Thursday, April 8, 2010
:)
როგორ მიყვარს ასეთი დღეები.
პრინციპში დიდი არაფერი. გუშინაც გვიან დავწექი. ჯერ რაღაც აპლიკაციას ვავსებდი, მერე ის სთორი დავწერე როგორც იქნა, საქართველოში დემოკრატიის განვითარების თემაზე. (არა, თემა ხო მაგარია itself :D) მერე ვეღარ ვიძინებდი.
დილითაც ადრე ავდექი, შუა გზაში ციცის მესიჯი მომივიდა, ნიკო გაგიცდებათო. ცოტათი გამიხარდა.
ეხლა ვზივარ სამსახურში კომპიუტერთან, გარეთ ცვალებადი მოღრუბლულობაა (მე თვითონ გავზომე :D), ცოტათი გრილა კიდეც. თუმცა ნიუსრუმში თბილა და მყუდროდ ვართ. თან ნიუსებს ვუთვალთვალებ, თან მეგობრებისთვის ონლაინზე ვარ. დღეს შედარებით წყნარი დღეა. ერთი სასიუჟეტო მასალა გვაქვს, ერთი ხვალის თემაც გვაქვს, რომელიც თუ მოესწრო შეიძლება სინქრონებად დღესაც გავიდეს. თან რძიან ყავას ვსვამ, რომელიც უკვე გათავდა. :(
მოკლედ, მომწონს ეს რეჟიმი. რომ შემეძლოს კუს ტბაზე მე ავიდოდი, მაგრამ აბა ნიუსებს მერე ვინ გააკეთებს. მზიკოც ცოდოა, მთელი დღე მონიტორთან, ბრრრრ! :|
საღამოს შეიძლება მე და ზურა "ზაფხულის ღამის სიზმარზე" წავიდეთ. ორი კვირაა "რამე კაი" არ გვინახავს. იქნებ ანიც ავიყოლიოთ, თუმცა დღეს რატომღაც უხასიათოდაა.
მამიდაჩემმა დამირეკა, საღამოს გამოგივლი, სტიპენდია უნდა მოგცეო. რა ტიპია, რაც თსუ-ში ჩავაბარე, იმის მერე "კარგი და ნიჭიერი რომ ვარ", სტიპენდიას მაძლევს ყოველთვიურად. ვეუბნები, უკვე იმდენი შემოსავალი მაქვს, აქეთ მოგცემ სტიპენდიას-მეთქი, მაგრამ არ ესმის. :))
რაღაცნაირად მშვიდად ვარ. ასე მყარად თავი არ მიგრძვნია არასდროს. თუმცა ვიცი, რომ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ეს პოსტი ხვალ მზიან ამინდში რომ წავიკითხო დღევანდელ ცვალებად მოღრუბლულ ამინდში დავბრუნდები...
ReplyDeleteფანჯრის რაფაზე შემომჯდარი გოგოს დაწერილს გავს, რომელიც დრო და დრო ფანჯრის მინაზე მტირალა წვიმის წვეთებს აკვირდება და ისევ აგრძელებს წერას....მიყვარს ესეთი გარემოც და აპრილის თვის წვიმაც :)
"სთორი" რა არის, გოგო? :P სად არის შენი მეგობარი ზურიუსი შეგისწოროს :P ამბავი - არ მოგწონს თუ რა?
ReplyDeleteკარგია ეგეთი მამიდა ;)
ravi egre edzaxis is gogo, "irina is stori momitane, momitane..." :S zlivs mivashave :| erti stipendia ar mouciat, davxocav suyvelas:D
ReplyDeleteho, mamida shen unda naxo vapshe reebi uqnia chemtvis:)))) zaan miyvars :*