Friday, April 23, 2010

ქალი, რომელსაც ორი საშო ჰქონდა

ხანდახან არის ხოლმე ისეთი დღეები, როცა ვფიქრობ ხოლმე, ამის მეტმა რაღამ შეიძლება გამაკვირვოს, ან რაღაზე შეიძლება რომ ვინერვიულო ხოლმე... ხო არაფერი, მაგრამ ნებისმიერი ხმის აწევაც კი საშინლად მოქმედებს ჩემზე. განა ხასიათს მიფუჭებს, არა, მაგრამ თითქოს ჯინაზე ყველაფერი მიეწყობა ერთმანეთს, ხან კარტრიჯი გაფუჭდება, ხან კომპიუტერი გამოირთვება, ამასობაში ეს დაწყევლილი 7 საათიც მოდის და საბოლოოდ ყველაფერი ეთერზე აისახება. 

შარშანაც ასე იყო. დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ეთერი, მერე ნელ–ნელა გაგვინელდა აღტაცება. ჯერ უფროსმა დაიკიდა რადიო, მერე დანარჩენებმაც. ბოლო დღეებში გამოქცევაზე ვიყავი. 

საშინლად არ მინდა აქაც იგივე დამემართოს. საერთოდ სხვა გარემო იყო, ახლა პირიქითაა ყველაფერი. სუყველა დაძაბული ვართ. სიცილითაც კი ისტერიულად ვიცინით. ძალიან შევეჩვიე აქაურობას და მართლა ყველა კარგად გავიცანი და ძალიანაც მიყვარს სუყველა, მაგრამ რა ვქნა, როცა შენს უფროსს ხედავ რომ აღარ აინტერესებს ის საქმე, რასაც ერთად აკეთებთ და ხვდები, რომ ისიც გაქცევაზეა სამსახურიდან, ადრე თუ გვიან ყველა დაიკიდებს. მე მგონი ეს არაორგანიზებულობა ქართველობის ტოტალური სენია. 

კიდევ გვიან დაიწყო ეს კრიზისი. უფრო ადრე ვვარაუდობდი. და ასეთ კრიზისულ მომენტებში ვფიქრობ, რომ მორჩა, რაც არ უნდა მოხდეს, რეაქცია აღარ მექნება. განა თავს ვარწმუნებ, უბრალოდ თითქოს რაღაც ივსება და მეტი უბრალოდ აღარ ჩადის. ეგრეა.

ნეტავ ეს ეტაპი როდემდე გაგრძელდება. შარშან ამაზე ბევრად უარეს სიტუაციაში ვიყავი, დროშიც უფრო საშინლად ვიწვებოდი და აბა იმ სამსახურში იყო სტრესი თუ იყო. ამიტომაც 4 თვეზე მეტი ვერ გავქაჩე. უბრალოდ აი ბოლო დღეს მივხვდი, რომ მეორე დღეს იქ მისვლა ჩემს ყველა ძალ–ღონეს აღემატებოდა. და აღარც მივსულვარ მეტჯერ. იმ სამსახურიდან ენდი უორჰოლის რეპროდუქცია შემომრჩა ზედ გამოსახული მერლინ მონროთი და კარლო კაჭარავას ერთ–ერთი ნახატი, (მისივე ლექსების წიგნის ყდაზე გადაიტანეს მერე).  ჰოდა, კაჭარავაზე გამახსენდა, ნახეთ რა მაგარი ლექსია, ნეტა ჩემი იყოს: 

დენის დიუჰამელი
თარგმანი ინგლისურიდან - ნანა დიხამინჯია

(ესკიმოსთა მითოლოგიაზე დაფუძნებული პოეზია )


ქალი, ორი საშო რომ ჰქონდა, მუდამ ცდილობდა,
ისინი ქმრისგან დაემალა. ეს რთული იყო,
რადგან ჩვეულებრივი ადგილის ნაცვლად

ხელისგულებში ჰქონდა ორივე. საცდუნებლად,
ქმარს ასოზე ძუძუსთავით ეფერებოდა
ან უკნიდან აყვარებდა თავს.

შორიდან იყო ჩამოსული, იმ ადგილებზე
საუბარი არასდროს სურდა. ქმარი ფიქრობდა,
იქ შეიძინა ასეთი ცოდნა. ბედნიერად ცხოვრობდა ,

სანამ შემთხვევით დაინახა, რომ ქალი
თითებიდან ისე ფსამდა, თითქოს უნდოდა
წყალი პეშვებით დაეჭირა. მაშინ ინატრა -

არ გაეგო, რომ მისი ცოლი, ახალგაზრდა
და ვნებიანი, მოჩვენება ყოფილა თურმე.
მგრძნობიარე სურვილისთვის დრო აღარ იყო -

მოჩვენება თოვლის ქოხში მარტოობას შემოიტანდა.
ამიტომაც კაიაკში დააბა ცოლი და
სახლიდან შორს მოდრეიფე ყინულზე დასვა.

უბრძანა, უკან დაბრუნდიო, მკვდრების სამეფოში,
ქალი - მოძრავ ჩრდილად გაბმული ვერც აქ რჩებოდა,
ვერც ბრუნდებოდა. ზოგი ამბობს,

რომ დღემდე ისმის მისი ტირილი: “ჩემს ქმარს
მე აღარ ვენდომები!” “ჩემს ქმარს მე აღარ ვენდომები!”
მაგრამ არ იცის, ქმარს ისევ როგორ ენატრება

მისი ტყუპი საშოები, როგორ ცდილობს
ეს დაუმალოს თავის ახალ ცოლს. თუმცა
სოფელი პატარაა და ქარივით ვრცელდება ჭორი -

თურმე ახალ ცოლს აიძულებს, სილა გააწნას,
რომ თითების თბილი ჟრჟოლა ისევ შეიგრძნოს და
მერე დიდხანს ქვითინებს მის უნაყოფო ხელისგულებში.

მაგრამ დიუჰამელმა დამასწრო. კიდევ უკეთესები აქვს. მიყვარს ეს პოეტესა. :) 

Monday, April 12, 2010

გაზაფხული:))

სხვისი არ ვიცი და ჩემთან გაზაფხული ზუსტად მაშინ მოდის, როცა კარადას ვალაგებ. 
ძალიანაც ვისიამოვნე ამ პროცესით. ვუყურებ ეხლა ჩემს კარადას და გულით მიხარია:)) აი ნახეთ, პირსახოცები ზევით დევს, მერე შარფები და ქუდები მოდის, სულ ბოლოს მაისურები... მოკლემკლავიანებიც გადმოვიღე უკვე! (სუნ)




აბა ამას ვერ მივხედე, მაგიდის დალაგება მერე იყოს, აღარ მყოფნის მუზა საამისოდ :|






ჰოდა ხვალ 10–ის ნახევარზე ვარ ასადგომი და მგონი ჯობს ეხლა დავწვე და ხვალ ან ზეგ, ან თუნდაც მაზეგ მაგიდას მივხედო... ან რა ჭირს ეხლა მისახედი, ყველაფერი თავ–თავის ადგილზე დევს, იყოს! 


Saturday, April 10, 2010

როცა სინამდვილეს თვალს ვუსწორებ:(


ხომ ვამბობ, ამ ბლოგს მხოლოდ მაშინ ვაკითხავ, როდესაც ყველაზე უბედურად ვგრძნობ თავს მეთქი.

შეიძლება ვიღაცაზე მაგრად მიმართლებდეს კარიერაში, მაგრამ მაინც უბედური ვარ...

რომ იცოდეთ როგორ მშურს ყველაზე გოიმი წყვილების, რომლებიც ერთი ვარდით ხინკლის სახლში შედიან და ერთ ხაჭაპურზე სხედან მთელი დღე... კი დავცინით ხოლმე, მეც კი დავცინი და იმ წუთში მართლა მეცინება, მაგრამ ასეთ მომენტებში გულით მშურს მათი, ისინი ხომ გულით ბედნიერები არიან... :( აი ამათიც მშურს... :((

არც ჩემი უფლებები მინდა, აღარც თანასწორობაზე მაქვს პრეტენზია...:(  ჩემი ყველა ძველი პრეტენზიაც დავივიწყე... :( მაგრამ ყველაფერი ისე მაინც აღარ გამოდის როგორც ადრე იყო... :(((((((

Thursday, April 8, 2010

:)



როგორ მიყვარს ასეთი დღეები.
პრინციპში დიდი არაფერი. გუშინაც გვიან დავწექი. ჯერ რაღაც აპლიკაციას ვავსებდი, მერე ის სთორი დავწერე როგორც იქნა, საქართველოში დემოკრატიის განვითარების თემაზე. (არა, თემა ხო მაგარია itself :D) მერე ვეღარ ვიძინებდი.
დილითაც ადრე ავდექი, შუა გზაში ციცის მესიჯი მომივიდა, ნიკო გაგიცდებათო. ცოტათი გამიხარდა.


ეხლა ვზივარ სამსახურში კომპიუტერთან, გარეთ ცვალებადი მოღრუბლულობაა (მე თვითონ გავზომე :D), ცოტათი გრილა კიდეც. თუმცა ნიუსრუმში თბილა და მყუდროდ ვართ. თან ნიუსებს ვუთვალთვალებ, თან მეგობრებისთვის ონლაინზე ვარ. დღეს შედარებით წყნარი დღეა. ერთი სასიუჟეტო მასალა გვაქვს, ერთი ხვალის თემაც გვაქვს, რომელიც თუ მოესწრო შეიძლება სინქრონებად დღესაც გავიდეს. თან რძიან ყავას ვსვამ, რომელიც უკვე გათავდა. :(





მოკლედ, მომწონს ეს რეჟიმი. რომ შემეძლოს კუს ტბაზე მე ავიდოდი, მაგრამ აბა ნიუსებს მერე ვინ გააკეთებს. მზიკოც ცოდოა, მთელი დღე მონიტორთან, ბრრრრ! :|

საღამოს შეიძლება მე და ზურა "ზაფხულის ღამის სიზმარზე" წავიდეთ. ორი კვირაა "რამე კაი" არ გვინახავს. იქნებ ანიც ავიყოლიოთ, თუმცა დღეს რატომღაც უხასიათოდაა.

მამიდაჩემმა დამირეკა, საღამოს გამოგივლი, სტიპენდია უნდა მოგცეო. რა ტიპია, რაც თსუ-ში ჩავაბარე, იმის მერე "კარგი და ნიჭიერი რომ ვარ", სტიპენდიას მაძლევს ყოველთვიურად. ვეუბნები, უკვე იმდენი შემოსავალი მაქვს, აქეთ მოგცემ სტიპენდიას-მეთქი, მაგრამ არ ესმის. :))

რაღაცნაირად მშვიდად ვარ. ასე მყარად თავი არ მიგრძვნია არასდროს. თუმცა ვიცი, რომ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდება.