Sunday, February 20, 2011

If my dreams come true :P

რას ვიზამდი, ყველაფრის გაკეთება და ყველა ოცნების ახდენა რომ შემეძლოს? 

არ ვგულისხმობ ისეთ ოცნებებს, სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში რომ იჭრება, აი უბრალოდ, როგორ წარმომიდგენია ჩემი იდეალური მომავალი?

შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს და ფანტაზიის ნაკლებობა და გონებაშეზღუდულობაც დამაბრალოს, მაგრამ არა უშავს. აი ჩემი ოცნებებიც:

მინდა ვიცხოვრო ზღვისპირა ქალაქში.
მყავდეს ოჯახი და დიდი ძაღლი.
ყოველ შაბათ–კვირას ჩემი სახლი სავსე იყოს ჩემი მეგობრებით, რომლებსაც ჩემივე გაკეთებული კერძებით და ღვინით გავუმასპინძლდები.
ვაკეთებდე დოკუმენტურ ფილმებს, ისეთებს, როგორიც დისკოვერიზე ან ბიბისიზე გადის.
შესაბამისად, ვმოგზაურობდე ბევრს.
სულაც არაა აუცილებელი მაინცდამაინც "ჰილტონის" სასტუმროს ვბრონავდე, მაგრამ ვმოგზაურობდე საზღვარგარეთ.
მქონდეს დიიიდი ბიბლიოთეკა.
მყავდეს ნიჭიერი და ლამაზი შვილები. ( :D)
არ მეზარებოდეს დილაობით სირბილი!!!!
არ მყავდეს მელოტი და დაბალი ქმარი :))))))
ჩემს სახლს ჰქონდეს ტერასა და წინ ბაღი, ერთი ვაშლის ხით მაინც.
ყველა ოჯახურ და ტრადიციულ დღესასწაულზე შევძლოთ შეკრება მთელმა ოჯახმა. (ეს, სხვათა შორის, მე და ჩემმა ძმამ მოვიფიქრეთ, რომ რაც არ უნდა გვეზარებოდეს, ახალი წლის ღამე სულ ერთად გავატაროთ ხოლმე, როცა დავბერდებით და ჩვენი შვილები გასართობად წავლენ).
რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ 14 იანვარს მე, სალომე და ანი ერთად ვხვდებოდეთ, ოღონდ მარტო ჩვენ სამნი, გოგოები, არავითარი ქმარი, შვილი და დამსწრე საზოგადოება. 
დიიახ, აი ასე!;)
ასევე რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ ზაფხულს მე და ჩემმა დაქალებმა ყოველთვის უნდა მოვიწყოთ დასვენება, მარტო ჩვენ რომ მივდიოდეთ, ასევე დამსწრე საზოგადოების გარეშე.

სულაც არაა ისეთი სურვილები, რომელიც არასოდეს განხორციელდება. მგონი, საკმაოდ რეალური ოცნებები მაქვს. :)))))
თქვენ რაზე ოცნებობთ? 

5 comments:

  1. ქმრის გარეშე დასვენებას ვერ ვუდებ მუღამს, მითუმეტეს წლების შემდეგ. რავიცი რა იქნება მომავალში ...

    ReplyDelete
  2. ჰმმ, იმდენად, რამდენადაც, მე არ მყავს ქმარი, აქედან გამომდინარე ვერ წარმომიდგენია, სულ ერთ ადამიანთან როგორ შეიძლება რომ ვიყო, დასვენების პერიოდშიც კი :| რავი, შეიძლება change my mind whenever :)

    ReplyDelete
  3. მე ვოცნებობ, რომ მრგვალი მაგიდა მქონდეს სახლში :)))) იმიტო, რომ სტუმრები რომ მოვლენ დავჯდეთ, წითელი ღვინო დავლიოთ და ბევრი ვისაუბროთ რაღაც ”ზოგადსაკაცობრიო” თემებზე, კიდე მინდა, რომ ჩემს ბიჭს რომ ვეჩხუბები ჯონ ლენონის jelous guy მიმღეროს :))))))) (ნუ ეს ალბათ აუხდენელი ოცნებაა) და კიდევ მინდა რომ როცა მე და ჩემი ქმარი დავბერდებით და სექსი აღარ გვექნება დავჯდეთ და მოსაწევი მოვწიოთ ბუხართად ყოველ საღამოს :)))

    ReplyDelete
  4. აუუუუ მრგვალი მაგიდა მეც მინდა, გამომრჩა!!!:)))))
    ბებოსთან გვქონდა ეგეთი მრგვალი მაგიდა, ხის, დიიიდი, აუ რა მაგარი იყო, საღამოობით მთელი ოჯახი შემოვუსხდებოდით ხოლმე, ლიმნიან ჩაის ვსვამდით და ამის პატრონმა რა ქნას ვთამაშობდით ხოლმე, რა კაი იყო....
    შენი ოცნებებიც მომწონს!:))

    ReplyDelete
  5. მეც მინდა ყველაფერი ეს, რაც ჩამოთვალე: ზღვისპირა სახლი, წყლისპირაც მოსულა, სადმე მდინარეზე ან ტბაზე... მელოტი და დაბალი ქმარი ხომ, საერთოდ, ღმრთმა ყველას გვაშოროს!!! :ლოლ: ეს დაქალებთან ერთად დასვენების ჰასაკიდან აშკარად გამოვედი და ვეღარ ვამუღამებ.
    აგისრულდება, ირი, შენც ხომ იცი. კაკ მინიმუმ, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასვლა ყველაზე რეალურია ცხოვრებაში :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ