ეს ქალი ამბობს, რომ როცა ქმარი ეჩხუბება, რატომღაც ჰგონია, რომ ეს მისი ოსური წარმომავლობის გამო ხდება. |
ჰოდა, გაირკვა, რომ 8 მარტი მარტო 80 ქალს მიულოცეს. ნუ, ჰა–ჰა, მაქსიმუმ კიდე 80–ს, სულ 160–ს. საქართველოში 160–ზე გაცილებით მეტი ქალი ცხოვრობს. 8 მარტს ჯიპელები ერგნეთისკენ წავედით და გზად სოფლებში გავნაწილდით. სოფელ შინდისში ვნახეთ ქალები, რომლებიც სოფლის გაუსაძლის პირობებში ცდილობენ, ხალისი შეინარჩუნონ და ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ერთად ცდილობენ; დღისით ყველა მუშაობს, ხელები გაშავებული და გაუხეშებული აქვთ, ზამთრობით ოჯახებთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობენ, სადაც ერთი ღუმელი უდგათ; აცვიათ ძველი, უხეში და ფერდაკარგული ფეხსაცმელები და იმ გლამურული პრეზენტაციების შესახებ, რომელსაც გუშინ მე დავესწარი, მხოლოდ პატარა ჯადოსნური ყუთების მეშვეობით იგებენ, რომელსაც ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები უშვებენ. რომლებიც თავის მხრივ, მხოლოდ 80 გამორჩეულ ქალბატონს აჯილდოებს ყოველწლიურად, გაურკვეველია რისთვის. ალბათ მაღალი ქუსლებისთვის, მოვლილი ხელებისთვის, სურნელოვანი კანისთვის... მიუხედავად იმისა, რომ არც ძვირფასი სამკაულები ჰქონიათ ოდესმე და არც _ ფრანგული სუნამოები, ეს შინდისელი ქალები მოუთმენლად ელიან საღამოს, როცა იმ დღის რუტინულ სამუშაოს მოითავებენ, რომ მერე ერთად აღნიშნონ 8 მარტი ყველანაირი მომხიბვლელი წამყვანის, საჩუქრების, ქუსლებისა და ფურშეტის გარეშე.
ნახეთ, რა ლამაზია ეს ბავშვი:) |