ბლოგსპოტიც კი განახლდა, აი BIAFF კი როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, მეექვსე წელია უარესობისკენ მიექანება. დაპირებული ტონინო გუერა, მითიური და ქიმერული ”მელანქოლია”, უხარისხო ”შუაღამე პარიზში”, არეულ-დარეული პროგრამა, მოხსნილი ფილმები - მოკლედ, საშინელი არაორგანიზებულობა და ცუდი მენეჯმენტი მთელი ერთი კვირის განმავლობაში.
ფესტივალის ბლოგერი არ ვარ, მაგრამ არც სხვა ბლოგერებმა დაინანეს ”საქებარი” სიტყვები. საწყენია, როცა ასეთი კარგი რესურსი გაქვს: ადგილი, მაყურებელი, ფინანსები...
დღეს ასევე ორჯერ უჩვენეს ქეთი მაჭავარიანის ”მარილივით თეთრი”, რომელიც იყო ძალიან სუსტი ფილმი! ვერც ერთი პერსონაჟის იდეას ვერ მივხვდით, არანაირი მოქმედება არ მომხდარა, კადრები გრძელი, გაწელილი და არაფრისმთქმელი იყო, მოკლედ, დიიდი სისულელე!
აქ მოხალისედ ჩამოვედი. თუმცა მიუხედავად ასეთი არაორგანიზებულობისა და გაცრუებული იმედებისა, ბევრი კარგი ამბავიც მოხდა: პირველ რიგში ის, რომ მთელი 10 დღის განმავლობაში ერთადერთხელ იწვიმა და ისიც ღამით, გადასარევი ზაგარი გვაქვს სუყველას. სულ რომ არაფერი, ბევრი კარგი გოგო და ბიჭი გავიცანი და დავმეგობრდით, (რომლებიც სხვათა შორის, სანამ ამ პოსტს ვწერ, სამზარეულოში კოქტეილს აკეთებენ), მოკლედ, ეს ფესტივალი ამდენ ახალ ადამიანთან შესახვედრად ნამდვილად ღირდა.
ჰოდა, წავედი ეხლა, ფოტოებს მერე დავდებ, ჩემი კოქტეილი უკვე გაკეთდა. :დ
Rirda Rirda, Tavs inugeSeb Tu ra gWirs, ver gavige :))))
ReplyDeleteრა სამწუხაროა :( ე.ი. არც ტონიო ჩამოვიდა? :(
ReplyDeleteარა, არც ეგ ჩამოვიდა:(
ReplyDelete