Tuesday, July 6, 2010

ცუდი პოსტი

არ მიყვარს, როცა თავი უნდა მოვაჩვენო ყველას, ვითომ ყველაფერი რიგზეა. დამღალა ძლიერი ტიპის თამაშმა. ვაკვირდები, ადამიანები ყოველთვის ისეთს აღგიქვამენ, როგორიც თვითონ უნდათ. როცა ცოტა სხვანაირად მოიქცევი და ან ცინიკოსობას იწყებენ, ან გიკიდებენ. როცა რამე სისულელეს მაბრალებენ, ერთი სული მაქვს ბოდიში მოვიხადო და ამ თემაზე ლაპარაკი იქვე შევწყვიტო. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მართლება უნდა დავიწყო, რაც სასტიკად არ მიყვარს და ყოველთვის მეზარება. სულ ერთია, მაინც მე გამოვდივარ ცუდი, ფეხებზემკიდია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. მაინც ისე გამოდის, თითქოს ვიღაცას ვჩაგრავ და ვიღაცაზე მეტობის პრეტენზია მაქვს. ამიტომ, ასე რომ არ გამოვიდეს, ჯობს გავჩუმდე.

არადა დავიღალე სხვისი ტიპის თამაშით. თუმცა მაინც არავინ მიცნობს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ. არ მიცნობს რა, არც უნდათ დანახვა.
დავიღალე თავის მართლებებით, რომ არ ვარ ასეთი და ნუ მაბრალებენ. მაინც არ მისმენენ.
სულ ერთია ყველაფერი უკვე. აღარ მაინტერესებს მერე რა მოხდება.

1 comment:

  1. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, როცა ადამიანს ვინმე ეტყვის, სულელი ხარ და მასაც ეწყინება, ესე იგი, მართლა სულელი ყოფილაო. მთავარია შენ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, იცოდე როგორი ხარ და სხვები რას იფიქრებენ, ძალიან უმნიშვნელოა.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ