წლის მოსვლასაც ერთნაირი სიხარულით აღვნიშნავთ, მაგრამ განსხვავებული ტრადიციებით. სწორედ ამიტომაც მიყვარს სიცოცხლე, რომ შემიძლია ყოველდღე დავტკბე ამ მრავალფეროვნებით, სამყაროს უსასრულობით, ადამიანების სიჭრელით, წარმოიდგინეთ, რა საშინლად მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ თუნდაც ქართველების გვერდით! მერე რა, რომ ძალიან კარგები ვართ, საყვარლები, (არა, მართლა!) მოგბეზრდება კაცს ეს ერთფეროვნება რა... 

სულაც არ მინდა, რომ ერთ დღესაც გავიღვიძო და ჩემ გვერდით არც ერთი სხვა ეროვნების, სხვა რელიგიის, სხვა იდეების, სხვა სექსუალური ორიენტაციის (ჰა ეხლა ნუ მეცემით:))) ) ადამიანი აღარ არსებობდეს და მხოლოდ ჩემნაირები დადიოდნენ! fuck! :))))) და სულაც არ მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სპეციალურად და ხელოვნურად შექმნას ისეთი ბარიერი, რომელსაც ასეთი ადამიანები ვერ გადმოლახავენ, ერთნაირებთან ცხოვრება ხომ საშინლად მოსაწყენია... 

ჩვენ ალბათ კიდევ დიდხანს (მინიმუმ 2 წლის განმავლობაში) ვიჩხუბებთ, დავაბრალებთ ერთმანეთს, რომ ვართ ფუნდამენტალისტები, რადიკალები, რადიკალი ლიბერალები, ეშმაკის მოციქულები, მემარცხენე მემარჯვენეები, მაგრამ სწორედ ეს იქნება ყველაზე საინტერესო ჩვენს კლასში _ არა, ჩხუბი და თავპირის მტვრევა არა, კამათი, განსხვავებული იდეები, ახალი აზრები, ახალი ემოციები, ადრენალინი და მერე ამ ყველაფრის თავი და თავი _ხმაურიანი გარჩევა ყავაზე და სიგარეტზე ჯიპას კაფეში :)))) 

მოკლედ, ძალიან მიყვარხართ :))))))