Wednesday, March 2, 2011

winter is over, at last!

ბოლოსდაბოლოს ზამთარიც გავიდა. დაკვირვებული ვარ, ყოველი წლის თებერვალში ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. წელს, მაგალითად, მთელი თვე უფულო, უმუშევარი და უსაქმური ვიყავი. შარშან _ ჩუტყვავილით და ა.შ. მოკლედ, გამოფიტვის და ყველანაირი დარტყმების თვეა.




აი ბატონო, მარტი! პირველივე დღეს ჯერ ერთი ვაკანსიიდან დამირეკეს, მერე, მეორედან მომწერეს. ადენაუერის ფონდიც გაცოცხლდა, 15–სთვის სტიპენდია ჩამომივა! (უჰჰ, გული მინათდება ხოლმე, როცა ადენაუერის ფონდი მახსენდება, რომ არსებობს:D).

ჰოდა, ამ ორი შანსიდან ერთი ძალიან მინდა რომ გამოვიდეს, მეორე კი, იმ შემთხვევაში, თუ პირველი არ გამოვიდა. რა არის? ჯერჯერობით არ ვიტყვი, არ დავითარსო, ვა! :O

can you hear the smell of the leafs?
მთავარი ისაა, რომ ამდენი წვიმის მიუხედავად ჩემს ტვინში ჩიტებმა უკვე დაიწყეს ჭიკჭიკი, ჭრიჭინებმა ჭრიჭინი და ბაყაყებმა? მმ, არაა, ბაყაყი მე ერთი ვიცი მარტო საყვარელი, ისიც პრინცი. ისიც, თუ კოცნა გავრისკე. ბრრრ, ბაყაყის კოცნა, მიდი და გარისკე. :|

ვხუმრობ, უკვე 22 წლის ვარ, რაღა დროს ბაყაყია. ჩემი უკანასკნელი შანსი, რამდენიმე წლის წინ ზაფხულში შემოაკვდა ჩემი ბიძაშვილის ცოლს შემთხვევით. :))) ტუალეტის კარებში მოაყოლა. აფსუს, რა სამეფო გვირგვინი გავმაზე.

ბუკიას ბაღში რომ ხეები მწვანდება, საირმეზე ორი თუ სამი ცალი ნუში ყვავდება და მეტროს ჩასასვლელთან მინდვრის ყვავილებს დააწყობენ ხოლმე გასაყიდად, ეს იმის უეჭველი მანიშნებელია, რომ გაზაფხული მოვიდა.

ჰოოდა, ნელი ფურტადოსავით, I'm like a bird, go ahead spring. ვზივარ და მახსენდება აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების სიაც, რომელიც წელს უნდა გამეკეთებინა. მათ შორის ის იყო, რომ უფრო კეთილი და კარგი გავმხდარიყავი. რამე ცვლილებას ატყობთ? :S კიდევ, ვარჯიში უნდა დამეწყო... მაგრამ ჯერ ამინდი არ გამოსულა წესიერად, ფიტნეს–კლუბის აბონიმენტის ფულს დედაჩემს ნამდვილად ვერ და არ ვთხოვ (პრინციპის ამბავია, აუცილებლობის და ფუფუნების ამბავში). მოკლედ, ბევრი რამეა სამსახურზე დამოკიდებული.

აი, ეს ჩიტები მყავს ტვინში:))))
არ გეჩვენებათ ისე, რომ ძალიან ბევრს ვწუწუნებ სამსახურზე?? მგონი, enough! ბოლოსდაბოლოს, გაზაფხული მოვიდა და ტვინში ჩიტები თბილი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ! :ჭიკჭიკ:

5 comments:

  1. მთელი ზამთარი ვწუწუნებდი "ნეტა მალე გავიდეს-მეთქი" :/ ხოდა როგორც იქნა ამიხდა სურვილი :) გაზაფხულს სუნით ვცნობ, ოღონდ ჯერ ვერ ვიგრძენი.
    ფურტადოს ეგ სიმღერა ადრე მიყვარდა ძალიან.2000 წლის ყოფილა :ო

    ReplyDelete
  2. ჰო, ჩემს განწყობას შეესაბამება ხოლმე ხშირად ეგ სიმღერა და ალბათ იმიტომ მიყვარს :))
    ეჰ, მარ, ნეტა ეგრე გვიხდებოდეს ყველა სურვილი, ეგ ხომ გარდაუვალია :P

    ReplyDelete
  3. ვაიმეე, რა კარგია. გაზაფხულთან ერთად ვიღვიძებ და ვცოცხლდები. მერე რა, რომ ცუდი ამინდია? მთავარია ზამთარი უკვე წავიდა და აწი ყველაფერი კარგად იქნება :D

    ReplyDelete
  4. და თბილისი–ბორჯომის 2 ლარიანი მატარებლის, ავტოსტოპის და პახოდის დრო დგებააა!! (სუნ)

    ReplyDelete
  5. რა თბილი პოსტია..
    მმ.. <3

    ReplyDelete

დააკომენტარეთ