ვცდილობ იმის გარკვევას, რომელი უფრო უარესია: ხალხი, ანუ ჩვენ, თუ _ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. რამდენად ვიმსახურებთ წესიერ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ადამიანად გრძნობ თავს? სადაც არავინ გატყუებს ყოველ წუთას? სადაც ფოტორეპორტიორებს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით ღამის 3 საათზე არ იჭერდნენ, მერე საპროცესო შეთანხმებით, ვითომ ჯიბის ქურდები იყვნენ და მეტი არაფერი, ათავისუფლებდნენ? სადაც საბჭოთა სიმბოლიკას ყველა ფეხის ნაბიჯზე კრძალავენ, თვითონ კი 37-იან წლებს მიყვებიან ფეხდაფეხ და ნიცას და პარიზს ედრებიან თითოეული შუშის შენობის გახსნისას?
პრეზიდენტს კიდევ მერე წყინს, ვინმე მის გემოვნებაში ეჭვს რომ შეიტანს და უბრალოდ რომ ვთქვათ, გოიმს დაუძახებს. არადა, გოიმი უნდა იყო (სიტყვა კიტჩი რომ არ ვახსენოთ, არ უყვარს ეს სიტყვა და მოკალი :)) ), ეს შუშიანი, ჭყეტელა ფერებში გადაწყვეტილი ქალაქის იერსახესთან აბსოლუტურად შეუსაბამო შენობები რომ მოგეწონოს. გოიმი უნდა იყო, უნივერსიტეტის პირველ კორპუსიც ამ შუშებში რომ გადაწყვიტო და გოიმი უნდა იყო, რომ ამხელა კაცი პრეზიდენტი იყო და მართლა ყველა ოთახის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდე. მაგრამ უარესი გოიმი და საცოდავი უნდა იყო, ამისთანა გოიმს მიკროფონით და ტრიბუნით რომ დაყვები.
არადა, როგორც მახსოვს, გოიმი ქართულად "არაებრაელს" ნიშნავს და არაფერი აქვს საერთო უგემოვნოსთან. მაგრამ მოდი და ნუ დაეთანხმები ერთი-ორ "დაბოღმილ" და "რუსულ კლასიკურ ტიპ" ინტელექტუალს (ნუ აი ეს მონაკვეთი ყველაზე მაგარი იყო), რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ფასადები კი გადავღებეთ, მაგრამ პროვინციალიზმი დავტოვეთ.
გოიმობაა აბა რა არის "მასმოდა", "ჯაშუშების" დაკავება, ყველანაირი განსხვავებული აზრის რუსეთთან დაკავშირება; გოიმობაა ახალი პასპორტების გაპროტესტებაც _ ხო, აი ეს დიიიდი პროვინციალიზმია. ადამიანო, ჯერ კარგად ჩაიხედე იმ კანონში, ნუ გეზარება, კარგად წაიკითხე, ერთხელ, ორჯერ, თუ ისე გეზარება, რომ ვერაფერი გაიძულებს მის წაკითხვას, გაჩუმდი რა! ე.ი. არ გაინტერესებს, და თუ არ გაინტერესებს, ტყუილად გულზე მჯიღის ცემას შეეშვი! გოიმობაა სოფო ნიჟარაძე მარად და ყველგან და ყოველთვის, სუბტიტრებიანი საკითხავი ფილმები, 2 კვირაში მოხსნილი "კარიბის ზღვის მეკობრეები" და ორ თვეზე გაწელილი "აგვისტოს 5 დღე"; გოიმობაა წვეტიანი ტუფლები, უსახელო მაიკები და ტრუსიკში ჩატანებული დუბლიონკაც, მაგრამ თუ მხოლოდ ეს იქნება ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე პრობლემა, გამიშვით, მარტო მე მოვაგვარებ და თქვენ გაიქეცით, ამათ მე შევაჩერებ. გოიმობაა, როცა მართლა "ინწილიქტუალები" და ე.წ. "ელიტა" დემაგოგიას აფრქვევენ მედიიდან, შენ კიდევ მყარი არგუმენტი არ გაგაჩნია, რომ დაუპირისპირო, არადა სადღაც გულში გრძნობ, რომ გატყუებს. სათანადოდ პასუხს იმიტომ ვერ სცემ, რომ განათლება არ გყოფნის, პროვინციალიზმი და გოიმობა კი ჩემთვის სხვა არაფერია თუ არა გაუნათლებლობა და ინფორმაციის ნაკლებობა. კიდევ გაძვირებული მარშუტკები და აფერისტი ტაქსისტები და გაძვირებულ მარშუტებში და ტაქსებში ჩართული "არ დაიდარდო" და "ავტორადიო". კიდევ "თერგდალეული" ახალგაზრდები, რომლებიც კანონს "იქ" იცავენ, "აქ" _ არა, გოიმობაა რუსთაველის გადაკვეთა, კონტროლიორების მიერ ბილეთების ქუჩაში დაყრა, ზოგადად, ნაგვის ქუჩაში დაყრაა გოიმობა.
პროვინციალიზმია საკურორტო ზონებში დიდი ჯიპებით მოძრაობა. ნუ ეს პროვინციალიზმი და გოიმობა კი არა, დანაშაულია და დავახევდი სუყველას ყურებს, ჩვენი პრეზიდენტის თქმისა არ იყოს, ვინც ეკოლოგიის დაბინძურებას ასე შეეცდებოდა. ასევე დანაშაულისა და გოიმობის ზღვარზე გადის მაღაზია, რომელშიც 4000 ლარიანი ჰალსტუხი იყიდება და რომელსაც 400 VIP მომხმარებელი ჰყავს, როცა 400 მათხოვარი მარტო ქაშუეთთან შეიძლება შეგხვდეს. (აი, სამებასთან კი უფრო მეტი, უფრო დიდია და ადგილიც მეტია დასაჯდომად ალბათ). გოიმობაა საუბარში ინგლისური და რუსული სიტყვების გამოყენება. მაგრამ ყველაზე დიდი გოიმობა, მგონი, ამ ხელისუფლებისთვის, კიდევ ხმის მიცემა იქნებოდა. :D
ნუ კიდევ ბევრი რამეა გოიმობა, მეტი უბრალოდ ახლა არ მახსენდება. თუ ვინმეს რამე გაგახსენდათ ან უფრო საინტერესო, მეც გოიმი გგონივართ, დამიკომენტარეთ და ამიხსენით, რატომ.
მარად თქვენი,
ნუ, როგორცაა:))
ყველაფერში გეთანხმები - აბსოლუტურად მართალი ხარ!
ReplyDeleteკარგი პოსტია და, სამწუხაროდ, გეთანხმები ყველაფერში:შ. გუშინ ეთნოგრაფიულში პოლიციელმა ჩემს მეგობარს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, უთხრა, ანთებული სიგარეტი ძირს არ დააგდო, რომ მოწევ, ფეხით გასრისე, რომ კარგად ჩაქრესო. რამდენიმე წამში თვითონ იგივე გააკეთა - არც მოსვლია აზრად, რომ იქვე სანაგვე ურნა იდგა. შენიშვნა რომ მივეცი, ისევ მე დამიწყო ჩხუბი :შ:შ
ReplyDeleteმეც სრულიად ვეთანხმები ავტორს!
ReplyDeleteშუშები...მუშები...შიშები
ReplyDeletehttp://www.lasharela.com/2010/11/780.html
აჰა, შენ შემაჯამებელი:
http://www.lasharela.com/2011/02/by.html
და ესეც გოიმობაზე :)
http://www.lasharela.com/2010/09/blog-post_24.html
ვაკვირდები ხოლმე სოც. ქსელებში როგორ იბადება და დროთა განმავლობაში როგორ ქრება, გარემოებებით აღშფოთებული და გაკაშკაშებული ახალი სინათლე (ვარკსვლავებითქო უნდა დამეწერა, მარა ირონიაში ჩამითვლიდით):)
გარემოება კი არ იცვლება :)
თვითირონია ჩემი აზრით იმის მანიშნებელია, რომ გაჯანსაღების გზაზე მაინც ვართ, როგორც მინიმუმ, მაგრამ სადაა ირონია და კაი ცხოვრება :D შენ გგონია, რამეთი ჩემს თავს განცალკევებით მოვიაზრებ? არანაირად. ახალგაზრდა ვარ და თითქმის არ მახსენდება სოციალური აქცია, სადაც მონაწილეობა მიმეღოს, (თუ თსუ-ს "თარგმნე"-ს არ ჩავთვლით), ესეც გოიმობაა ჩემი მხრიდან. :)) საქმე ისაა, რომ რეალურად წარმოდგენა არ მაქვს, რითი შეიძლება ვუშველოთ თავს, და მე მგონი სხვებსაც ასე თუ ისე ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნია ამის შესახებ. ამიტომაც ვტკეპნით ერთ ადგილს. ამბობენ, თვითგამორკვევის პროცესში ვართო. კი ბატონო, ვიყოთ, რამდენი ვარსკვლავიც გინდა გაბრწყინდეს და ჩაქრეს, ოღონდ გამოვერკვეთ ოდესმე და გადავწყვიტოთ რა გვინდა. თუ ირანი გვინდა, ვიყოთ ირანი, ოღონდ მეტჯერ დასავლეთისკენ ნუღა გავიქაჩებით და თუ დასავლეთი გვინდა, ავიღოთ ეს მოვალეობები რა და ეგ იქნება...
ReplyDeleteმაგარი პოსტია :)
ReplyDelete+ბევრი
ირი, რა მაგარი პოსტი იყო. ეჭვი მაქვს, გოიმი მალე სულ სხვანაირ მნიშვნელობას მიიღებს ქართულ ლექსიკონში :ლოლ: ერთობ, არაგოიმურს. აბა, ყველაფერი გოიმურია და...
ReplyDeleteმაგარი პოსტია. საღოლ!!!!
ReplyDeletegoimobaa eg yvelaferi da plus amas, goimobaa chorvileli miliardeli premier ministri, romelmac laparakic ki ar icis, swor politikur shexedulebebze rom araferi vtqvat. energetikis ministric megoimeba, miuxedavad tavisi "fashion" vnebebisa. shenc goimi xar, tu chemze gaifiqre, rom mishisti var.
ReplyDeleteხო, ეს ძალიან ძველი პოსტია, ამათზეც მექავება უკვე ხელები და დავწერ ცოტა ხანში:)))))
ReplyDelete