Saturday, September 24, 2011

ჩემი სკანდალი BIAFF-ზე :))

გუშინდელი პოსტის შემდეგ, დღეს ისევ იძულებული ვარ, კიდევ ერთი პოსტი დავწერო. როგორც წესი, ამ ბლოგზე ათასში ერთხელ შემოვდივარ. მხოლოდ მაშინ, როცა ემოციურად გადატვირთული ვარ. გუშინაც ასე მოხდა. BIAFF-ზე მოხალისედ ჩამოვედი, ვმუშაობ პრეს-ცენტრში, გუშინ დავწერე პოსტი, სადაც ჩემი უკმაყოფილება გამოვხატე ფესტივალის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, კი ძალიან მეწყინა, რომ ფესტივალზე დაპირებული "მელანქოლია" არ აჩვენეს.


შედეგად მივიღე ის, რომ არც მეტი, არც ნაკლები, გამათავისუფლეს. აი ასე, დღევანდელი კრება ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო: "დავიწყოთ ყველაზე პრობლემატური საკითხით.. ირინა!" :D უცებ ვერც კი წარმოვიდგინე, ჩემი პოსტი თუ ამხელა პრობლემას შექმნიდა.

ერთი რამე მაინტერესებს: გასაგებია, რომ ვიყავი BIAFF-ის მოხალისე, მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მე უნდა შემეზღუდოს პირად ბლოგზე წერა? რა მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზატორებისთვის მე როდის დავწერდი ამ პოსტს, ფესტივალის მიმდინარეობის პროცესში თუ დასრულების მერე? თბილისში ამაზე დაწერას აუცილებლად ვაპირებდი, რომ არა ქეთი მაჭავარიანის "მარილივით თეთრი", რომელიც, ასე ვთქვათ, ბოლო წვეთი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფესტივალზე საბოლოო შთაბეჭდილება შემქმნოდა.

მე არაფერი დამიწერია და დამიშეარებია ფესტივალის ფან-კლუბის გვერდზე, დავწერე ჩემს პირად ბლოგზე, რომელსაც 20 ვიზიტორი ჰყავს მხოლოდ დღეში და დავაშეარე ჩემს ფეისბუქზე.

თუმცა, დიდი მადლობა თუნდაც მარტო იმისთვის მაინც ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ ხელი შეუწყვეს ბლოგის გაპიარებას.

5 comments:

  1. მაგარია! ესეიგი იმაზე მაგარი ბლოგი გაქვს ვიდრე შენ გეგონა!! გილოცავ!!
    უნდა დაწერო ყველაფერი რაც გინდა რომ დაწერო: )

    ReplyDelete
  2. ჰაჰა, 168 ვიზიტორი დღეში ცხოვრებაში არ მყოლია, 4 წელია რაც ბლოგი მაქვს!!!:)))) მართლა მაგარი პიარი გამიკეთეს რა, არადა მეგონა არაფერი ისეთიც არ დამიწერია და სხვა ბლოგერებმა უკეთესი პოსტები დადეს გაცილებით და ჩემსას არავინ წაიკითხავდა:P

    ReplyDelete
  3. ჰმ, ეს მთლა შოკი ამბავი თქვი. არავის აქვს უფლება პირადი ბლოგზე თავისუფალი აზრის შეზღუდვის ;დ

    ეხა მე რომ "50 წიგნისთვის" გაშუქებაში შემზღუდონ, რა სისულელეა! მოკლედ, კაია რომ დაწერე ;)

    ReplyDelete
  4. ჰო, ნუ ფაქტი ეგაა :დ

    ReplyDelete
  5. ამიტომ არ იყავი დახურვაზე? http://shokoladi.ge/node/5008 აჰა ლინკი და ნახე :)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ