Thursday, May 24, 2012

....ნუ მკითხავ რატომ

მე მიყვარს ჩემი სამსახური. არაფერს ვაჭარბებ, უკვე ორი თვეა რადიო "ცხელ შოკოლადში" ვმუშაობ და ერთხელაც არ გამხსენებია დასაქმების რომელიმე საიტი გამეხსნა. ყველანაირი გამოწერაც გავაუქმე, ვხვდებოდი, რომ წაუკითხავად ვშლიდი და ტყუილუბრალოდ ხელს მიშლიდა.

აქ იმას ვაკეთებ, რასაც ჯიპაში მასწავლიდნენ და რაც საქართველოში მიუღწეველი ოცნება მეგონა - იმუშაო იმ თემებზე, რომელიც შენ მოგწონს; გქონდეს დაცულობის განცდა; იამაყო შენი რედაქციით და დამოუკიდებლობით; გიხაროდეს თანამშრომლებთან ურთიერთობა; გჯეროდეს შენი რედაქტორის და პროდიუსერის და დაღლას მხოლოდ მაშინ გრძნობდე, როცა საღამოს ყველაფერს რჩები. რაც მთავარია, ამ ყველაფრისთვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდე და მუშაობდე ბედნიერ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც უყვართ რადიო.

უნებურად ვხვდები, როგორ გამიმართლა იმ 800 კანდიდატიდან, რომელთა შორისაც მე ამარჩიეს. შეიძლება 30 კაცს ჯობდე, მაგრამ როცა 800 კაციან კონკურსში გიმართლებს, სხვანაირად არ არსებობს. ჰოდა, მეც გამიმართლა. თავზე დიდი ტუზი დამეცა, როცა რადიო "ცხელი შოკოლადიდან" დამირეკეს და მერე კონტრაქტიც გამიფორმეს.

არ მინდა რომ ეს ოდესმე დასრულდეს. არ მჯერა, რომ საქართველოში ამ დონის რედაქცია, ამ დონის უშუალოდ რადიოს სტაფი, სადაც ოცნი ვართ, სადმე კიდევ არსებობს. არ მჯერა, რომ ასეთი მიდგომა, არა მხოლოდ რადიოში, არამედ ზოგადად, რომელიმე კომპანიაში არსებობს - სადაც შეცდომების მითითებასთან ერთად, მადლობასაც გიხდიან და გაქებენ კიდეც. რადიო ჩემი სახლი მგონია, სადაც ბედნიერ ხალხთან ერთად ვარ. ამ ყველაფრის დამთავრება უსამართლობა იქნებოდა.

3 comments:

  1. <3<3<3 mec minda morig 800 kacshi erterti viyo ;))) something like "coming soon" :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. :) ეს მართლა გამართლებაა, მართლა. :)

      Delete
  2. აუუ "ცხელი შოკოლადი" რა მაგარია. მინდააა!!!!


    მაგარია. წარმატებები ირინუშკა.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ