Tuesday, June 1, 2010

როგორ აღმოვაჩინე ღმერთი


მახსოვს, როგორ აღმოვაჩინე პირველად ღმერთის არსებობა. 6 თუ 7 წლის ვიყავი, როცა ზაფხულში ჩემს სოფელში ვისვენებდი. ერთხელ, საღამოს, არც კი მახსოვს რა ხდებოდა, გარეთ უბანში ვიყავით ბავშვები შეკრებილები და ვთამაშობდით. წარმოდგენა არ მაქვს, უცებ რატომ მომინდა ამის თქმა, მაგრამ ჩემს ერთ–ერთ თბილისელ მეგობარს, რომელიც ჩემთან ერთად ისვენებდა ხოლმე, ჩავუჩურჩულე, რომ ერთ–ერთ გოგოს და იმის დას ტილები ჰყავდა. ამ ჩემმა მეგობარმა სხვას უთხრა, იმან კიდევ სხვას და ეს ამბავი 15 წუთში სუყველამ იცოდა იმ ორის გარდა. რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ, რას ვჩურჩულებდით, ჰოდა ერთ–ერთმა უთხრა. ისიც დააყოლა, რომ მე ვთქვი პირველად. ძალიან შემრცხვა. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ ამბიდან 10 წუთიც კი არ იყო გასული, რომ ბალახებში გველი დავინახე. შიშისგან ლამის გული წამივიდა. 

ჰოდა ღამე, როცა დავწექი, ვფიქრობდი, რომ ღმერთმა დამსაჯა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამ ბავშვებს მართლა ჰყავდათ ტილები თუ არა, არ უნდა მეთქვა. მით უმეტეს, რომ არც მე მომიგია ამით რამე და არც _ იმათ. 

დღემდე, როცა მორიგ კამათში ვყოფ ცხვირს, სადაც ღმერთის არსებობა–არარსებობის საკითხს განიხილავენ და ათეისტები ცინიკურად ხითხითებენ, აგნოსტიკოსები ჩუმად არიან, მორწმუნეები კი ფანატიკოსობენ, მე ეს ამბავი მახსენდება. 

ვინ იცის, ის გველი ეხლა როგორ დამენახვება. 

5 comments:

  1. WOW!!!
    ირი, რა მაგრად დაწერე. ჰოდა, ღმერთი რომ არსებობს, ამას ჩემი მტკიცება არ უნდა, თუმცა რატომაც არა :)))
    მეც სულ მეფიქრება ასეთ რაღაცებზე, იმიტომ, რომ არ არსებობს სამყარო თავისით შექმნილიყოს და ცხოვრებაც ასე ატომურ-ფიზიკურ-ქიმიურად მიმდინარეობდეს. ამ ფიზიკა-ქიმიაშიც ღმერთია და თავისთავად არაფერი ხდება. იცი, რა ჭკვიანი ხარ, რომ ის გველი დღემდე გახსოვს? VERY VERY SMART!
    I LOVE YOU EVEN MORE NOW!

    ReplyDelete
  2. egrea, cheshmaritebebei martivad sheicnoba :)

    ReplyDelete
  3. ღმერთი არა ისა :)

    ReplyDelete
  4. სოფი, ეხლა მივხვდი რომ შენს კომენტარებს ყველაზე სულმოუთქმელად ველოდები:)):*:* love you, too:*

    ReplyDelete
  5. ის კი არ უნდა იფიქრო, აღარ დამენახვოსო, უნდა ინატრო, რომ დაგენახვოს, რომ უკეთესი გახდე :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ