Sunday, May 9, 2010

wonderful week-end

ნეტავ ყველა შაბათ–კვირა ასეთი კარგი მქონდეს.

პირველი და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ორი დღე მზე აცხუნებდა! ისე სასიამოვნოდ, ისე თბილოდა, უკვე ნამდვილი ზაფხულია! 

მერე ის, რომ მე და ანი საყიდლებზე ვიყავით. ფეხსაცმელები ვიყიდეთ და კიდევ ათასი წვრილმანი. 

მერე დაღლილები სახლში მოვედით, თან მარწყვი და ნაყინი მოვიყოლეთ. ჰო, მანამდე დანიურში გავიარეთ და ორი დიდი ყავა ვიყიდე, ერთი მარცვლის, მეორე ჩვეულებრივი, ხსნადი. 

ჰოდა, სახლში დასიცხულებმა ჯერ ვჭამეთ, მერე ნაყინიანი მარწყვი და ცივი ყავა ნაყინით დავაყოლეთ! მმმმ, საოცრება იყო. მერე მე, ანიმ და დიტომ (ჩემი ძმა :P) მენეჯერი ვითამაშეთ. გახსოვთ ეგ თამაში? კამათელს რომ აგორებ, მანქანით რომ დადიხარ, აქციებს რომ ყიდულობ და ზედ კოტეჯებს და ოტელებს რომ დგამ! აუ რა მაგარი იყო, მაგრამ გავკოტრდი!:))))) ანის ოტელში მოვხვდი და თავფეხიანად გამფრცქვნა! მერე ჩემს ძმასთან მოვხვდი და ბანკის ვალი ავიღე. აესე ღარიბდებიან მდიდრები. აქედან დასკვნა: რა კარგია, რომ მდიდარი არ ვარ :D 

მერე ანი გამოვაცილე და გზაში ყველას ჩემს ახალ ფეხსაცმელებს ვახარბებდი. ფეისბუქზეც კი გამოვჭიმე, ბევრი ვიცინეთ:))). 

დღეს კიდევ მე, ანიმ, თეომ და მერიმ თიკოს პრეზენტაციისთვის ვიმეცადინეთ. განსაკუთრებით ფინალი უნდა გამოვიდეს ძაან კაი და რაღაცნაირი, ამაღელვებელი, ჩვენი გათვლებით:)) ვნახოთ რა გამოვა.

ვისეირნეთ კიდეც, სემიჩკაც ვიფურთხეთ. მერე საქანელაზეც გვინდოდა ქანაობა, მაგრამ ჯერ ერთი ბავშვების რიგი იდგა ისედაც, მეორეც _ გაწვიმდა. 

უჰ, ისეთი კარგი შაბათ_კვირა იყო. წინა შაბათ–კვირებზე ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე, რომ ნეტა მალე გავიდეს თქო, მეჩქარებოდა ჯიპაში. ეხლა რატომღაც არა. კიდევ დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ორიოდე დღე. ძაან გადავიტვირთე და საშლად მეზარება სამსახური :((((( განსაკუთრებით რაც მზე გამოვიდა. საერთოდ არ ვარ მუშაობის ხასიათზე. :( :ჭრიჭინა: :))


No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ