Tuesday, July 27, 2010

სამსახური

შვებულებამდე 3 დღეა დარჩენილი. ორი კვირის წინ მზიკა სკამზე დადგა და ხმამაღლა გამოაცხადა, ხალხნო, 2 კვირაღა მოვუთმინოთ ერთმანეთს და მერე სუყველას გვეშველებაო. ჰოდა ვზივართ ახლა ჩუმად, ცოტათი კონდიციონერი ზუზუნებს (ან კომპიუტერებია) და ყველა ჩვენ-ჩვენს მონიტორებს მივჩერებივართ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება არ ყოფილა, ძალიან ბევრი რამე პირველად მაინც აქ გავიგე:
1. პირველად გამიფორმეს ხელშეკრულება.
2. პირველად მაქვს 100 ლარზე მეტი ხელფასი :)))
3. პირველად მაძლევენ შვებულებას.
4. პირველად დამაქვს ლანჩი სამსახურში და ჭკუაზე არ ვარ ისე მომწონს ჩემი ცისფერი კონტეინერი თავისი ცისფერი ჩანგლით. (ნუ ეს გვიანდელი გამოცდილებაა, მაგრამ მაინც პირველად აქ გამოიცადა).
5. პირველად ვმეგობრობ უფროსებთან. (შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ მაინც, იყოს:P)
6. პირველად ვყიდულობ სახლისთვის და ოჯახისთვის საჭირო რაღაცებს რეგულარულად.
7. პირველად ვიხმარე ტიბისის ბარათი. (ნუ ზოგადად ბარათი ხელფასისთვის).
8. პირველად აღარ ვთხოვ დედაჩემს (რაც სამსახური დავიწყე) ყოველდღე ფულს. ისიც გადაეჩვია სხვათა შორის მოცემას. (იმედია სულ ასე გაგრძელდება!)
9. პირველად ვისესხე ფული "ხელფასამდე".
10. და ბოლოს, ტატაამ: პირველად მივდივარ ზღვაზე ჩემი საკუთარი ფულით! და საერთოდ, ჩემი ფულით პირველად ვისვენებ!

მოკლედ, კარგია სამსახური. რაღაც დიდი მგონია საკუთარი თავი და მომწონს ეს ახალი ამპლუა. :P შვებულებამდე 3-ნახევარი დღე დარჩა, პრინციპში უკვე სამი და ერთი სული მაქვს გავიქცე. სამსახურში ორი დღეა ქუსლებით დავკაკუნობ და თავი ვიღაც მგონია:)))))
სანამ სულ გამირეკია, ეს სამუშაო დღეც მალე უნდა დამთავრდეს!

1 comment:

  1. აუუ მაგარია, მეც იგივე განცდები მაქვს ზუსტად :))) და პირველად ვარ ისეთ ადგილას კიდე რო სახლში წასვლა არ მეჩქარება და ისე გადის დღე რო ვერ ვიგებ. მარა ამდენი ხნის მუშაობამ თავისი ქნა და მეც მაგრად ველოდები როდის გავა ეს სამი დღე.
    პროსტა ამის შემდეგ რაღაც საშინელი სამსახური ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მქონდეს, აი ისეთი დიდები რო მუშაობენ და შენნაირი ცანცარის ხასიათზე არავინ რო არაა. ალბათ ეგეთ სამსახურში არასდროს არ ვიმუშავებ, ნუ იმედი მაქვს :))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ