როცა აუდიტორიაში გამოვაცხადე (ღვინერიას ლექციაზე), რომ პატრიარქის უნეტარესობის და უწმინდესობის დიდად არ მწამს და არც აღფრთოვანებული ვყოფილვარ ამ კაცით ოდესმე, ზურა ბალანჩივაძე (ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი) წამოხტა და პირჯვრისწერით აუდიტორიიდან გავარდა, ასეთ სატანიზმს ჩემი ყურები ვერ მოისმენენო.
არადა რატომ უნდა ვიყო მე ამ კაცით აღფრთოვანებული როცა:
30 წლის წინ, კომუნისტების დროს, როცა ეკლესიის და ლოცვის ხსენებაც კი ეშინოდათ, უცებ კათოლიკოს-პატრიარქი დაგვინიშნეს. რა თქმა უნდა "ზემოდან", აბა სხვა ვინ დანიშნავდა. ისიც საკითხავია, "კაგებემ" ასე "უსისხლოდ" რატომ დანიშნა ვიღაცა კათოლიკოს-პატრიარქად? (მგონი ჩემს პირველ ეჭვს ყველა გაიგებს). მით უმეტეს, რომ უახლესი ისტორიიდან ყველას კარგად გვახსოვს, (ვისაც არა და თავის თავს დააბრალოს), როგორ დახვრიტეს პატრიარქი კომუნისტებმა, იმიტომ რომ კაცი ქრისტიანი იყო და ქრისტიანობასაც ბოლომდე მიაწვა.
რატომ უნდა მჯეროდეს მე იმ კაცის, რომელსაც თავის დროზე არც 9 აპრილის დროს აუმაღლებია ხმა, არც იმ ბიჭების გასასამართლებლად გამოუდვია თავი, თვითმფრინავი რომ გაიტაცეს, (ოო კარგით რა, ეგ რა გამოდებაა!), არც 7 ნოემბერს მოუკლავს თავი მიშას ძაგებით და ელემენტარულად, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით! (note: პატრიარქი ნიუსის ჟურნალისტი არაა, საკუთარი პოზიცია რომ ვერ დააფიქსიროს!), არც, როგორც მახსოვს, მამა ბასილის დაპატიმრების გამო ამოუღია ხმა...
ჩემთვის წარმოუდგენლად სისულელეა, როცა პოლიტიკოსები საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქს ავალებს! რატომ უნდა გადაწყვიტოს სასულიერო პირმა საერო პოლიტიკა არ მესმის! (იქნებ გაეხსენებინა ილია მეორეს დავით აღმაშენებლის პირველი რეფორმა, რომელიც სასულიერო პირების საერო პოლიტიკისგან ერთხელ და სამუდამოდ მოკვეთას გულისხმობდა).
და ბოლოს, რატომ ვუწოდებთ ცოცხალ და საღსალამათ კაცს, (პრინციპში რიგით ადამიანს, ღმერთმა არ გვითხრა ბოლოსდაბოლოს, ჩემს თვალში ყველანი თანასწორები ხართო!) უ-წმინდესს და უ-ნეტარესს? რა დააშავეს იმ წმინდანებმა რომ იგვემეს და იცემეს თავი ქრისტიანობის გამო, ერთი იდეის გამო, ამის გამო წმინდანებად რომ შერაცხეს, გამხდარიყვნენ ბატონო კათოლიკოს-პატრიარქები, თურმე ეგრევე უ-წმინდესად გრაცხავენ!
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი უ-წმინდესი და უ-ნეტარესი იმდენად წმინდანი და ნეტარია, რომ ამ ცოდვილ მიწაზე ფეხს ვერ ახებს, (ცოდვის აკიდების ეშინია ეტყობა) და მაგიტომ დაბრძანდება ესკორტით და ძვირფასი მანქანით..
P.S. სულაც არ ვაპირებ ამხელა პოსტის დაწერის შემდეგ იმის მტკიცებას, რომ ქრისტიანი ვარ მიუხედავად ჩემი პატრიარქისადმი დამოკიდებულებისა, ამასაც ალბათ ისეც მიხვდებით :)
ჰო, და მუსიკას რაც შეეხება, (chocolate jesus-ის დაგდება მინდოდა, მაგრამ უკვე დამიგდია ჩემს ლინკებში და აი სამაგიეროდ ეს:
http://www.youtube.com/watch?v=IakDItZ7f7Q&feature=PlayList&p=EC8EF83122F66A6F&playnext=1&playnext_from=PL&index=56
;)
ღვინერიას ლექცია? ჟურნალისტი ხარ?
ReplyDeleteჰო, ჟურნალისტი ვარ, მე-6-ელი :)) ;)
ReplyDeleteმეც მეექვსელი ვარ :))) რომელ კურსზე ხარ? იქნებ ვიცნობთ კიდევაც ერთმანეთს?
ReplyDeleteმე-4, შენ? ;)
ReplyDeleteმეორე. :) ალბათ არცერთი ლექცია არ გვქონია ერთად,რადგან არავინ ირინა არ ამხსენდება ჩემი ჯგუფებიდან, თორემ მეცოდინებოდი. :)
ReplyDelete