Tuesday, May 29, 2012

დაბადებული საბჭოთა კავშირში

დღეს ჩემს თანამშრომლებთან ჩემს ბლოგზე ვლაპარაკობდი. აქამდე მითქვამს, როგორი არაჩვეულებრივი ეზო გვაქვს სამსახურში? ამას ვერ ვიტყვი, ფოტოებს დავდებ ოდესმე.

ჰოდა ზოგადად, ჟურნალისტებზე, წერაზე, მედიაზე, ნიუსზე, ანალიტიკაზე და ბლოგებზე ვლაპარაკობდით. მერე კიდევ ვახსენე ჩემი ბლოგი ერთი-ორგან. მკითხეს, რაზე წერო. მე რა ვიცი რაზე ვწერ, რაზეც მომინდება ხოლმე იმაზე, ძირითადად.

Thursday, May 24, 2012

....ნუ მკითხავ რატომ

მე მიყვარს ჩემი სამსახური. არაფერს ვაჭარბებ, უკვე ორი თვეა რადიო "ცხელ შოკოლადში" ვმუშაობ და ერთხელაც არ გამხსენებია დასაქმების რომელიმე საიტი გამეხსნა. ყველანაირი გამოწერაც გავაუქმე, ვხვდებოდი, რომ წაუკითხავად ვშლიდი და ტყუილუბრალოდ ხელს მიშლიდა.

აქ იმას ვაკეთებ, რასაც ჯიპაში მასწავლიდნენ და რაც საქართველოში მიუღწეველი ოცნება მეგონა - იმუშაო იმ თემებზე, რომელიც შენ მოგწონს; გქონდეს დაცულობის განცდა; იამაყო შენი რედაქციით და დამოუკიდებლობით; გიხაროდეს თანამშრომლებთან ურთიერთობა; გჯეროდეს შენი რედაქტორის და პროდიუსერის და დაღლას მხოლოდ მაშინ გრძნობდე, როცა საღამოს ყველაფერს რჩები. რაც მთავარია, ამ ყველაფრისთვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდე და მუშაობდე ბედნიერ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც უყვართ რადიო.

უნებურად ვხვდები, როგორ გამიმართლა იმ 800 კანდიდატიდან, რომელთა შორისაც მე ამარჩიეს. შეიძლება 30 კაცს ჯობდე, მაგრამ როცა 800 კაციან კონკურსში გიმართლებს, სხვანაირად არ არსებობს. ჰოდა, მეც გამიმართლა. თავზე დიდი ტუზი დამეცა, როცა რადიო "ცხელი შოკოლადიდან" დამირეკეს და მერე კონტრაქტიც გამიფორმეს.

არ მინდა რომ ეს ოდესმე დასრულდეს. არ მჯერა, რომ საქართველოში ამ დონის რედაქცია, ამ დონის უშუალოდ რადიოს სტაფი, სადაც ოცნი ვართ, სადმე კიდევ არსებობს. არ მჯერა, რომ ასეთი მიდგომა, არა მხოლოდ რადიოში, არამედ ზოგადად, რომელიმე კომპანიაში არსებობს - სადაც შეცდომების მითითებასთან ერთად, მადლობასაც გიხდიან და გაქებენ კიდეც. რადიო ჩემი სახლი მგონია, სადაც ბედნიერ ხალხთან ერთად ვარ. ამ ყველაფრის დამთავრება უსამართლობა იქნებოდა.

Saturday, May 19, 2012

ღმერთს რა, განსხვავებული ტიპები არ მოსწონს?

16-ში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფოტოგამოფენაზე და დისკუსიაზე ვიყავი.

ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბევრ ძველ მეგობარსაც შევხვდი და ისეთებიც აღმოვაჩინე, რომლებსაც კაი ხანია ვიცნობ, მაგრამ დიდად საინტერესო და განსხვავებული ტიპები მაინცდამაინც არ მეგონნენ.

Wednesday, May 16, 2012

ქართული ენა და ქართული მასმედია

გუშინ ვაკეთებდი ასეთ თემას: ვამახინჯებთ თუ არა ქართულ ენას ჟურნალისტები და საერთოდაც როგორი ქართულით უნდა ვწეროთ/ვიკითხოთ/წავიყვანოთ და ა.შ. ვიყავი მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ფილოლოგები VS ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ნუ ეს VS ბრჭყალებში, იმიტომ რომ სულაც არ იყო დაპირისპირება, უფრო გარჩევა იყო ამ საკითხის, რა ვქნათ, როგორ ვქნათ, რაზე შევთანხმდეთ, და ა.შ.