Wednesday, May 27, 2009

რუხი კარდინალები

ქალი თავდახრილი უნდა დადიოდეს, ჩადრით, ჩრდილივით ჩუმად, ფეხისწვერებს ძლივს უნდა აკარებდეს მიწას... და კაცებს ასე მართავდეს. ჰო, მგონი, ჩვენს ძვირფას ქართველ ვაჟკაცებს ასე ძალიან მოსწონთ, როცა იმართებიან და ყველაფერს დედა-ს ეძახიან, სიყვარულსაც და სიძულვილსაც "დედით" გამოხატავენ და ყველაზე ძვირფას სიტყვებსაც "დედა-"ს ურევენ. 

ვინ იყო საქართველოს განმანათლებელი? ქალი, წმინდა ნინო.

ვის ჰყავდა ქალი მეფედ? საქართველოს, თამარ მეფე. 

ვის რაცხავენ წმინდანებად? ქალებს, დედებს.

მოკლედ, არცთუ უსაფუძვლოდ, ნელ-ნელა მიჩნდება ეჭვი, რომ ქართველი კაცების კომპლექსები, დედის კალთას გამოკერება (ომგ, ძალიანაც არ გეწყინოთ! :P), დედის გინება, დედის დაფიცება, ქალიშვილობის ინსტიტუტი, დაკემსილების ინსტიტუტი (უიიი იცით ქალიშვილობის ინსტიტუტში ვაბარებდი და ქულები არ მეყო_მუაჰაჰა, რა ძველი ხუმრობაა, შოთა :D), სექსი ერთ პოზაში, "უი ჩემი შვილების "დედას" ამას ვერ ვაკადრებ" და ა.შ. ყველაფერი ისევ ქართველ ქალამდე მიდის.

მოდით რა, ჩვენც ვაღიაროთ: ვის ვჭორავთ ყველაზე ხშირად? იმას, ვინც ჩვენზე ბევრად ლამაზი და სექსუალურია და ბიჭებშიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ვისზე ვთითხნით ათას ბინძურ ტყუილს? იმაზე, ვისაც ლამაზი ფეხები აქვს და მოკლე კაბას იცვამს, ან იმაზე, ვისაც გრძელი და ნატიფი თითები აქვს და სიგარეტი უხდება (უიიი ქალი რომ პირში სიგარეტს ჩაიდეეებს_გეგონება პირიდან უარესი არაფერი ამოსვლია, ლაპარაკს ვგულისხმობ :D), რაო, რაო, ის ძველი ხუმრობა თუ სიმართლეც გავიხსენოთ, ძველად დედამთილები სად ამოწმებდნენ რძლებს და რაზეო? ბოზ ქალს რძალი არ გაუბოზდებაო, ნათქვამია. :)) 

რატომღაც ქართველ ქალებს ძალიან მოგვწონს მუდმივად ნადირის როლში ყოფნა. ჩვენ უნდა დაგვდევდნენ (ვთქვათ, სამი წელი მოუბეზრებლად, ჩვენც ცოცხალი თავით არ უნდა ვაძლევდეთ :)) ), საჩუქრებს გვჩუქნიდნენ, პაემნებზე გვპატიჟებდნენ, რომანტიკულ საღამოებს გვიწყობდნენ... და რა ამის სანაცვლოდ საწყალ კაცებს, სექსის გარდა ყველაფერი შეყვარებულობის ამბავში (აი ამ მარაზმს საქართველოს გარდა სხვაგან სახელიც კი არ აქვს მგონი :D), ქორწილის შემდეგ კი ჯერ სექსი ერთ პოზაში კვირაში ჰა და ჰა ორი სამი დღე, მერე კი ფანტასტიკური ფინალი _ ორი ბავშვი და გასიებული ერთი ადგილი. საწყალი ქართველი კაცები. ჯერ იყო და, დედიკოები არიგებდნენ (ნუუ, ზოგს ძმაკაცები, რომლებსაც ასევე ჩუმ-ჩუმად დედიკოები არიგებენ), რომ არაქალიშვილი ოჯახში შემოსაშვები არ იყო, დედიკოებისგან ესმოდათ, თუ რა "საშინელება" და "ღვთის გმობა" დაატრიალა განათხოვარმა და შვილიანმა ვიღაცის ოჯახში (კარგით რა, მამას რა ევალება კაცმა რომ თქვას ბავშვის აღზრდაში, ხელფასის თავის დროზე მოტანა და ბიჭისთვის ჰა და ჰა ქალებში წაყვანა), მამისგანაც სახეირო არაფერი ესმის, ჰოდა უყალიბდება ბოლოსდაბოლოს ამდენი კომპლექსი, რომ ტემპერამენტიანი, მომხიბვლელი და ჯანმრთელი ქალი_ბოზია, ჭკვიანი ქალი_ასეთი ცნება არ არსებობს (აბა დედამისზე ჭკვიანი ხომ ვერ იქნება!), (უი, უი, ჰომოსექსუალების მიმართ ასეთი "უცნაური" დამოკიდებულებაც დედების "წყალობით" აქვთ_ასეთი დოზით "დედიკოს ბიჭს" ყოველთვის შეეშინდება, რომ თვითონაც "ეგეთი" გამოჩნდება, თუ მით უმეტეს თავის თავში თუნდაც ერთი უცოდველი თვისება მაინც აღმოაჩინა "იმათნაირი", თანაც ხომ იცით, ჩვენთან რა გამძაფრებული აქვთ განსხვავებულობის შიში)_ ჰოდა რა ქნას ქართველმა ვაჯკაცმა, რომელსაც ბავშვობიდან დედა უჩიჩინებს, რომ არ უნდა იტიროს, იმიტომ რომ მხოლოდ გოგოები ტირიან, რომ დედა ხშირად უწუნებს რჩეულებს იმიტომ, რომ მისთვის კარგი უნდა... ვერაფერსაც ვერ იზამს. ჰოდა, სანამ ქალები ჩუმად დაძვრებიან (აი ზუსტად ეს სიტყვა ერგება ჩვენს კდემამოსილებას :)) ), კაცებში იმ პატარა ხორცის დაკარგვის გარეშე და ერთობიან, მერე კი, ისევ პატიოსანი სახელით თხოვდებიან, სანამ ასეთი ქალები არ შეწყვეტენ თავიანთი საცოდავი ვაჟკაცების ამგვარად აღზრდას, სანამ მამები ერთხელ და სამუდამოდ გამოიფხეკენ ყურებს და მიხვდებიან, რომ ისინიც ჩვეულებრივი მშობლები არიან და მათაც შეუზლიათ ბავშვს პამპერსიც გამოუცვალონ და გაკვეთილებიც კი ჩაიბარონ, მანამდე ისევ გვექნება ასეთი მოჯადოებული წრე: ბიჭები კომპლექსიან გოგოებს დასცინებენ, უკომპლექსოებს კი ბოზებს დაუძახებენ, გოგოები კი მუდმივად იწუწუნებენ გაუხარელ ქალიშვილობაზე, სამაგიეროდ ისიამოვნებენ ორალური და ანალური სექსით, მერე ქორწილის წინ ერთს წაიკემსავენ (ვაიდა ერთ-ერთი აქტის დროს აუცდეს იმ საწყალ ბიჭს :D:D:D) და იიისევ თავიდან! კარგით რა გოგოებო! გვეყო რა, ბოლოსდაბოლოს ეს მარაზმი! და მიხედეთ თქვენს შვილებს!

5 comments:

  1. ოჰოო მომეწონა ძალიან. კარგია, რომ გოგოს დაწერილია და არა ბიჭის.
    ერთი ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, უფრო სწორედ ანეკდოტია, თუმცა შეგონებაც შეიძლება ეწოდოს.
    ჯინი(აი სურვილებს რომ ასრულებს "1001 ღამიდან") გადაწყვეტს შვებულებაში წავიდეს. სულ სხვას ვუსრულებ სურვილებს და ერთი ჩემთვის ხომ უნდა გავისწოროოო. ხოდა დაისახავს მიზნად ყველა ქვეყანა მოიაროს და ყველა ეროვნების ქალთან ქჰონდეს სექსი და სექსის შემდეგ ყველა ქალს ერთი სურვილი შეუსრულოს.
    საფრანგეთში ერ დღეში დაკრევას ქალს, რომელიც მსახიობობას თხოვს სექსის შემდეგ და ცნობილი მსახიობი გახდება. იტალიაშიც ერთ დღეში დაკრევას, გოგო მოდელობას სთხოვს და სუპერმოდელი გახდება. ასე მოივლის ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს და მიადგება საქართველოს. მოეწონება ერთი ქართველი გოგო და დაუწყებს ჩალიჩს, ერთი თვე გავა,ორი, სამი, ოთხი, მაგრამ არაფერი გამოსდის ჯინს. მთელ თავის ჯადოქრობას იყენებს რომ გოგოს თავი მოაწონოს, მაგრამ სექსამდე საქმე ვერ მიჰყავს ვერაფრით. ურთერთობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, როგორც იქნა, სასურველ მიზანს მიაღწევს და სექსი ექნებათ. ქართველი ქალით გაოცებული ჯინი ეტყვის გოგოს, რომ მას ერთი სურვილი აქვს და ნებისმიერ თხოვნას შეუსრულებს. მდედრს მართლაც აქვს ერთი სურვილი,"არ გამიბაზრო" უთხრა ჯინს. (რეალში უკეთესია ვიდრე ასე დაწერილი :))) )
    ყველაფერი რომ "არ გამიბაზრომდე" და "აუ ბიჭო იცი რა გოგო გავჟიმემდე" დადის ეგაა ჩვენი პრობლემა.

    ReplyDelete
  2. nu me kide, ramdenime kviris win seriozulad vechxube chems or tanamshromels. erti kacia, nu, 40 wlamde, hyavs coli da ori shvili. absoluturad tradiciuli gagebit, rom "cols ver vakadreb" principit rom cxovrobs da gogo, 25 wlis, gasatxovari. orive seriozuli saxit mimtkicebda, rom mere ra, sheidzleba ki ara, aucilebelicaa, rom kacs colis garda hyavdes sayvarlebi, sxvagvarad movbezrdebi! is gogo ki amtkicebda, rom nebas dartavs tavis qmars rom iyolios sxva qalebi, tuki mas amis shesaxeb araferi ecodineba! sruli marazmi! tviton gogo tanxmdeba amas! kacebs raga unda movtxovot aba!
    da chemi agshfotebas da sasowarkvetilebas (rom anu chems qmars max 2 weliwadshi movbezrdebi rogorc qali da chemze agar audgeba.. nu, asea) dascines da tkves, rom jer bavshvi var da cxovrebas vardisferi satvalit vuyureb!
    es exla marazmi araa???
    aq sadme ojaxis cnebis dacvas, ojaxis tradicias xedavt????
    amit mogvaqvs qartvelebs tavi??
    fu, marazmi blin!

    ReplyDelete
  3. ვიცნობ შენს უფროსებს :ლოლ: განსაკუთრებით გოგო შემეცოდა :ჰეჰეჰე: აბა, 40 წლის კაცს უკვე ცალი ფეხი იქ უდგას... ნეხვში, ცუდი არაფერი იფიქროთ.
    მარაზმი ისაა, როცა ადამიანები შინაგანად იმდენად შებოჭილები არიან, რომ სხვების თავისუფლება შურთ. მე მგონი, ყველაზე კარგი საშუალებაა, დავიკიდოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა :ლოლ: რა მაზალო ხალხი ვართ, man, როგორც ჩემი ერთი ნაცნობი იტყოდა!

    ReplyDelete
  4. mmmm:) I like you )))

    ეს ურთიერთგადაჯაჭვული ქართული მარაზმები იმდენია, რომ ვეღარ გაიგებ, მანკიერი წრე საიდან იწყება )
    ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც იქიდან მოდის, რომ საქართველოში სექსი განიხილება, როგორც მამაკაცის აგრესია ქალის მიმართ ("მოტყნა", "იხმარა", "გაჟიმა" და ა.შ.), ხოლო მამაკაცის სასქესო ორგანო ელემენტად, რომელიც "შეურაცხყოფას აყენებს" :)

    ReplyDelete
  5. getanxmebi: es namdvilad marazmia:|mec xshirad momismenia msgavsi azrebi qmrisa da ojaxis shesaxeb rogorc bichebis, aseve gogoebis mxridan.dzalian vgiziandebi aset dros. dadga dro shevcvalot chveni shexedulebebi da gavtavisufldet kompleqsebisgan. mokled cvlilebebis droa...

    ReplyDelete

დააკომენტარეთ