როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო სამსახური მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მპოულობენ საინტერესო სამსახურები, თუ მე ვპოულობ ხოლმე, მაგრამ ასეა - ბოლო 2-3 წელია არასოდეს მქონია შეგრძნება, რომ რაღაც რუტინულს და მოსაწყენს ვაკეთებ. ჩემმა მეგობარმა დღეს მომწერა: "ირინკა, ამ რეგიონებში იმდენს დადიხარ, მე მგონი, ამაზე ბლოგპოსტები უნდა დაწერო". მეც ვიფიქრე: "რატომაც არა!"