Saturday, October 9, 2010

one more discover in my brain! :))

ამ ბოლო დროს სიცივეში მგონი ტვინი გამეხსნა. ბევრ რამეზე ვფიქრობ. კიდევ ერთი რაღაც აღმოვაჩინე: არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, მთავარია რას ლაპარაკობ. სწორედ ესაა მედიის, PR-ის და კიდევ საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი გასაღები. მაგრამ არა მარტო სამსახურში.

მაგალითად, დედაჩემი როგორც უწესრიგო, აბდაუბდა, დაულაგებელ ადამიანს მიცნობს, რომელსაც შეუძლია ნაგავში თავისუფლად იცხოვროს. არადა, პრინციპში არ ვარ ეგეთი. ზუსტადაც რომ არ შემიძლია ნაგავში (ანუ მტვრიან ნივთებში, დაულაგებელ მაგიდასთან და კარადასთან ერთად) ცხოვრება. როგორც წესი კვირაში ერთხელ მომივლის და ძირფესვიანად ვალაგებ ყველაფერს, რასაც სჭირდება, ან არ სჭირდება. მერე მსიამოვნებს სუფთა ოთახის და სახლის ყურება. უწესრიგო რომ ვიყო ჩემი დესკტოპიც მუდმივად არეული იქნებოდა, ფოლდერები ზოგი ცარიელი, მოუწესრიგებელი. აბა რომელიმემ შეიხედეთ ჩემს ლეპტოპში! ყველაფერი იდეალური სიზუსტით მაქვს დახარისხებული: ფოტოები ადგილების და დროების მიხედვით, დოკუმენტები სასწავლებლის, სამსახურის და ჩემი პირადი, მუსიკა ჟანრების მიხედვით, მოკლედ, არც თუ ისე გამოუსადეგარი ვარ.

განა ეგაა მარტო, მაგალითად ანის როგორც წესი ყველა არაპუნქტუალურ ადამიანად ვიცნობთ. ეს იმიტომ, რომ ერთხელ ვიღაცამ თქვა, (შეიძლება თვითონვე) და ამის მერე რაც არ უნდა ადრე მოვიდეს, ანი მაინც ყველგან აგვიანებს. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩემი მეგობრებიდანვე, მაგალითად ზურას სულ პაპსას ვეძახი, მაგრამ იმდენად უცნაურია, რომ ხანდახან ზედმეტიც მოსდის ხოლმე, მერი ყოველთვის შტერ და დაბნეულ ბავშვად გამოგვყავს, მაგრამ არც მთლად ეგრეა საქმე, ეტყობა ეს ქერათმიანი სულელი ქალის დიდი სტერეოტიპი ძლიერად მოქმედებს...

მოკლედ, აქედან დასკვნა: არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ. სულ რომ ყირაზე გადახვიდე, ცოტა ვინმე შეამჩნევს, სინამდვილეში როგორი ხარ. მთავარი ორატორული ნიჭია, შენს თავზე ისე ილაპარაკო, ისე წარმოაჩინო, რომ ყველას ასეთი ეგონო. ეგონები კიდეც, მთავარია როგორ ლაპარაკობ. :P

2 comments:

  1. კი, კი, ეგრეა!!! მთავარია შენ როგორ იმიჯის შეიქმნი და მერე ყველას ისეთი ჰგონიხარ. სერიოზულად, ადამიანს რომ უთხრა, შავი თვალები მაქვსო და ამ დროს ლურჯი გქონდეს, სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ გადაარწმუნებ, რომ შავი თვალები არ გაქვს, თან სულ რომ თვალებში გიყურებდეს. პირადი გამოცდილებიდან ვიცი :დ

    ReplyDelete
  2. გაგიხსნია მთელი საიდუმლო და გამოგიაშკარავებია ბლოგზე ერისა და მამულის წინაშე :)))))))))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ