Sunday, December 6, 2015

დეკემბერი, დეკემბერი

 კიდევ ერთი მომქანცველი დღე ისე მიილია, რომ ვერ გავიგე. ლაზარე ვაბანავეთ, ვაჭამეთ და დავაძინეთ. ჩვეულებისამებრ, ტაკო უკან გამობზიკა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები ლოყის ქვეშ ამოიდო და დაიძინა. სულ ერთია, რამდენჯერ დააწვენ ზურგზე, 5 წუთში ეგეთ პოზაში გხვდება.


წელი აღარ მტკივა. ეს ბოლო დღეებია, მეც კარგად მძინავს და ჩვენს ბიჭსაც. რძეს ვიწველი, ღამის ჭამისთვის ვიმარაგებ და, როცა იღვიძებს, სანამ ტირილს დაცხებდეს, ბოთლს ვჩრით პირში. ჭამის შემდეგ კი, ცოტა ხანს ბაუნსერში (მადლობა, ნანა, ამ სასწაულის ჩუქებისთვის!) ვსვამთ. ზუსტად 5 წუთში ისე სძინავს, ვერავინ აღვიძებს. ჰო, რაც მთავარია, ლაზარე თავისით დაძინებას მიეჩვია. პრინციპში, მიეჩვია რა, თურმე მთავარია კარგად იყოს ნაჭამი და, საწოლში კი არა, ხის ტოტზე რომ დაკიდო, იქაც დაიძინებს, ოღონდ ცარიელმა კუჭმა არ შეაწუხოს. ამ ბოლო დროს ტირილის ნაცვლად "აღუები" დაამუღამა. "აგგგგგღუ!" მეტყვის და მორცხვად და მომხიბლავად მიღიმის, თან თვალებს ჭუტავს და წამწამებს აფახულებს. მე მეცინება და ხელში ამყავს.

აი, ასე სწავლობენ დიპლომატიას ადამიანები.

2015 წლის ბოლოა და უკვე ზუსტად ორი თვის შვილი მყავს. (შვილი მყავს, შვილი მყავს.. ღმერთო, რა უცნაურია გამოსათქმელად!) მიუხედავად იმისა, რომ სათქმელად მარტივია, რომ ჩვენს "თუ დუ ლისტს" მხოლოდ ოთხიოდე მუდმივი პუნქტი მიემატა: ლაზარეს ჭმევა, გამოცვლა, ჩაბანა-დაბანა და დაძინება, დღის ბოლოს მეც და გიოც არაქათგამოცლილები ვგდივართ პუფებში და ფილმის არჩევის თავიც აღარ გვაქვს. არაქათგამოცლილები და ძალიან ბედნიერები.

არა, არაფერს ვაჭარბებ. სახლიდან დიდი ხანია არ გავსულვარ (სამსახურში იანვრამდე ვერ გავდივარ), ჩემი დღის განრიგი ლაზარეს მოვლით და სახლის საქმეებით შემოიფარგლება. ჰოდა, ვსწავლობ, როგორ ვიყო ბედნიერი შვილთან ერთად, როგორ დავტკბე იმ წუთებით, რომელიც სასწაული სისწრაფით მირბის და ლაზარეც მასთან ერთად იზრდება და იზრდება. ყოველდღე სხვადასხვანაირია, ბევრ რამეს სწავლობს და ბედნიერი ვარ, რომ მისი ყოველდღიური ცვლილებების მოწმე ვარ. ერთ დღესაც გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ დაღლილობა, წელის და ზურგის ტკივილი და უძილობა არის მუდმივი მოცემულობა, რომელსაც ჯერჯერობით მაინც ვერ შევცვლი. ბავშვით ტკბობა კი - საშინლად სწრაფი ცვლადი. ჰოდა, ის პერიოდი, სანამ სახლში ვარ, სანამ შემიძლია მის გარდა არაფერზე ვიფიქრო და ვიდარდო, მინდა, რომ გიოსთან ერთად ვიყო მხოლოდდამხოლოდ მასთან, ვიცინო მის აღუებზე ან სატირლად გამზადებულ მოპრუწულ ტუჩებსა და ნიკაპზე, გაოცებისგან დაჭყეტილ თვალებზე, როცა გარშემო რაიმე ახალს აღმოაჩენს და მის მომხიბლავ, მორცხვ ღიმილზე; გულში ჩავიხუტო და ვიცეკვო საღამოობით მასთან ერთად და წარმოვიდგინო, როგორი იქნება 10, 15, 20 წლის შემდეგ; მერეც ენდომება თუ არა, ჩემთან ერთად ცეკვა? მანამდე კი, სანამ 2 თვისაა, ბუთქუნა ლოყით ლოყაზე მეხუტება, ხელებს ყელში მიწყობს და ინაბება, მუსიკას უსმენს, თვალებს სადღაც უსასრულობაში აშტერებს და შიგადაშიგ წამწამებს ახამხამებს, ტაკოს უკან ბზეკს, პაწუკა თითებს თავის ტაქტს აყოლებს და ყელში მიღიტინებს.

ასე მიილია კიდევ ერთი გიჟური და თავგადასავლებით სავსე წელიწადი. ორსულობა და მშობიარობა კომპიუტერული თამაშის კიდევ ერთი დონე აღმოჩნდა, რომელიც, მე მგონი, წარმატებით გადავლახე და ახალ ეტაპზე გადავედი. როგორც ყოველთვის, საქმე აქაც მიდგომაში ყოფილა და მართალიც აღმოვჩნდი. არაა "შვილიანის" სტატუსი ისეთი საშიში, როგორიც ჩანდა და როგორსაც მიხატავდნენ.







3 comments:

  1. რა კარგი ბავშვია, ნახე. ჩემი უფროსიც ჭამდა ბოთლიდან, მაგრამ უმცროსი სულ ზედ მყავდა და მგონი, 8-10 თვემდე ყველგან თან დაგვყავდა.
    მაგრამ რას ამბობ :ლოლ: ძუძუ სუპერ ეკონომიაა და თან ყველგან თან გაქვს საჭირო ტემპერატურით და ყველაფერი. Vive la leche! :-D

    არ დაუჯერო იმ ხალხს, ვინც გაშინებს.
    დრო რაც მეტად გადის და ბავშვები იზრდებიან, ენერგია უფრო გემატება და სიყვარული კიდევ ასმაგი გიხდება ადამიანს.
    You are doing GREAT!!!

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი სტატიაა. გთხოვთ ჩვენც გვესტუმროთ ჩვენს ახლადშექმნილ საიტზე http://pregnancy.ge/

    ReplyDelete
  3. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ