Friday, September 2, 2011

ჰარი პოტერი დავამთავრე! :))))

ჰო, აი ეს ბიჭი. ზუსტად წუხელ ღამე დავამთავრე ბოლო ტომის კითხვა. ბოლო ორ კვირაში 7-ვე ტომი წავიკითხე. ზოგადად, წიგნებს ყოველთვის სწრაფად ვკითხულობდი, თითო წიგნზე, მაქსიმუმ, 3-4 დღე დამეხარჯა, მაგრამ ჰარის ტომებით ჩემივე პირადი რეკორდი გავიუმჯობესე. :))))))

აღარ მოვყვები იმას, როგორ მეგონა სათითაოდ ყველა პერსონაჟი ვოლდემორის ჯაშუში, როგორ ვიტირე სნეიპის და ლილის ამბავზე, როგორ დავაღე პირი დამბლდორის გეგმაზე - მოკლედ. ეს განცდები მგონი სუყველას ერთნაირი გვაქვს.

იმაზეც შევთანხმდით, რომ ჰარი პოტერი ყველა ბავშვს წაკითხული უნდა ჰქონდეს. ამისთანა ჯადოქრობების მერე ძნელია, კითხვის სურვილი არ გაგიღვივდეს და უკეთესი (უკვე დიდობაში, რა თქმა უნდა) რამეები არ შემოგეკითხოს გზად.

მაგრამ, ყველაზე ღადაობა მაინც მთელი ამ ისტორიების ლაიტმოტივია: ე.წ. მუქსისხლიანების ჩაგვრა. ეხლა ზურა და ანი გამოვარდებიან და დამცინებენ ალბათ, მაგრამ თვალში მეცა ეგრევე და რა ვქნა :დ თან ეს ქსენოფობიის ამბებიც ძალიან წამოიწია ამ ბოლო დროს და რა ჩემი ბრალია, თუ უნებურად ვოლდემორის მომხრეები ქართველ ქსენოფობებს დავუკავშირე :)))

მოკლედ, ასეა თუ ისეა, პოტერი გუშინდელის მერე უკვე მენატრება, კიდევ კარგი ფილმებიც მხოლოდ პირველი და მეორე მაქვს ნანახი, დავჯდები და ახლა ფილმებს ვუყურებ. არ შემედაოთ, სულაც არ ვაპირებ კამათს ფილმი vs წიგნი (ყველაზე გაცვეთილი და არაფრისმომცემი, ვითომ "ინწილექტუალი" კამათი ever :D), უბრალოდ კიდევ მინდა ეს სიამოვნება გავიხანგრძლივო.

P.S. ჩემი პატარა ბიძაშვილის შვილი მეკითხება რაღაც ტოტზე, ეს რომ გავიქნიო, წითელ ნაპერწკლებს აყრისო? :)))))

3 comments:

  1. ჰო, მე რომ დავამთავრე მეც ფილმებით ვიხანგრძლივებდი, მერე მეშვიდეს მოლოდინით, მერე მეშვიდეს მეორე ნაწილით და ა.შ <3

    როულინგი გენიოსია <3

    და კიდევ ისა, სირიუსი? :შ ფრედი? ტონქსი, ფრედი ლუპინი და ა.შ?

    ReplyDelete
  2. აუ ხოო, რომელი ერთი გავიხსენო, სირიუსზე ვიბღავლე :( და ყურზე რო ღადაობდნენ ტყუპები?:))))) გავსკდი სიცილით :)

    ReplyDelete
  3. arc camikthavs da arc pilmi minahavs arcerti 1is garda :D

    ReplyDelete

დააკომენტარეთ