Saturday, May 8, 2010

* * *

უკვე დავიღალე ერთი და იმავეს ლაპარაკით. რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, თუმცა არც მუდმივად კატათაგვობანას თამაშია სასურველი; რომ არ შეიძლება ერთმანეთის პროვოცირება და რომ განსხვავებულმა აზრებმა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად უნდა იარსებონ; რომ მთავარი პრობლემა უსაქმურობა და უწიგნურობაა, რომ არავის უნდა წიგნში ცალი თვალით მაინც ჩაიჭყიტოს, თვითონ გააკეთოს დასკვნები და არ ენდოს "ავტორიტეტებს"; რომ ავტორიტეტები, კუმირები და ბელადები მხოლოდ გაუნათლებელ მასას ჭირდება და არა განვითარებულ საზოგადოებას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არც აღლუმზე მივარდნა და თითების ტრიალია საჭირო და არც ისევ და ისევ გამოწვევები და პროვოკაციები. მოკლედ რა... 

ძალიან გვიყვარს ეს თეატრი. სუყველას მსახიობობა უნდა ამ ქვეყანაში. ალბათ იმიტომ იქცევიან გამომწვევად, მერე იმიტომ ლაპარაკობენ მთელი დღეები და ღამეები და სხვისი ცხოვრების განხილვაში თავისი მარტო სიკვდილის წინ, ან მაქსიმუმ სიმთვრალეში სადღეგრძელოების დროს ახსენდებათ. 

დავიღალე ამ ყველაფრით. მესმის, რომ ჯერ ძალიან ადრეა და პროფესიონალობამდე და დაღლამდე კიდევ ბევრი მიკლია. მაგრამ დავიღალე ამ უმეცრებით. დღეს ქუჩაში მოვკარი ყური ერთი ქალი ეუბნებოდა მეორეს, "ვინცხას რაცხა წიგნი გამოუშვიაო..." :))) ჟურნალისტების ბრალიცაა, არც ერთ არხზე არ მოუყოლიათ ნამდვილი ამბავი, რა მოხდა, რატომ მოხდა, მარტო ჩხუბს და აყალმაყალს აშუქებენ... 

ჰოდა აღარ მინდა რა. არავის არ უნდა ნამდვილ ამბებში ბოლომდე გაერკვიოს, ბექგრაუნდი მოძებნოს. რატომ უნდა ვიჭყლიტო მე ტვინი ამ ქვეყნის გამო. არ უნდათ და მოკალი! ამ ხალხს ურჩევნია სულ ასე ურჩიოს ერთმანეთს საქმეები, თავიანთი გრძელი ცხვირებით ერთმანეთის ცხოვრება ქექონ, ამ ქვეყანაში ჟურნალისტიკა ტყუილად გადაყრილი ნერვები და ენერგიაა.

ჰოდა აღარ მინდა. სხვა ქვეყანაში მინდა ცხოვრება. სადაც სულ ცოტა მეტი შეგნება მაინც აქვთ. ეს ხალხი მაინც ვერაფერს შეიგნებს. ამ ხალხს ასეთი მძაფრი შეგრძნებებისა და ექსტრიმის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მე კიდე რობინზონ კრუზოსავით მარტო მინდა სადმე კუნძულზე მოხვედრა, პარასკევასთან ერთად.:)))) თუ გინდათ თქვენც წამოდით. ვინც მკითხულობთ, ან არ მკითხულობთ. სულ ერთია. 

3 comments:

  1. ეჰ, ჩემო იმანო, გაქცევა რომ გამოსავალი იყოს, მე ვინ დამასწრებდა...

    ReplyDelete
  2. ცოტა ხანს შეიძლება თავი კარგად იგრძნო, მაგრამ მერე ისე მოგენატრება შენი საცოდავი სამშობლო :( თუმცა, ვინც უცხოეთში მიდის, ძალიან ცოტა ბრუნდება უკან - პირობებს არ უქმნიან, რომ ქვეყანაში დარჩენა უნდოდეთ და ან რამე იმედი ჰქონდეთ.

    ReplyDelete
  3. საქმეც ისაა, რომ არანაირი ილუზია არ მაქვს რომ სხვა ქვეყანაში უკეთესი პირობები დამხვდება ან უკეთესად ვიქნები :D
    აი ქრისტიანიის მაგვარი რამე რომ შეგვაქმნევინა... :)
    :I'mahappydreamer: :D

    ReplyDelete

დააკომენტარეთ