Friday, December 18, 2009

რას ვაკეთებთ ჯიპაში და კიდევ რაღაცეები:)) :P

ასეთ უცნაურ ჯგუფში არასოდეს მოვხვედრილვარ _ ყველას სხვადასხვა აზრი აქვს და საკმარისია ერთი სიტყვა ჩააგდო მეტნაკლებად საკამათო, აუდიტორიიდან უნდა გაიპარო, რომ არაფერი მოგხვდეს:)))) 

თუმცა კამათი მართლა საინტერესოა. მით უმეტეს, რომ საგნებიც ხელს გვიწყობს _ ყველგან მოიძებნება ერთი–ორი ჩემნაირი, რომასნაირი ან ზურასნაირი ინტრიგანი, რამე სიტყვა (მაგალითად, პატრიარქი) თქვას, აი მერე იქ იწყება რაც იწყება!:)))

თუმცა ეს ხუმრობით. ისე, ამ ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან, რომ რაც არ უნდა სულელური აზრი იყოს, თუკი ის უმცირესობაშია, მე ყოველთვის მის დასაცავად გამოვდივარ. იმდენად ხშირად მეუბნებიან, რომ ლამისაა დავიჯერო :))) არადა ალბათ მეხუმრებიან, თორემ ეს მართლა არაა ასე, თანაც ასეთ ბავშვურ შეფასებებს 21 წლის ასაკში აღარავინ აკეთებს. 

გუშინ ანიმ დადო ვიდეო facebook-ზე, პატარა და საყვარელი ვიდეოუკაა, დიდი არაფერი, მაგრამ აი ზუსტად ეს ვიდეოა პასუხი ჩემს "ახირებაზე", როცა გამოვდივარ და ყველა უმცირესობის უფლებას ვიცავ _ ეს სამყარო ხომ იმიტომაცაა ასეთი ლამაზი, საინტერესო, მიმზიდველი და ათასი თავგადასავლით სავსე, რომ მრავალფეროვანია _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, მზის ამოსვლასაც ერთნაირად ვხვდებით, ახალი წლის მოსვლასაც ერთნაირი სიხარულით აღვნიშნავთ, მაგრამ განსხვავებული ტრადიციებით. სწორედ ამიტომაც მიყვარს სიცოცხლე, რომ შემიძლია ყოველდღე დავტკბე ამ მრავალფეროვნებით, სამყაროს უსასრულობით, ადამიანების სიჭრელით, წარმოიდგინეთ, რა საშინლად მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ თუნდაც ქართველების გვერდით! მერე რა, რომ ძალიან კარგები ვართ, საყვარლები, (არა, მართლა!) მოგბეზრდება კაცს ეს ერთფეროვნება რა... 

სულაც არ მინდა, რომ ერთ დღესაც გავიღვიძო და ჩემ გვერდით არც ერთი სხვა ეროვნების, სხვა რელიგიის, სხვა იდეების, სხვა სექსუალური ორიენტაციის (ჰა ეხლა ნუ მეცემით:))) ) ადამიანი აღარ არსებობდეს და მხოლოდ ჩემნაირები დადიოდნენ! fuck! :))))) და სულაც არ მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სპეციალურად და ხელოვნურად შექმნას ისეთი ბარიერი, რომელსაც ასეთი ადამიანები ვერ გადმოლახავენ, ერთნაირებთან ცხოვრება ხომ საშინლად მოსაწყენია... 

ჩვენ ალბათ კიდევ დიდხანს (მინიმუმ 2 წლის განმავლობაში) ვიჩხუბებთ, დავაბრალებთ ერთმანეთს, რომ ვართ ფუნდამენტალისტები, რადიკალები, რადიკალი ლიბერალები, ეშმაკის მოციქულები, მემარცხენე მემარჯვენეები, მაგრამ სწორედ ეს იქნება ყველაზე საინტერესო ჩვენს კლასში _ არა, ჩხუბი და თავპირის მტვრევა არა, კამათი, განსხვავებული იდეები, ახალი აზრები, ახალი ემოციები, ადრენალინი და მერე ამ ყველაფრის თავი და თავი _ხმაურიანი გარჩევა ყავაზე და სიგარეტზე ჯიპას კაფეში :)))) 

მოკლედ, ძალიან მიყვარხართ :)))))) 

3 comments:

  1. აი მიყვარს ასეთი ირინკა!!!
    ჭკვიანურად აზროვნებ და ბევრმა უნდა მოგბაძოს... ოღონდ უნდა გითხრა, რომ შენნაირები ძალიან ცოტანი არიან, მარტო საქართველოში კი არა, სხვაგანაც უჭირთ მოაზროვნე ადამიანების მხრივ!

    LOVE YOU TOO!!!

    ReplyDelete
  2. შემოგევლე:)
    სადმე მნახე რა... :*
    მოაზროვნეობის რა გითხრა, მაგრამ გემოვნების ამბავია რა :))

    ReplyDelete
  3. ისე, მინდა გითხრა, რომ მეც არასოდეს მოვხვედრილვარ ასეთ უცნაურ ჯგუფში, სადაც ყველა აზროვნებს (თან კარგად), და საინტერესოა ყველაფერზე კამათი. ყველა ამბავი ყველამ იცის და თავისი აზრი შეუძლია გამოთქვას. მერე რაა, რომ ვკამათობთ,( თან ხანდახან გარშემომყოფებისთვის შემაწუხებელ ხმაზე), სამაგიეროდ ჯანსაღი ადამიანები ვართ და კამათის მერე, ერთმანეთზე აზრი არ გვეცვლება, ან უფრო მაღალი აზრის ვხდებით. არაა? :)))))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ