Tuesday, March 8, 2011

women from conflict-zone

  გასაოცარი პროფესია ავირჩიე. ერთ დღეს სად ვარ, მეორე დღეს _ სად. ამას წინასწარ ვერასდროს ვსაზღვრავ. გუშინ "რედისონში" ერთ–ერთმა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ქალებს 8 მარტი განსაკუთრებულად მიულოცა და დიდი და "დასტოინნი" პრეზენტაციაც გამართა. პრეზენტაცია რაღაც ახალ ეკო–პროდუქტს შეეხებოდა (კსტაწი, ეგ სტატია დასაწერი მაქვს, რა კარგ დროს გამახსენდა!), რომელსაც ქართველი დიასახლისების გაუსაძლისი ყოფა უნდა შეემსუბუქებინა და ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად, ქალების პრობლემებიც უნდა გადაეჭრა. ვინღა არ შეიკრიბა ამ პრეზენტაციაზე! მით უმეტეს, რომ ამ კომპანიამ 80 ყველაზე წარმატებული ქალის დაჯილდოება განიზრახა. ნუ, გლამურული რაღაცა სანახაობა!
ეს ქალი ამბობს, რომ როცა ქმარი ეჩხუბება, რატომღაც
ჰგონია, რომ ეს მისი ოსური წარმომავლობის გამო ხდება.
 კაბები, მაღალი ქუსლები, ძვირფასი სუნამოები, კილომეტრიანი ფურშეტი, შამპანურის ბოკლები (სადაც გაურკვეველი სითხე ესხა, მე ფორთოხლის წვენი მეგონა და ნახევარი ჭიქა რომ დავცალე, მივხვდი რომ ვთვრებოდი), იქ საჩუქრები, წამყვანად შარმიანი და უზადო ლევან ხურცია... ნუ მოკლედ პეროების ფრიალი! (ეს ჰონორარი რას არ გაგაკეთებინებს უხელფასო სტუდენტს!)

ჰოდა, გაირკვა, რომ 8 მარტი მარტო 80 ქალს მიულოცეს. ნუ, ჰა–ჰა, მაქსიმუმ კიდე 80–ს, სულ 160–ს. საქართველოში 160–ზე გაცილებით მეტი ქალი ცხოვრობს. 8 მარტს ჯიპელები ერგნეთისკენ წავედით და გზად სოფლებში გავნაწილდით. სოფელ შინდისში ვნახეთ ქალები, რომლებიც სოფლის გაუსაძლის პირობებში ცდილობენ, ხალისი შეინარჩუნონ და ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ერთად ცდილობენ; დღისით ყველა მუშაობს, ხელები გაშავებული და გაუხეშებული აქვთ, ზამთრობით ოჯახებთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობენ, სადაც ერთი ღუმელი უდგათ; აცვიათ ძველი, უხეში და ფერდაკარგული ფეხსაცმელები და იმ გლამურული პრეზენტაციების შესახებ, რომელსაც გუშინ მე დავესწარი, მხოლოდ პატარა ჯადოსნური ყუთების მეშვეობით იგებენ, რომელსაც ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები უშვებენ. რომლებიც თავის მხრივ, მხოლოდ 80 გამორჩეულ ქალბატონს აჯილდოებს ყოველწლიურად, გაურკვეველია რისთვის. ალბათ მაღალი ქუსლებისთვის, მოვლილი ხელებისთვის, სურნელოვანი კანისთვის... მიუხედავად იმისა, რომ არც ძვირფასი სამკაულები ჰქონიათ ოდესმე და არც _ ფრანგული სუნამოები, ეს შინდისელი ქალები მოუთმენლად ელიან საღამოს, როცა იმ დღის რუტინულ სამუშაოს მოითავებენ, რომ მერე ერთად აღნიშნონ 8 მარტი  ყველანაირი მომხიბვლელი წამყვანის, საჩუქრების, ქუსლებისა და ფურშეტის გარეშე. 

ნახეთ, რა ლამაზია ეს ბავშვი:) 
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. გასაგებია ეს ვარდები (ჩემმა ერთ–ერთმა ფრენდმა დაწერა ფეისბუქზე, რომელიც დანახვისთანავე მომეწონა), მაგრამ who cares for rights? ვინ ზრუნავს ქალების უთანასწორო შრომაზე, მათ უფლებებზე, მათ ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზე, არჩევანის თავისუფლებაზე? ვინ კითხავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქალებს? 

4 comments:

  1. ჯიპაში სწავლობ? : ))

    სააკაშვილმა დახმარებები 200ლარს ზემოთ ვინც დახარჯა იმ ოჯახებს დაურიგა, ნაცვლად უფრო მოკრძალებულად მცხოვრებებისა და რა გასაკვირია მოვლილ ქალბატონებს თუ აჯილდოვებენ ნაცვლად იმათი, ვისთვისაც ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა...

    ReplyDelete
  2. ჰო, ჯიპელი ვარ :) დღეს ძალიან დავიგრუზე, აი ძაან :(

    ReplyDelete
  3. ასეთ მოსაზრებებს რომ ვისმენ, რატომღაც ყოველთვის კარგი განცდა არ მეუფლება, უფრო სწორედ, მუდამ ვფქიქრობ, რომ ისინი, ვისაც ბევრი აქვს და საკმაოდ წარმატებულნი არიან თავაინთ საქმიანობაში, მხოლოდ იმიტომ არ უნდა ვაკნინოთ, რომ სხვა ღარიბი ადამიანებიც არსებობენ.
    ზოგი ასეთია, ზოგი ისეთი..
    ყველაფერი შედარებითი ვერ იქნება.
    მერე რა, რომ იმ 160, თუ მხოლოდ 80 ქალს გაუკეთეს 8მარტის საჩუქარი? არ მესმის, არ მოდის ჩემამდე..
    შეიძლება, დრო გავიდეს და დაგეთანხმო, მაგრამ ახლა..

    ReplyDelete
  4. არ ვიცი, ეს პოსტი ემოციურ ფონზე დავწერე, შეიძლება ის 80 ქალი უფრო მეტად იმსახურებს ამ პრიზს, ვიდრე ის დანარჩენი, მაგრამ ძალიან დიდი სოციალური უთანასწორობაა და მე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ფრაზა ასეთი არაპოპულარულია, სულის სიღრმეში მაინც სოციალისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ადამიანები თანასწორუფლებიანები უნდა იყვნენ.... whatever, ეს ჩემი აზრია და რა თქმა უნდა შენსასაც პატივს ვცემ. :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ