დღეს არის შაბათი. წესით ყველა ნორმალური ადამიანი უნდა ისვენებდეს, მაგრამ ჩემთვის შაბათი 2 საათის მერე იწყება ხოლმე. საღამომდე გარეთ ვიხეტიალე, ხან რა საქმე მქონდა, ხან _ რა. ჰო მართლა, კომპიუტერისთვის უნომრო სათვალეც ვიყიდე! მწვანე ჩარჩო აქვს და ძალიანაც მომწონს! სახლში რომ დავბრუნდი, თან ცოტათი მშიოდა, თანაც რაიმე გენიალურის გაკეთება მომინდა. რადგანაც ჩემმა დაქალმა გადამაგდო და არ მოვიდა (:@), ნუ გადამაგდო რა და სიცხე ჰქონდა და მაინცდამაინც ეხლა აუწევს იმას სიცხე, ეხლა დაემართება კიბო და ათასი ჯანდაბა, რაღაცით უნდა გადამეყოლებინა გული მარტოობას და მარტოსულობას. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ ყვავილოვანი კომბოსტო შემეყვარებინა.
პირველ რიგში გამოვაცხადე ტენდერი. ნუ ტენდერი რა და ჯერ რეცეპტებს ვეძებდი ინტერნეტში, მერე ფეისბუქზე მეგობრებს ვთხოვე შველა. რამდენიმეოდე რეცეპტის დადების მერე (მადლობა ეკას, ნათიას და ნიკუშას), საფულით შეიარაღებული გავეშურე მაღაზიისკენ და იქიდან პატარა, საყვარელი, 70 თეთრიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი დავბრუნდი. (ნუ უფრო დიდი იმიტომ არ ვიყიდე, რომ რომ არ მომწონებოდა, არ დამენანებოდა).
ესე იგი: პირველ რიგში მოვხარშე ყვავილოვანი კომბოსტო. ფოთლები გავაცალე, მომცრო ქვაბში წყალი ჩავასხი, მერე კომბოსტო კარგად გავრეცხე, წყალში მარილი ჩავყარე და კომბოსტოც ჩავდე. რო წამოდუღდა 5 წუთი ვადუღე და გამოვრთე. ნუ რაც მთავარია არ უნდა ჩაიშალოს და უნდა იკნატუნოს. ;)
მერე: გამოვიღე დიდი ტაფა, (ჟარონაზე უკეთესია წესით, მაგრამ ჩემი დუხოვკა ისე საშინლად ირთვება, იმას მარტო ვერ გავრისკავდი, ამიტომ ტაფაზე ვქენი და გადასარევი გამოვიდა იქაც), მოვუსვი კარაქი, დავყარე ეს თქვენი კომბოსტო, (უკვე დანაწევრებული ყვავილებად), მერე მოვაყარე წინასწარ გახეხილი ყველი.
ტაფაზე კარგად დაიბრაწა, ყველიც ზედ დაადნა. (ჰა, მოგადგათ ნერწყვი თუ ჯერ ვერა?) გვერდით მოვუწყვე დაჭრილი და გასუფთავებული ბულგარული წიწაკა და პამიდორი, (ნუ ვიცი რო პომიდორია, მაგრამ არ მევასება ეგრე თქმა :D) ასევე ხახვი, ნიორი და წიწაკა. ესეც კარგად ჩაითუშა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი!:)))) ბლენდერი ვის აქვს ხელი აწიოს! ნუ თუ ბლენდერი არა, რავი, ან დანით დაჭერით, ან ციბრუტივით იტრიალეთ თქვენ თვითონ, ან რავი, რამენაირად მოახერხეთ. აი ასე ვქენი: არაჟანი ჩავასხი ბლენდერში, ჩავაყარე ცოტა გამხმარი პიტნა, რამდენიმე ფოთოლი რეჰანი, წიწაკა და ნიორი. ავთქვიფე და მერე ეს მასა მოვასხი მთლიანად ტაფაში ბოსტნეულს.
აუ საოცრება გამოვიდა!!! ნუ ცოტა მარილი კი დამავიწყდა მართალია, მაგრამ რა უჭირს, თეფშზევე მოიყარეთ! :))))))
ბონ აპეტიტ!!
kargia bostneulis ragu gemrieli sousit ♥ bravo
ReplyDeleteწეღან ვჭამე ყვავილოვანი კომბოსტო, ოღონდ არაჟნისა და იმეების გარეშე რა შენ რაც მოასხი შენს კომბოსტოს :დ მიყვარს :)
ReplyDeleteფქვილში შემწვარი მევასება მე, მაგრობაა! :)
ReplyDelete