მინდა, რომ ჩემს მეგობარს მივწერო წერილი. ნუ რა მოხდა ეხლა თუ ბლოგზე დავდებ, მაინც ორი კაცის მეტი არავინ კითხულობს ამ ბლოგს, მე კიდე მეწერინება, თან ისიც ვიცი, რომ ჩემი მეგობარი წაიკითხავს, მიხვდება რომ მას ვწერ და გაუხარდება.
მოკლედ, ძვირფასო, რა მინდოდა მეთქვა.. :)))) არა, ასე არ გამოვა. დამავიწყდა რისი თქმა მინდოდა.
ჰო, ნუ ძირითად სათქმელს გეტყვი კაი? შენც ხომ არ გიყვარს მიკიბვ–მოკიბვები და შესავლიანი სიტყვები. ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ რაც არ უნდა შპაკატში ჩაჯდე, მასოვკა ვარ და შეუმჩნეველიო, ჩემი აზრები პაპსააო და ზარატუსტრას არასოდეს წავიკითხავო, არაა ეგრე! შენც ხომ კარგად იცი, რომ ეგეთი არ ხარ კი არა, ვინ ვინ და ჩვენს შორის შენ უფრო აწვები "სტრანნობას" ვიდრე მე ან სხვა ვინმე :)) ძაან კაია, გეთანხმები, ვერც კი წარმომიდგენიხარ სხვანაირი და ალბათ ამიტომაც ხარ ასეთი ბუნებრივი, სხვა შემთხვევაში სასაცილო იქნებოდი და არც ჩემი მეგობარი, არც მე მეყვარებოდი. (ხედავ რამხელა პრივილეგიაა? :O)
ჰოდა, ძალიან მინდა ასეთი დარჩე. ო ღმერთო, რომ იცოდე რამდენჯერ მითხოვია ღმერთისთვის, ნეტა სუუულ ცოტა კომპრომისის უნარი და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარი ოდნავ მაინც მიეცი ამ ბიჭს თქო (უი, უკვე გავთქვი ანუ ვისაც ვწერ:))) ), მაგრამ არა! ოღონდ ისეთი კომპრომისი არ მინდა, მერე რო თვითგვემაში გადადის და აღარც შენიშვნის მიცემა მოგინდება კაცს, აღარც კრიტიკა, არც რჩევის მიცემა, ვაფშე არაფერი! არა, ეგეთი არა. აი რამეს რო გეტყვის ვინმე, ჩვეულებრივს და არაფრით გამორჩეულს და ოდნავ მაინც რო არ ეთახმები ისეთს, მაგრამ შენს უსისხლოდ რომ გაატარებ... რა კარგი იქნებოდა! :))))
ჰო, ძვირფასო, აი ესაა რაც მინდოდა რომ მეთქვა შენთვის და რასაც ამდენი ხანი გულში ჩუმად ვმალავდი,. (არა ნუ პრინციპში კი არ ვმალავდი, პროსტა ვერ ვაყალიბებდი სათქმელს, ზუსტად არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ეხლა ვიცი და გწერ), ჰოდა ახალ წელს გილოცავ, გენაცვალე კაცი ვარ და შლაპა მხურავსო შენ უნდა თქვა, ჩვენ მარტოები ვხვდებით ახალ წელს, შენ კიდევ გაბედნიერებული და სიყვარულით სავსე! შენი გვრიტობა არ გაიშვა არსად... :)))))) მაგრამ შენი გვრიტობა რო მიხარია, იმიტომ გიწერ ამხელა პოსტს :P
მოკლედ, 4 აბზაცი შემოგწირე, 4 აბზაცი! გეყოფა, თორემ აგივარდება თავში :P არა, ესეც ხუმრობით :)) აი ასე მიყვარხარ :) :*
უჰ, თვალზე კურცხალი მომადგა :)))
ReplyDeleteასეთები ვართ თუ ისეთები ვართ, მაინც ყველანი რადიკალურად განსხვავებულები ვართ და ალბათ მაგიტომაც ვმეგობრობთ. ჰოდა ახლა ჩხუბის გარეშე ვერ ვიქნებით, მარა მთლად ზედმეტებიც არ მოგივიდეთ ხოლმე :დ
მიყვარხართ ორივე და კიდე ის მათხოვარი ყოველ ღამე 4 ან 5 საათზე მესიჯებით რომ მაღვიძებს და ეგეც რადიკალურად რომ განსხვავდება ჩვენგან :))
გილოცავთ მეც ახალ წელს კროშკებო :* :* :*
მე მაინც მიკვირს, ასე რატომ ვუყვარვარ ადამიანებს. აი, თქვენ, მაგალითად. მარა კაი, ჯანდაბას. ვიმსახურებ და იმიტომ, ვოტ! :)))
ReplyDeleteჰოდა რაც შეეხება აქ დაწერილს, გადავწყვიტე, არაფერი კომენტარი არ გავაკეთო და ამ დუმილით დაგეთანხმო ;)